უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: მცირე სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ IX ჟამი _ სადილის ჟამი _ მწუხრი _წმ. ბასილი დიდის ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება - - - - არ აღესრულება.

კვირის ციკლისა აღესრულება - - მარხვანიდან.

სადღეღემისო ციკლისა - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი.

ტიპიკონი: ვნების შვიდეულის ხუთშაბათი (დიდი ხუთშაბათი).

შენიშვნა: შუაღამის ჟამი სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

ფერხთბანვის წესი სრულდება მხოლოდ მღვდელმთავრის მსახურებაზე.

 

მცირე სერობის ჟამი:

აღსავლის კარი და კრეტსაბმელი დახურულია.

_ მღვდელი: „კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი...“ (დახურული აღსავლის კარის წინ).

_ მედავითნე: ამინ. დასაწყისი ლოცვები: „დიდება შენდა ღმერთო ჩვენო დიდება შენდა“.

- „მეუფეო ზეცათაო“. „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლადწმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.

_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“

_ მედავითნე: ამინ.

- „უფალო შეგვიწყალენ“ - 12-გზის.

- „დიდება“ „აწ და“.

- „მოვედით თაყვანის-ვსცეთ...“ - 3-გზის.

_ მედავითნე: 50-ე, 69-ე და 142-ე ფსალმუნები.

_ მედავითნე: „დიდებამაღალიანი“.

_ მედავითნე: მრწამსი.

- კანონი: წმ. ანდრია კრიტელისა (მარხვანის სამსაგალობელი - IV, VIII და IX გალობები).

შენიშვნა: 1. ძლისპირები იგალობება 2-გზის, ტროპრები კი წაიკითხება იმდენი რამდენიც მითითებულია მარხვანში.

2. თითოეულ საგალობელს კატავასიად დაეფარება ამავე გალობის ძლისპირი.

3. შემდგომად I გალობისა წაიკითხება წარდგომა მარხვანიდან.

4. ტროპრებს შორის ჩაერთვის ჩასართავი: „დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა“.

_ გუნდი: „ღირს არსი“-ს ნაცვლად იგალობება IX გალობის ძლისპირი.

_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლად-წმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.

_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“

_ მედავითნე: ამინ.

- კონდაკი: „მიიღო პური...“

- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.

- ლოცვა: „რომელი ყოველსა დღესა...“

- „დიდება“ „აწდა“.

- „უპატიოსნესა ქერუბიმთასა...“

- „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“!

_ მღვდელი: „ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა...“

_ მედავითნე: ამინ.

- ლოცვა: „უბიწოო შეუგინებელო...“

- ლოცვა: „მომეც ჩვენ მეუფეო...“

- ლოცვა: „უფროსად დიდებულო...“

- ლოცვა: „სასოება ჩემდა მამა...“

_ მღვდელი: „დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა“.

_ გუნდი: „დიდება“ „აწ და“. „უფალო შეგვიწყალენ“ - 3 გზის. „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.

_ მღვდელი: მცირე ჩამოლოცვა.

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალის“ წილ - იგალობება „ალილუია“.

- ტროპარი: „რაჟამს დიდებულნი მოწაფენი...“ (ხმა VIII).

- „დიდება“ - იგივე ტროპარი.

- „აწდა“ - იგივე ტროპარი.

შენიშვნა: იღება აღსავლის კარი და წესისამებრ, წმიდა ტრაპეზზე იკითხება საცისკრო სახარება: ლკ. 108 დას. (შუათგან), XXII, 1-39. სახარების წაკითხვის შემდეგ აღსავლის კარი დაიხურება.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

კანონი - მარხვანისა - 8 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).

კატავასია: ამავე კანონის ძლისპირი.

ტროპარებს შორის ჩასართავი: „დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- წარდგომა მარხვანისა: „ტბათა და წყალთა...“ (ხმა I).

- „დიდება“ – „დაიმდაბლე რა თავი...“

- „აწ და“ – „ჰსჭამდი რა მეუფეო...“

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი, იკოსი და სვინაქსარი მარხვანისა (ხმა VIII).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“ არ იგალობება. მღვდელი უხმოდ გამოსახავს საცეცხლურით ჯვარს ღმრთისმშობლის ხატის წინ, ხოლო გუნდი გალობს IX გალობის ძლისპირს.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“ - არ იგალობება.

_ „განმანათლებელი“: „სასძლოსა შენსა...“

„დიდება“ - იგივე განმანათლებელი.

,,აწ და“ - იგივე განმანათლებელი.

_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება.

_ „აქებდითსა ზედა“ დასდებელი - 4 მუხლი (მარხვანიდან) (ჴმა VI).

„დიდება“ „აწ და“ მისივე: „ცხოვარი რომელი...“ (ხმა VII).

_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.

_ „აღვივსენითსა ზედა დასდებლები: მარხვანისა (თავისი ჩასართავებით).

„დიდება“ მისივე: „სახე შენი საკვითა...“ (ჴმა V).

,,აწ და“ მისივე: „ბრძენ ჰყოფდ რა...“ (ჴმა V).

_ „კეთილ არს აღსარებად“ - 1-გზის.

ტროპარი: „რაჟამს დიდებულნი მოწაფენი...“ (ჴმა VIII).

_ მრჩობლი კვერექსი.

 

I ჟამი:

_ მედავითნე: „მოვედით თაყვანის ვსცეთ“ - 3-გზის.

- ფსალმუნები: მე-5, 89-ე და მე-100.

- „დიდება“ „აწდა“, „ალილუია“ 3-გზის. „უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის.

„დიდება“ ტროპარი: „რაჟამს დიდებულნი მოწაფენი...“

„აწ და“ „რამე სახელ გდვათ...“ ვიდრე სიტყვებამდე: „ევედრე ცხოვრებად...“

წაიკითხება ტროპარი, წარდგომა და საწინასწარმეტყველო (მარხვანიდან).

_ მედავითნე: „სვლანი ჩემნი წარმართენ...“ - და შემდგომი მუხლები.

_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლად წმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.

- კონდაკი: „მიიღო პური ხელთა შინა...“

- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.

- ლოცვა: „რომელი ყოველსა დღესა...“

- „უფალო შეგვიწყალენ...“ - 3-გზის. „დიდება. აწ და“. „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.

_ მღვდელი: „ღმერთო მიწყალენ ჩვენ...“

_ მღვდელი: „ქრისტე ნათელო ჭეშმარიტო...“

_ გუნდი: ამინ. „ზესთა მბრძოლოსა ჩემისათვის...“

_ მღვდელი: დიდი ხუთშაბათის ჩამოლოცვა.

 

III, VI და IX ჟამები:

შენიშვნა: III, VI და IX ჟამნები წაიკითხება „ღმერთი უფალის“ თანმიმდევრობით.

ტროპარი: „რაჟამს დიდებულნი მოწაფენი...“

კონდაკი: „მიიღო პური ხელთა შინა...“

 

სადილის ჟამი:

_ მედავითნე: „სასუფეველსა შენსა მომიხსნენე ჩვენ უფალო...“ (ხმა VIII).

_ „ნეტარებების“ - ყოველი მუხლის შემდეგ იკითხება ჩასართავი:

- „მომიხსენენ ჩვენ უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“.

„დიდება“ - იგივე ჩასართავი

„აწ და“ - „მომიხსენენ ჩვენ უფალო...“

- „მომიხსენენ ჩვენ მეუფეო...“

- „მომიხსენენ ჩვენ წმიდაო...“

- „გუნდნი ზეცისა ძალთანი...“

- მუხლი: „მოვედით მისსა და განათლდით...“

- „გუნდნი ზეცისა ძალთანი...“

„დიდება“ - „ბანაკი წმიდათა ანგელოზთა...“

„აწ და“ - მრწამსი.

- „გვიხსენ გვილხინე...“

- „მამაო ჩვენო...“

- კონდაკი: „მიიღო პური ხელთა შინა...“

_ მედავითნე: „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.

- „წმიდაო სამებაო ერთარსებაო...“

_ დიაკონი: გააღებს აღსავლის კარს და იტყვის - „სიბრძნით...“

_ გუნდი: „ღირს არსის“ - ნახევარი.

_ მღვდელი: „ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო გვაცხოვნენ ჩვენ...“

_ გუნდი: „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“

_ მღვდელი: - „დიდება შენდა ღმერთო სასოებაო...“

_ გუნდი: „დიდება“ „აწ და“, „სახელითა უფლისათა.... გვაკურთხენ“

_ მღვდელი: დიდი ხუთშაბათის ჩამოლოცვა.

 

მწუხრი შეერთებული წმ. ბასილი დიდის ლიტურგიასთან:

_ მღვდელი: ასამაღლებელი: „კურთხეულ არს მეუფება...“

დასაწყისი ლოცვები.

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 - ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ „რიგითი კანონი“ - არ იკითხება.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება VI ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებელნი - 10 მუხლად:

- მარხვანისა - 10 მუხლი (ჴმა VI).

„დიდება“ „აწ და“ მისივე: „ჭეშმარიტად ნაყოფი იყო...“ (ჴმა II).

_ შესვლა სახარებით.

_ საწინასწარმეტყველო - 3 (მარხვანიდან).

_ მცირე კვერექსი.

_ ასამაღლ.: „რამეთუ წმიდა ხარ ღმერთო ჩვენო...“

შენიშვნა: აქედან მწუხრს მოებმის წმ. ბასილი დიდის ლიტურგია. იგალობება „წმიდაო ღმერთო“ და შემდგომი.

„რომელნი ქერუბიმთა“-ს ნაცვლად გუნდი გალობს: „სერობასა საიდუმლოსა შენისასა...“

„და ვითარცა მეუფისა“-ს ნაცვლად გუნდი გალობს: „სერობასა საიდუმლოსა შენისასა...“

„ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება: IX გალობის ძლისპირი: „სტუმრობისა საღმრთოსა...“

„აღავსე პირი ჩემი ქებითა“-ს ნაცვლად გუნდი გალობს: „სერობასა საიდუმლოსა შენისასა...“

წარდგომა, სამოციქულო, ალილუია, სახარება და განიცადე - დიდი ხუთშაბათისა.

წარდგომა (ჴმა VIII): „მთავარნი ერთანი შეკრბეს ერთად უფლისათვის და ცხებულისა მისისათვის“.

მუხლი: „რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი“.

ალილუია (ჴმა I): „ნეტარ არს რომელმან გულისხმაჰყოს გლახაკისა და დავრდომილისა, დღესა ბოროტსა იხსნას იგი უფალმან“.

მუხლი: „მტერთა ჩემთა ჰსთქუეს ბოროტი ჩემთვის, ოდესმე მოკვდეს და წარწყმდეს სახელი მისი“.

განიცადე: „სერობასა საიდუმლოსა შენისასა...“