უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: დიდი სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ IX ჟამი _ სადილის ჟამი _ (მწუხრი) პირველშეწირულის ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - არ აღესრულება

კვირის ციკლისა - - - - მარხვანიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - - -ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი.

ტიპიკონი: ვნების შვიდეულის ოთხშაბათი (დიდი ოთხშაბათი).

შენიშვნა: შუაღამის ჟამნი სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

დიდი სერობა:

აღსავლის კარი და კრეტსაბმელი დახურულია.

_ მღვდელი: „კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი...“ (დახურული აღსავლის კარის წინ).

_მედავითნე: ამინ. დასაწყისი ლოცვები: „დიდება შენდა ღმერთო ჩვენო დიდება შენდა“.

- „მეუფეო ზეცათაო“. „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლადწმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.

_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“

_ მედავითნე: ამინ.

- „უფალო შეგვიწყალენ“ - 12-გზის.

- „დიდება“ „აწ და“.

- „მოვედით თაყვანის-ვსცეთ...“ - 3-გზის.

_ მედავითნე: მე-4, მე-6 და მე-12 ფსალმუნები.

- „დიდება“ „აწ და“.

- „ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო“ - 3-გზის.

-„უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის.

- „დიდება“ „აწ და“.

_ მედავითნე: 24-ე, 30-ე და 90-ე ფსალმუნები.

- „დიდება“ „აწ და“.

- „ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო“ - 3 გზის.

-„უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის.

- „დიდება“ „აწ და“.

_ მედავითნე: „ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი“.

_ გუნდი: „ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი“.

_ მედავითნე: „ისმინეთ ესე ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა“.

_ გუნდი: „რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი“.

და შემდგომი ჟამნიდან.

შენიშვნა: ასე გრძელდება მე-20 მუხლის ჩათვლით.

დასასრული:

_ მედავითნე: „ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი“.

_ გუნდი: „ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი“.

_ მედავითნე: „დიდება“.

_ გუნდი: „ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით“.

_ მედავითნე: „აწ და“.

_ გუნდი: „ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი“.

_ მედავითნე: ტროპარი: „დღე ესე წარვლეთ მშვიდობით...“

_ გუნდი: „დიდება“.

_ მედავითნე: ტროპარი: „დღე ესე განვლეთ მშვიდობით...“

_ გუნდი: „აწ და“.

_ მედავითნე: ტროპარი: „დღე ესე წარვლეთ მშვიდობით...“

- მუხლები: „უხორცოთა ბუნება...“ და შემდგომი.

- მრწამსი.

_ მღვდელი: ამბიონზე დახურული აღსავლის კარის წინ: „ყოვლადწმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო, მეოხ-გვეყავ ჩუენ ცოდვლთა“ - და შემდგომი.

I „წმიდაო ღმერთო“:

_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლადწმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.

_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“

_ მედავითნე: ტროპარები: „განანათლენ თვალნი ჩემნი...“

„დიდება“ – „შემწე სულისა ჩემისა...“

„აწ და“ – „რამეთუ არა მაქუს ჩვენ...“

- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.

- „დიდება“ „აწ და“.

- „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“ „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.

_ მღვდელი: „ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა...“

_ მედავითნე: ამინ. ლოცვა: „უფალო უფალო რომელმან მიხსნენ...“

II ნაწილი:

_ მედავითნე: „მოვედით თაყვანის-ვსცეთ...“ - 3-გზის.

- ფსალმუნები: 50-ე და 101-ე.

- ლოცვა: „უფალო ყოვლისა მპყრობელო...“

II „წმიდაო ღმერთო“:

_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლადწმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.

_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“

_ გუნდი: ტროპარები: „მიწყალენ ჩვენ უფალო...“

„დიდება“ – „უფალო შეგვიწყალენ ჩვენ...“

„აწ და“ – „მოწყალებისა კარი განგვიღე...“

- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.

- „დიდება“ „აწ და“.

- „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“  „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.

_ მღვდელი: „ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა...“

_ მედავითნე: ამინ. ლოცვა: „მეუფეო ღმერთო მამაო...“

III ნაწილი:

_ მედავითნე: „მოვედით თაყვანის-ვსცეთ...“ - 3-გზის.

- ფსალმუნი: 69-ე და 142-ე.

- დიდებამაღალიანი.

- კანონი: წმ. ანდრია კრიტელისა (მარხვანის სამსაგალობელი - III, VIII და IX გალობებს).

შენიშვნა: 1. ძლისპირები იგალობება 2-გზის, ტროპრები კი წაიკითხება იმდენი რამდენიც მითითებულია მარხვანში.

2. თითოეულ საგალობელს კატავასიად დაეფარება ამავე გალობის ძლისპირი.

3. შემდგომად III გალობისა წაიკითხება წარდგომა მარხვანიდან.

4. ტროპრებს შორის ჩაერთვის ჩასართავი: „დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა“.

_ გუნდი: „ღირს არსი“-ს ნაცვლად იგალობება IX გალობის ძლისპირი.

III „წმიდაო ღმერთო“:

_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლადწმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.

_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“

_ მედავითნე: ამინ.

- კონდაკი: „ვსცოდე უმეტეს...“.

- ტროპარი: „უფალო ძალთაო ჩვენთანა იყავ...“

_ გუნდი: იმეორებს: „უფალო ძალთაო ჩვენთანა იყავ...“

_ მედავითნე: 1-ლი მუხლი: „აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა...“

_ გუნდი: იმეორებს: „უფალო ძალთაო ჩვენთანა იყავ...“

_ მედავითნე: მე-2 მუხლი: „აქებდით მას ძლიერებითა მისითა...“

_ გუნდი: იმეორებს: „უფალო ძალთაო ჩვენთანა იყავ...“

_ მედავითნე: მე-3 მუხლი: „აქებდით მას ხმითა ნესტვისაითა...“

_ გუნდი: იმეორებს: „უფალო ძალთაო ჩვენთანა იყავ...“

_ მედავითნე: მე-4 მუხლი: „აქებდით მას ბობღნითა და მწყობრითა...“

_ გუნდი: იმეორებს: „უფალო ძალთაო ჩვენთანა იყავ...“

_ მედავითნე: მე-5 მუხლი: „აქებდით მას წინწილითა კეთილ ხმითა...“

_ გუნდი: იმეორებს: „უფალო ძალთაო ჩვენთანა იყავ...“

_ მედავითნე: 1-ლი მუხლი: „აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა...“

_ გუნდი: იმეორებს: „უფალო ძალთაო ჩვენთანა იყავ...“

_ მედავითნე: „დიდება“ – „უფალო არა თუმცა წმიდანი შენნი...“

„აწ და“ – „აურაცხელ არიან სიმრავლენი...“

- „ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო...“

- „ყოველი სასოებაი ჩემი...“

- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.

- ლოცვა: „რომელი ყოველსა დღესა...“

- „დიდება“ „აწ და“.

- „უპატიოსნესა ქერუბიმთასა...“

- „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“!

_ მღვდელი: „ღმერთო მიწყალენ ჩვენ და მაკურთხენ ჩვენ...“

_ გუნდი: ამინ.

_ მღვდელი: აღასრულებს წმ. ეფრემ ასურის ლოცვას 16 მეტანიით.

ბოლო „წმიდაო ღმერთო“:

_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლადწმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.

_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“

_ მედავითნე: ამინ. „უფალო შეგვიწყალენ“ - 12-გზის.

- ლოცვა: „უბიწოო შეუგინებელო...“

- ლოცვა: „მომეც ჩვენ მეუფეო...“

- ლოცვა: „უფროსად დიდებულო...“

- ლოცვა: „სასოება ჩემდა მამა...“

_ მღვდელი: „დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა“.

_ მედავითნე: „დიდება“ „აწ და“. „უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის. „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.

_ მღვდელი: ამბიონზე (მხედველი დასავლეთისაკენ) აღასრულებს ჩამოლოცვას:

- „მეუფეო მრავალმოწყალეო...“ (ჟამნიდან), რომლის დროსაც ტაძარში მდგომარენი მოიდრეკენ მუხლს.

_ გუნდი: ამინ.

 

ცისკრის ჟამი:

_ ნაცვლად „ღმერთი უფალი“-სა ითქმის „ალილუია“.

ტროპარი: „აჰა ესერა სიძე მოვალს...“

„დიდება“ იგივე ტროპარი.

„აწ და“ იგივე ტროპარი.

_ რიგითი კანონები: მე-14, მე-15 და მე-16.

_ რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები - არ აღესრულება.

_ წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - მარხვანიდან.

„დიდება“ „აწ და“ იგივე.

შენიშვნა: იღება აღსავლის კარი და წესისამებრ, წმიდა ტრაპეზზე იკითხება საცისკრო სახარება: ინ. 41 დას. (შუათგან) XII, 17-50. სახარების წაკითხვის შემდეგ აღსავლის კარი დაიხურება.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

იგალობება სამსაგალობელი მარხვანისა (III, VIII, IX გალობები) - 12 მუხლად. ძლისპირი 2-გზის, ხოლო კატავასია - სამსაგალობლის სძლისპირი.

შენიშვნა: „უმცირესის“ ნაცვლად სამსაგალობელს ჩაერთვის ჩასართავი: „დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა“.

_ შემდგომად „უგალობდითსა“ (III გალობისა):

- კონდაკი, იკოსი და სვინაქსარი მარხვანისა (ხმა IV).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): - „უპატიოსნესსა“ არ იგალობება. მღვდელი უხმოდ გამოსახავს საცეცხლურით ჯვარს ღმრთისმშობლის ხატის წინ, ხოლო გუნდი გალობს IX გალობის ძლისპირს.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“- არ იგალობება.

_ „განმანათლებელი“: „სასძლოსა შენსა...“

„დიდება“ იგივე განმანათლებელი.

„აწ და“ იგივე განმანათლებელი.

_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება.

_ „აქებდითსა ზედა“ დასდებელი - 4 მუხლი (მარხვანიდან) (ჴმა I).

- „დიდება“ მისივე: „ცოდვილი რბიოდა...“

- „აწდა“ მისივე: „დანთქმულმან ცოდვითა...“

_ „დიდებამაღალიანი“ იკითხება.

_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: მარხვანისა (ჟამნის ჩასართავებით).

შენიშვნა: ჟამნის ორ ჩასართავს დაემატება ერთი ჩასართავი მარხვანიდან.

„დიდება“ „აწ და“ მარხვანისა: „უფალო მრავალთა ცოდვათა...“

_ „კეთილ არს აღსარებად“ - 2-გზის.

- ტროპარი: „ტაძარსა ამას დიდებისა...“

- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.

- „დიდება“ „აწ და“. „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“ „სახელითა უფლისათა გვაკურთხენ“.

- ამინ. ლოცვა: „ზეცათა მეუფეო...“

- წმ. ეფრემ ასურის ლოცვა 16 მეტანიით.

 

I ჟამი:

_ მედავითნე: „მოვედით თაყვანის ვსცეთ“ - 3-გზის.

- ფსალმუნები: მე-5, 89-ე და მე-100.

- „დიდება“ „აწდა“, „ალილუია“ 3-გზის. „უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის.

- „განთიად შეისმინე ხმისა ჩემისა...“

_ გუნდი: გაიმეორებს.

_ მღვდელი: „სიტყვანი ჩემნი ყურად იხვენ...“

_ გუნდი: „განთიად შეისმინე ხმისა ჩემისა...“

_ მღვდელი: „რამეთუ შენდამი ვილოცო...“

_ გუნდი: „განთიად შეისმინე ხმისა ჩემისა...“

_ მღვდელი: „დიდება“.

_ მედავითნე: „აწ და“ - „რამე სახელ გდვათ შენ...“

- „სლვანი ჩემნი წარმართენ...“

_ გუნდი: „სლვანი ჩემნი წარმართენ...“

_ მედავითნე: „მიხსენ მე ცილისწამებისაგან...“

_ გუნდი: გაიმეორებს.

_ მედავითნე: „გამოაჩინე პირი შენი...“

_ გუნდი: გაიმეორებს.

_ მედავითნე: „აღავსე პირი ჩემი ქებითა...“

_ გუნდი: გაიმეორებს.

_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლად წმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.

- კონდაკი: „ჟამსა მას...“

- „უფალო შეგვიწყალენ...“ - 40-გზის.

- ლოცვა: „რომელი ყოველსა დღესა...“

- „უფალო შეგვიწყალენ...“ - 3-გზის. „დიდება. აწ და“. „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.

_ მღვდელი: ამბიონზე აღასრულებს წმ. ეფრემ ასურის ლოცვას 16 მეტანიით.

_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლად წმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.

„უფალო შეგვიწყალენ“ - 12-გზის.

_ მღვდელი: „ქრისტე ნათელო ჭეშმარიტო...“

_ გუნდი: ამინ. „ზესთა მბრძოლისა ჩემისათვის...“

_ მღვდელი: „დიდება შენდა ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა“.

_ გუნდი: „დიდება, აწდა“. „უფალო შეგვიწყალენ“ 3-გზის. „სახელითა უფლისათა ... გვაკურთხენ“.

_ მღვდელი: აღასრულებს ჩამოლოცვას: „მომავალმან უფალმან ნებსით...“

_ გუნდი: ამინ. „უფალო შეგვიწყალენ“ 3-გზის.

 

III ჟამი:

_ მღვდელი: „კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი...“

- დასაწყისი ლოცვები.

_ მედავითნე: ფსალმუნები: მე-16, 24-ე და 50-ე.

- „დიდება“ „აწ და“ „ალილუია“ - 3-გზის. „უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის. „დიდება“ „აწ და“.

_ რიგითი კანონი - მე-19.

- „დიდება“ „აწ და“ „ალილუია“ - 3ჯერ. „უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის.

_ მღვდელი: „უფალო რომელმან ყოვლადწმიდა სული შენი...“

_ გუნდი: გაიმეორებს.

_ მღვდელი: „გული წმიდა დაბადე ჩემთანა ღმერთო...“

_ გუნდი: „უფალო რომელმან ყოვლადწმიდა სული შენი...“

_ მღვდელი: „ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან...“

_ გუნდი: „უფალო რომელმან ყოვლადწმიდა სული შენი...“

_ მღვდელი: „დიდება“.

_ მედავითნე: „აწ და“ - „ღმრთისმშობელო ქალწულო შენ ხარ ვენახი...“ (ვიდრე: „...სულთა ჩვენთასა“ - მდე).

_ შუა ტაძარში წაიკითხება სახარება: ლკ. 83 დას. XVI, 19 - ლკ. 114 დას. XXIV, 53.

- „დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა“.

- „უფალი ღმერთი კურთხეულ...“

- „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლად წმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.

_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“

_ მედავითნე: ამინ. „ვსცოდე უფროის...“

- „უფალო შეგვიწყალენ...“ - 40-გზის.

- ლოცვა: „რომელი ყოველსა დღესა...“ „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.

_ მღვდელი: ამბიონზე აღასრულებს წმ. ეფრემ ასურის ლოცვას 16 მეტანიით.

_ მედავითნე: „მეუფეო ღმერთო მამაო ყოვლისა მპყრობელო...“

 

VI ჟამი:

_ მედავითნე: „მოვედით თაყვანის ვსცეთ“ - 3-ჯერ

_ მედავითნე: ფსალმუნები: 53-ე, 54-ე და 90-ე.

- „დიდება“ „აწ და“ „ალილუია“ - 3-გზის. „უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის. „დიდება“ „აწ და“.

_ რიგითი კანონი - მე-20.

- „დიდება“ „აწ და“ „ალილუია“ - 3ჯერ. „უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის.

_ მღვდელი: „რომელმან მეექვსესა დღესა და ჟამსა...“

_ გუნდი: გაიმეორებს.

_ მღვდელი: „ყურად-იღე ღმერთო ლოცვისა ჩემისა...“

_ გუნდი: „რომელმან მეექვსესა დღესა და ჟამსა...“

_ მღვდელი: „მე ღმრთისა მიმართ ღაღად-ვჰყავ...“

_ გუნდი: „რომელმან მეექვსესა დღესა და ჟამსა...“

_ მღვდელი: „დიდება“.

_ მედავითნე: „აწ და“ - „რამეთუ არა მაქუს...“ ვიდრე: „თავს იდვა...“ - მდე.

_ წესისამებრ წაიკითხება საწინასწარმეტყველო (მარხვანიდან).

_ შუა ტაძარში წაიკითხება სახარება: ინ. 1 დას. I, 1 - 26 დას. VII, 36

- „დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა“.

- „მსთუად მეწიენ ჩვენ...“

- „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლად წმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.

_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“

_ მედავითნე: ამინ. „ვსცოდე უმეტეს...“

- „უფალო შეგვიწყალენ...“ - 40-გზის.

- ლოცვა: „რომელი ყოველსა დღესა...“ „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.

_ მღვდელი: ამბიონზე აღასრულებს წმ. ეფრემ ასურის ლოცვას 16 მეტანიით.

_ მედავითნე: „ღმერთო და უფალო ძალთაო...“

 

IX ჟამი:

_ მედავითნე: „მოვედით თაყვანის ვსცეთ“ - 3-გზის.

_ მედავითნე: ფსალმუნები: 83-ე, 84-ე და 85-ე.

- „დიდება“ „აწ და“ „ალილუია“ - 3-გზის. „უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის.

_ მღვდელი: „რომელმან მეცხრესა ჟამსა...“

_ გუნდი: გაიმეორებს.

_ მღვდელი: „მიგეახლენ ლოცვაი ჩემი...“

_ გუნდი: „რომელმან მეცხრესა ჟამსა...“

_ მღვდელი: „შევედინ შენს წინაშე ვედრება...“

_ გუნდი: „რომელმან მეცხრესა ჟამსა...“

_ მღვდელი: „დიდება“.

_ მედავითნე: „აწ და“ - „რომელი ჩვენთვის იშევ...“ (ვიდრე: „...ერი განწირული“ -მდე).

_ შუა ტაძარში წაიკითხება სახარება: ინ. 27 დას. VII, 27 - 39 დას. XIII, 32.

- „დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა“.

- „ნუ მიმცემ ჩვენ სრულიად...“

- „წმიდაო ღმერთო~. „ყოვლად წმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.

_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“

_ მედავითნე: ამინ. „ვსცოდე უმეტეს...“

- „უფალო შეგვიწყალენ...“ - 40-გზის.

- ლოცვა: „რომელი ყოველსა დღესა...“ „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.

_ მღვდელი: ამბიონზე აღასრულებს წმ. ეფრემ ასურის ლოცვას 3 მეტანიით.

_ მედავითნე: „მეუფეო უფალო იესო ქრისტე...“

 

სადილის ჟამი:

_ გუნდი: „სასუფეველსა შენსა მომიხსნენე ჩვენ უფალო...“ (ხმა VIII).

- „ნეტარებები“ ჩასართავით: „მომიხსენენ ჩვენ უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“ (ჟამნიდან).

„დიდება“ - იგივე ჩასართავი.

„აწ და“ – „მომიხსენენ ჩვენ უფალო...“ „მომიხსენენ ჩვენ მეუფეო...“ „მომიხსენენ ჩვენ წმიდაო...“ (ჟამნიდან).

- „გუნდნი ზეცისა ძალთანი...“

- „მოვედით მისსა და განათლდით...“

- „გუნდნი ზეცისა ძალთანი...“

„დიდება“ – „ბანაკი წმიდათა ანგელოზთა...“

„აწ და“ - მრწამსი.

- „გვიხსენ, გვილხინე...“

_ „მამაო ჩვენო“.

_ წაიკითხება კონდაკი: „ვსცოდე უმეტეს მეძვისა მის...“

_ მედავითნე: „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.

- „დიდება“ „აწ და“. „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“ „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.

_ მღვდელი: „ღმერთო მიწყალენ ჩვენ და მაკურთხენ ჩვენ...“

_ მღვდელი: ამბიონზე აღასრულებს წმ. ეფრემ ასურის ლოცვას 16 მეტანიით.

_ მედავითნე: „წმიდაო სამებაო ერთარსებაო...“

_ დიაკონი: სიბრძნით (გაიღება აღსავლის კარი).

_ გუნდი: „ღირს არსის“ ნახევარი.

_ მღვდელი: „ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ“.

_ გუნდი: „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“

_ მღვდელი: „დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა“.

_ გუნდი: „დიდება“ „აწდა“. „უფალო შეგვიწყალენ“ 3-გზის. „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.

_ მღვდელი: აღასრულებს ჩამოლოცვას: „მომავალმან უფალმან...“

_ გუნდი: ამინ. „უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის.

 

პირველშეწირულის ლიტურგია:

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 - ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ „რიგითი კანონი“ - მე-18 (სამ „დიდებად“).

შენიშვნა: კანონის დაწყების წინ, „უფალო შეგვიწყალენ“ - 3 გზის და „დიდება“ „აწ და“ არ ითქმის. ყოველი „დიდების“ შემდეგ აღესრულება მცირე კვერექსი.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად.

- მარხვანისა - 10 მუხლი (მარხვანიდან) (ხმა I).

„დიდება” „აწ და” მისივე: „უფალო მრავალთა...“ (ჴმა I).

_ შესვლა სახარებით.

_ წაიკითხება წესისამებრ 2 საწინასწარმეტყველო.

_ მღვდელი - მდგომარე წმიდა ტრაპეზის წინ, ორივე ხელით აღამაღლებს საცეცხლურს და სასანთლეს სანთლით, აღმოსავლეთისაკენ მხედველი გამოისახავს ჯვარს და იტყვის: „სიბრძნით აღემართენით“ მობრუნდება დასავლეთისკენ ტაძარში მდგომარეთა მიმართ და იტყვის: „ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა“.

_ მღვდელი II საწინასწარმეტყველოს წაკითხვის შემდეგ: „მშვიდობა შენდა“.

შენიშვნა: აქ მედავითნე არ პასუხობს „და სულისაცა შენისათანა“.

_ მღვდელი წარმოთქვამს - დიდ წარდგომას:

- „წარემართენ ლოცვა ჩემი, ვითარცა საკმეველი შენ წინაშე, აღპყრობად ხელთა ჩემთა მსხვერპლ სამწუხროდ“.

_ გუნდი - იმეორებს წარდგომას.

_ მღვდელი ან დიაკონი - მუხლი I – „უფალო ღაღად-ვჰყავ შენდამი, ისმინე ჩემი, მოხედენ ხმასა ლოცვისა ჩემისასა, ღაღადებასა ჩემსა შენდამი“.

_ გუნდი - იმეორებს წარდგომას.

_ მღვდელი ან დიაკონი - მუხლი II – „დასდევ უფალო საცოი პირსა ჩემსა და კარი ძნელი ბაგეთა ჩემთა“.

_ გუნდი - იმეორებს წარდგომას.

_ მღვდელი ან დიაკონი - მუხლი III – „ნუ მისდრეკ გულსა ჩემსა სიტყვათა მიმართ უკეთურებისათა, მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა“.

_ გუნდი - იმეორებს წარდგომას.

_ მღვდელი ან დიაკონი - „წარემართენ ლოცვა ჩემი ვითარცა საკმეველი შენ წინაშე”.

_ გუნდი: „აღპყრობად ხელთა ჩემთა მსხვერპლ სამწუხროდ“.

_ მღვდელი - წმ. ტრაპეზის წინ აღასრულებს წმ. ეფრემ ასურის ლოცვას 3 მეტანიით.

შენიშვნა: წმ. ეფრემ ასურის ლოცვით მთავრდება მწუხრის ჟამნი და იწყება პირველშეწირულის ლიტურგია.

_ წაიკითხება სახარება: მთ. 108 დას. XXVI, 6-16.

შენიშვნა: პირველშეწირულის ლიტურგიის ბოლოს, გუნდის მიერ საგალობლის - „იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ“... 3-გზის გალობისას, ტაძარში სრულდება სამი დიდი მეტანია (ეფრემ ასურის ლოცვის გარეშე), რის შემდეგაც წყდება დიდი მეტანიები სულთმოფენობამდე, გარდა წინაშე წმინდა გარდამოხსნისა.