საღამოს მსახურება: IX ჟამი _ დიდი მწუხრი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ დიდი ცისკრი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - სადღესასწაულო განგება წაიკითხება თინათინ მჭედლიშვილის მიერ შედგენილი განგებიდან, რომლის ტექსტსაც ქვემოთ გთავაზობთ.
კვირის ციკლის - - - - ზატიკიდან.
სადღეღამისო ციკლის - - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი.
ტიპიკონი: ზატიკის II პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგის) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამნები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარი: კვირაცხოვლობისა და მოციქულისა.
_ კონდაკი: მოციქულისა.
დიდი მწუხრი:
_ „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით“ 3გზის - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იკითხება.
_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- დღესასწაულისა - 3 მუხლი (ჴმა I).
- წმ. მეფისა - 5 მუხლი:
„მიანიჭე შენ, კაცთმოყუარეო, თჳთმპყრობელსა მეფესა ქართველთასა სიბრძნჱ იგი სოლომონისი, დავითის სიმშვიდჱ და მოციქულებრივი კეთილად მსახურებაჲ, რომლისა მიერ კეთილად განაგო მან მეფობაჲ თჳსი, ვითარცა მეფეთა მეუფემან და მფლობელთა ყოველთა მფლობელმან, მის თანა შენისა ღმრთეებისა განგებულებასა ვადიდებთ, იესუ ყოვლად ძლიერო და მჴსნელო სულთა ჩუენთაო” 2-ზის.
„რტო ნაყოფიერ იქმენ შენ, ღმრთივგანბრძნობილო, აღმოცენებულ ძირთაგან ღმრთისმსახურთა, რომელმან საქმჱ, ხედვაჲ და სიყუარული კეთილად წარჰმართე და გარდაემატე ძუელთა, გინა ახალთა მეფეთა ღუაწლთა, ქრისტე აღიარე ღმერთად და მეუფედ და ქუელისმოქმედად და მჴსნელად და მძლედ ყოველთა მთავრობათა და უმაღლეს ჴელმწიფებათა, წმიდაო თამარ, რომლისათჳსცა წარგიმართა ქრისტესმოყუარჱ იგი მეფობაჲ შენი, იესუ ყოვლად ძლიერმან და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან”.
„ვითარცა გული შენი, განბრძნობილი შჯად ერისა შენისა, იყო ჴელთა შინა ღმრთისაჲთა, ეგრეცა ლმობიერ ჰყვენ გულნი ჩუენნი ფიცხელნი აწ ტკბილითა წყალობითა შენითა და წარმართენ სლვანი ჩუენნი მცნებათა მიმართ საღმრთოთა, რაჲთა შეგუჭურნეს ჩუენ ჴელითა თჳსითა უძლეველითა, ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა, იესუ ყოვლადძლიერმან და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან”.
„აწ ვითარ აღმოსთქუას გონებათა და პირთა ჩუენთა სიტყვანი კეთილნი: შესხმაჲ, ქებაჲ და დიდებაჲ ძლევით გჳრგჳნოსნობისა და მძლედ მფლობელობისა შენისა ღირსად შესწორებულნი: სიმშჳდჱ - საქებელი, ლმო-ბიერებაჲ - მოწლე, მოწყალებაჲ - თანა ლმობილი, უმანკოებაჲ - უზაკუელი, სიწრფოებაჲ - უსიცრუო, სახიერებაჲ - ზოგადი, სიუხუჱ აღუზვავებელი და თავი ყოვლისა კეთილისა - შიში ღმრთისაჲ და მსახურებაჲ მისი შეუორგულებელი, ამისთჳსცა ღირს იქმენ, სასუფეველსა ცათასა, რომელი დაგიმკჳდრა იესუ ყოვლადძლიერმან და და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან“.
„დიდება” წმ. მეფისა - „გონებაჲ შენი უვნებლობითა განაბრწყინვე და საღმრთოჲთა სიმდაბლითა განაშუენე, ერისა შენისა სულიერად აღმაშენებელო ჴელმწიფეო, რამეთუ მეუფებდი რაჲ ზეგარდამოჲთა მით მადლითა, აღამაღლებდი ჯუარსა საღმრთოჲსა ძლევისასა, რომლისა მიერ წარსწყმიდნე მტერნი იგი მბრძოლნი ქრისტჱსნი და მშჳდობასა შინა განამტკიცენ მართლმადიდებელთა სარწმუნოებაჲ, რომლისათჳსცა მზემან სიმართლისამან განგანათლა შენ და მნათობად ცისკიდეთა გამოგაჩინა”
„აწ და“ დღესასწაულისა: „მოწაფეთა თანა შეურვებულთა...“ (ჴმა I).
_ შესვლა საცეცხლურით.
_ წარდგომა - დღისა.
_ საწინასწარმეტყველო წმ. მეფისა – 3 (იხ. სადღესასწაულო ძვ. სტ-ით 21 მაისი).
„სტიქარონსა“ ზედა დასდებლები წმ. მეფისა (თავისი ჩასართავებით).
ხსენებაჲ შენი ყოვლად პატიოსანი, განაცისკროვნებს კიდეთა ღმრთივცნობისა ნათლითა, ღმრთივგანბრძნობილ გონებათა დამატკბობელო ბრძენო ჴელმწიფეო, რამეთუ შენ მეფეთა შორის სიმჴნისა ღუაწლისა მოღუაწებითა კეთილმსახურად გამოჩნდი და შჯულნი დაიმარხენ ზეციუ-რისა მეუფისანი, რომლისათჳსცა სათნო-ყო სიკეთჱ მეფობისა შენისაჲ მეუფემან ჩუენმან, და ჴელმწიფეთა სახელისა და დიდებისა შარავანდედად გამოგაჩინა”.
მუჴლი: „აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა, ვპოვე დავით მონაჲ ჩემი”.
„აღხვედ რაჲ მადლითა სულისა წმიდისაჲთა ცხებულო, ტახტსა მას სამეუფოსა, რომელ მოგენიჭა ჴელითა უფლისა შენისაჲთა, უცხო ექმენ საცთურთა სოფლისათა და კეთილმსახურებისა წინამბრძოლ და შემწედ უძლეველ გამოშჩნდი, რომლისათჳსცა შემწედ გუეპოები შენდამი ესრჱთ მსასოებელთა, დიდებულო, მჴნეო ჴელმწიფეო, და მარადის გიჴმობთ, ყოვლად პატიოსანო: გიხაროდენ, თამარ, მართლმორწმუნეთა ბრწყინვალეო სამკაულო”.
მუჴლი: „ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისა”.
„მოიღე რაჲ ღმრთისაგან პატივი და ნიჭი მეფობისაჲ, შეიჭურვე საჭურველი ღმრთისმსახურებისაჲ და სიმნჱ სულისაჲ და საქმითა მართლმადიდებლობისაჲთა განბრწყინდი, რომლისათჳსცა სოლომონისაებრ გმონებდენ ყოველნი მეფენი ქუეყანისანი და წინაშე შენსა ლიტანიობდენ მდიდარნი ერისანი, ხოლო ჩუენ ყოველნი, ვითარცა დედასა ქართველთა ერისასა ესრეთ გქადაგებთ შენ და გალობითა ქებისაჲთა ერთჴმობით გიღაღადებთ: საწადელისა შენისა ქრისტჱს თანა მომიჴსენენ შემსხმელნი შენნი”.
„დიდება” წმ. მეფისა - „ეჰა, რაბამი დიდებულებაჲ შეგძინა შენ სიმჴნემან, სანატრელო, რომელმან სამსახურებელნი იგი კერპთანი აღპყრობითა და ამაღლებითა ძელისა ცხორებისაჲთა დაამჴუ და დაარღვიე ყოველივე უღმრთოებისა იგი საცთური ძალითა ქრისტჱსითა და დასთრგუნე, ხოლო წარმართთა სიმრავლენი მეცნიერებად ღმრთისა მოიყვანენ და დაამტკიცენ მართლმადიდებლობასა, აწ კადნიერებით გჳთხოვე ჩუენ განათლებაჲ, განწმედაჲ და დიდი წყალობაჲ”.
„აწ და“ დღესასწაულისა: „შემდგომად აღდგომისა შენისა...“ (ჴმა II).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
- ტროპარი წმ. მეფისა: „წმიდათა შორის საკჳრველო, იბერიის მნათობო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რომელმან კლდეთა ზედა მაღალთა აღაშენენ საყდარნი სავედრებელად ღმრთისა, ლოცვითა შენითა განაძლიერე მჴედრობანი ქრისტეს მოყუარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მარჯუენითა შენითა დაამჴუენ სპანი აგარიანთანი; ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს” (ჴმა IV).
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „დაბეჭდულით საფლავით...“.
დიდი ცისკრი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება VII ჴმაზე).
ტროპარი დღესასწაულისა: „დაბეჭდულით საფლავით...“ (ჴმა VII) 2გზის.
„დიდება“ ტროპარი წმ. მეფისა: „წმიდათა შორის საკჳრველო, იბერიის მნათობო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რომელმან კლდეთა ზედა მაღალთა აღაშენენ საყდარნი სავედრებელად ღმრთისა, ლოცვითა შენითა განაძლიერე მჴედრობანი ქრისტეს მოყუარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მარჯუენითა შენითა დაამჴუენ სპანი აგარიანთანი; ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს” (ჴმა IV).
„აწ და“ დღესასწაულისა: „დაბეჭდულით საფლავით...“
_ რიგითი კანონები: მე-7 და მე-8.
_ რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები.
_ წარდგომა შემდგომად I სტიქოლოგიისა - წმ. მეფისა:
„ზეცისა სუფევისა მჴურვალედ სურვილითა, მეუფესა და ღმერთსა ყოველთასა, გონებითა უბიწოჲთა ჰმსახურე, მჴნეო ჴელმწიფეო, და მიუდრეკელ ხჳდოდი რაჲ საშუალ, გზასა მას სამეუფოსა, წარმართე ერნი მცნებათა მიმართ საღმრთოთა, განიოტე ცოდვისა ბნელი და განანათლე სავსებაჲ ქრისტჱს მორწმუნეთა, ეგრეთვე აწ სულთა ჩუენთათჳს გამოჴსნაჲ ითხოვე, ნეტარო თამარ, და გჳძღჳდე ჩუენ სლვად გზასა მას მცნებათასა და შენთანავე ღირს-ყოფად სასუფეველსა ცათასა”.
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა.
_ წარდგომა შემდგომად II სტიქოლოგიისა - წმ. მეფისა:
„რომელმან წარმართენ ძლევანი საკჳრველნი საჭურველითა ცხოველსმყოფელისა ჯუარისათა და მოსრენ ბანაკნი ქრისტჱს მბრძოლთანი, ითხოვე ქრისტჱს მიერ, შეურყეველად დაცვაჲ ეკლესიათაჲ, და მოცემად ჯუარითა ძლევაჲ ერსა ჩუენსა, და სიმტკიცჱ მორწმუნეთა და ამაღლებაჲ რქისა მათისაჲ, მწვალებელთა მათ ზედა, მშჳდობაჲ სოფელსა და მგალობელთა შენთა დიდი წყალობაჲ”.
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა.
_ „სადიდებელი” მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
_ „გადიდებსა” წმ. მეფისა (ფსალმუნთა გამოკრებილ მუხლებთან ერთად).
_ შემდგომად „სადიდებელისა” წარდგომა - „რომელმან მზეებრ მოჰფინე წყალობაჲ ღმრთისაჲ ყოველთა მკჳდრთა ქუეყანისა შენისასა და განსწავლენ ქართველნი სიწმიდითა ცხორებად და სიმართლითა სლვად, ეგრეთვე გარდამეტებული სიტკბოებითა შენითა მოგუეც გულისჴმისყოფაჲ შეცოდებათა ჩუენთა, და გჳჴსენ მარადის საბრხეთაგან ეშმაკისაჲთა და მზაკუარებათაგან კაცთაჲსა, რომელნი ესე სარწმუნოებითა ვევედრებით სახელსა შენსა ღმრთივშუენიერსა და ყოვლად პატიოსანსა, და დაუდუმებელად გადიდებთ”.
„დიდება” „აწ და” დღესასწაულისა (იხ. წარდგომა შემდგომად II სტიქოლოგიისა).
_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).
_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა” (ჴმა IV).
მუჴლი: „ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისა”.
_ საცისკრო სახარება - ინ. 36 დას. X, 9-16.
_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“.
_ 50-ე ფსალმუნი.
„დიდება” - „მეოხებითა ღმრთივგჳრგჳნოსანისა მეფეთ-მეფისა თამარისითა...”
„აწ და” - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...”
- „მიწყალე მე ღმერთო...” (მცირე მიწყალე).
_ შემდგომად 50-ე ფსალმუნისა, გერი - „ჴსენებაჲ მეფეთ-მეფისა თამარისი აღმოგჳბრწყინდა ჩუენ დღეს, ვითარცა მირონი აღმონადენი, რამეთუ ქრისტჱ შეიყუარა და ერნი განამტკიცნა, შიშით მონებად ღმრთისა და ერთგულობით უფალთა თჳსთა, და აღამაღლნა ტაძარნი ქუეყანასა ზედა ჩუენთჳს ჯუარცმულისა, და მიიღო ცათა შინა გჳრგჳნი სასოებისა”.
_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...”
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - დღესასწაულისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი - წმ. მეფისა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია დღესასწაულისა: `აღდგომისა დღე არს...~.
_ „უმცირესი” - „უგალობდით უფალსა~.
გალობა I, „უგალობდითსა”
ძლისპირი: „ქუეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ჴმელსა, განვიდა და შრომათაგან ეგჳპტისათა განერა ერი ისრაელთაჲ, ღაღადებდა: მჴსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ”.
„ჰოი მეუფეო, ქრისტე ღმერთო სახიერო, რომელი ესე აწ მძლავრობს და მეუფებს ჩუენ შორის ცოდვაჲ, ვედრებითა კეთილმსახურისა მეფისა თამარისაჲთა მიჴსენ მისგან და განმაძლიერენ მე”.
„რომელი სიჩჩოჲთ შენით აღორძინდი საღმრთოჲთა წერილითა და მოირწყე მადლთა დაუწყვედელითა ნაკადულითა, სათნოებათა მწყობრნი ჯეროვანად წარჰმართენ და წყაროჲ მოწყალებისაჲ მხუმეველთა განუმრავლე კეთილმოღუაწებითა შენითა”.
„გულისჴმის-ყოფაჲ მიუწთომელი მოგეცა შენ სიყრმით შენითგან და ფრთოვან იქმენ ღმრთისა სიყუარულითა, რამეთუ ღმერთი შეიყუარე სრულიად, ყოვლითა ძალითა შენითა და მოყუასი, ვითარცა თავი თჳსი, დიდებულო მსახურო ღმრთისაო, ნეტარო თამარ”.
„წრფელ, მდაბალ, მშჳდ და მოწყალე, და სახიერ იყავ შენ, ნეტარო, შეცულ სიყუარულითა, და ბრძენ და გონიერ, და ყოვლითა კეთილითა განშუენებულ და შემკულ სათნოებითა”.
„დიდებაჲ” – „ვითარცა ხარ ჴელმწიფჱ უძლეველი და ღუაწლით შემოსილი, ყოვლად ქებული და თანა შემწე სარწმუნოებისა, ესრჱთ გუექმენ შემსხმელთა შენთა გოდოლ სიმტკიცისა და შეგვზღუდენ ჩუენ ოხითა შენითა”.
„აწ და” – „ბჭეო აღმოსავალისა საღმრთოჲსაო, განმიხვუენ მე კარნი სინანულისანი და ბჭეთაგან სიკუდილშემოსილისა ცოდვისათა, მიჴსენ შუამდგომელობითა შენითა, ღმრთისმშობელო”.
გალობა III, „განძლიერდასა”.
ძლისპირი: „განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და ქუეყანისაო წყალთა ზედა. დამამტკიცე მე, ქრისტე, ეკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არა ვინ არს წმიდაჲ შენებრ, კაცთმოყუარე”.
„დღესასწაულობს ერი შენი ჴსენებასა შენსა და ღაღადებს შენდა მომართ, წმიდაო თამარ: ჵ საღმრთოჲთა მადლითა განბრწყინვებულო, მეფეო კეთილ-სახიერო, მოგუხედენ, ზეცით გარდამო და გჳჴსენ სოფლისა ღელვათაგან დაუნ-თქმელად”.
„სიტყჳთა და საქმით ადიდე ღმერთი დიდებული და მცნებათა მისთა იწურთიდ ფრიად, დღისი და ღამით გონებითა წმიდითა, და ვითარცა სუეტი ნათლისაჲ, ბრწყინვალე ლოცვაჲ შენი აღიწეოდა ზეცას, სანატრელო მეფეო თამარ, გჳთხ-ოვე ქრისტჱს ღმრთისაგან დიდი წყალობაჲ”.
„სამკჳდრებელო სიწმიდისაო და ძირო ყოვლისა სათნოებისაო, ვითარ-იგი ლოცვაჲ შენი შეიწირვის წინაშე ღმრთისა, მას ევედრე, რაჲთა მოგუფინოს ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ და სიხარული ცათა შინა”.
„არა მაქუს მე სიტყუაჲ ღირსი სათნოებათა შენთა ბრწყინვალეთა შემკობად, წმიდაო თამარ., არამედ შემნდობელ მექმენ უღირსსა ამას და შეიწირე კნინი ესე და უძლური გალობაჲ და ნაცულად მომანიჭე მადლი და წყალობაჲ”.
„დიდებაჲ” – „შესავედრებელ გუექმენ ჩუენ, და ძალ-მწე, ზეშთა ბრწყინვალეო ჴელმწიფეო, რომელნი ესე სარწმუნოებითა და სიყუარულითა პატივს-ვსცემთ მარადის სახარულევანსა და ყოვლად სანატრელსა ჴსენებასა შენსა და დაუცხრომელად გადიდებთ”.
„აწ და” – „მოქალაქობისაგან წმიდისა განვვარდი, ყოვლადწმიდაო, და ვებაძუე პირუტყვთა და ყოვლითურთ დაშჯილ ვიქმენ, მშობელო მსაჯულისაო, ყოვლი-საგან დაშჯისა მიჴსენ და მაცხოვნე მე”.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა.
- წარდგომა წმ. მეფისა: „საცხებელი სიხარულისა სცხე დიდებულად და ყოვლადშუენიერად მოყუასსა შენსა, მჴსნელო, რომელმან ღმრთისმსახურებითა განაგო რაჲ მეფობაჲ თჳსი, ყოველი შჯული ცხორებისაჲ კეთილად დაიმარხა და ყოველი მცნებანი ღმრთისანი ჯეროვნად აღასრულა, ხოლო ლოცვითა და მარხვითა შეზღუდვილმან საცთური მოიძაგა და შუენიერებაჲ შეიყუარა, რამეთუ ზეცისა ღმრთისა მფარველნი ანგელოზნი უძღოდენ და ჰფარვიდენ მას ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა”.
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „ვითარცა შორის...“ (ჴმა VI).
გალობა IV, „მესმასა”.
ძლისპირი: „მესმა, უფალო, განგებაჲ საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთაჲ, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაჲ შენი”.
„აწ ადიდებს ჴსენებასა ღუაწლთა შენთასა კრებული მორწმუნეთა, და იქადის მეტეხი და ვარძია ლოცვათათჳს შენთა მჴურვალეთა, სასუფეველისა დიდებისა მხილველო მეფეო თამარ, ლოცჳთა შენითა ღირს-მყვენ ჩუენცა ხილვად დიდებისა მისისა”.
„ღმრთისა ბრწყინვალებათა ლამპარო მრავალმნათობო, მზემან სიმართლისამან განგანათლა შენ და მნათობად ცისკიდეთა გამოგაჩინა, აწ ბნელი ცოდვათა ჩუენთა განანათლე სიწმიდითა შენითა, გევედრებით”.
„ვითარცა ახოვანმან მოღუაწემან და მძლე-მძლავრმან, აღიჭურვე მკლავნიცა მოწყუედად წინააღმდგომთა ღმრთისათა და ერიცა შენი, დედისა ღმრთისა წილხდომილი და კურთხეული, უშიშად დაიცევ, ხოლო ქუეყანაჲ შენი განავრცენ და აღაყუავენ”.
„რომელმან აღაშენე მონასტერნი ესე დიდებულნი და წმიდანი ეკლესიანი შემწყნარებელად ნათესავისა შენისა, ღმრთივშუენიერად შეიწყნარე მადლთა ბრწყინვალებაჲ და წესი ღმრთივსულიერი ერსა შენსა დაუტევე, ნეტარო თამარ”.
„დიდება” – „ზეცისა ძალთა ბანაკსა შეერთე შენ, მეფეო ყოვლად ბრწყინვალეო, რამეთუ ღმერთსა ჰმსახურე კეთილად და განუსვენე საქმეთა მიერ საწადელთა, აწ კარნი წყალობისანი განგჳხუენ ოხითა შენითა, გევედრებით”.
„აწ და” – „ცისკროვან-ჰყავ სული ჩემი, დაბნელებული შეცოდებათა სიმრავლითა, რომელმან ჰშევ მზჱ სიმართლისაჲ, მარადის ქალწულო”.
გალობა V, „ღამითგანსა”.
ძლისპირი: „განგვანათლენ ჩუენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა მაღლითა მორწმუნეთა მშვიდობაჲ შენი ზეცით მომეც ჩუენ, კაცთ-მოყვარე”.
„შეიზღუდე შენ შიშითა ღმრთისაჲთა, სანატრელო, და სიწმიდითა აღასრულე რაჲ ცხორებაჲ შენი, უზეშთაეს ყოველთა მეფეთა და ბრძენთა კეთილად განაჩინე მეფობაჲ შენი და განადიდე სიმჴნჱ და ზეობაჲ შენი”.
„შენ შეგივრდებით მუჴლმოდრეკით, და გევედრებით ჴელაღპყრობით მლოცველნი, ყოვლად ტკბილო და საწადელო ჴელმწიფეო, პატიჟთა მათგან ჯოჯოხეთისათა გჳჴსენ ტკბილითა მით წყალობითა შენითა დაუცხრომელად შენდამი მვედრებელნი”.
„ჰმატდი შენ ყოველთა დედათა სიბრძნითა და გონიერებითა, სიმჴნისა ღუაწლისა მოღუაწებითა დიდებულო ჴელმწიფეო, რომლისათჳსცა განგადიდა შენ ქრისტემან მეუფემან და მოგანიჭა ლხინებაჲ საუკუნოჲ”.
„ითხოვე, წმიდაო სათნოო ღმრთისაო, ყოვლისა სოფლისათჳს მშჳდობით დაცვაჲ და ერსა ჩუენსა - ძლევაჲ და დამტკიცებაჲ მართმადიდებლობისაჲ ქრისტჱს ღმრთისაგან, და სულთა ჩუენთა უხუად დიდი წყალობაჲ”.
„დიდება” – „ჵ საჩინოო და საწადელო ჴელმწიფეო, გარდამეტებულითა სიტკბოებითა შენითა გჳჴსენ ყოვლისაგან იწროებისა და საუკუნოჲსაგან საშჯელისა წინაშე ხატსა შენსა მდგომარენი და ღირსებით პატივისმცემელნი ჴსენებისა შენისანი”.
„აწ და” – „მეოხ-გუეყავ, ძისა შენისა, ღმრთისმშობელო რაჲთა გარდამოგჳვ-ლინოს სიმრავლჱ მოწყალებათაჲ, ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ”.
გალობა VI, „ღაღადყავსა”.
ძლისპირი: „ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აუვარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონაჲსებრ ვღაღადებ: აღმომიყუანე მე, ღმერთო ჩემო, უფსკრულისაგან ცოდვისა”.
„ვითარცა ვარსკულავი ღმრთივბრწყინვალჱ გამოუჩნდი ღელვა-გვემულთა, სოფლისა ზღუასა შინა დანთქმულთა ექმენ მნათობ და ჯუარისა ძალსა მინდობილმან დაამდაბლენ ქედმაღლობაჲ უშჯულოთა მეფეთაჲ, ნეტარო თამარ”.
„შემოიკრიბე რაჲ კრებული წმიდათა მამათაჲ, ვითარცა მჴნემან მოღუაწემან, განჰმართენ ყოველნი წესნი უდებთაგან დაჴსნილნი და განადიდე სარწმუნოებაჲ ჭეშმარიტი და ღმრთივკურთხეული, ბრძენო ჴელმწიფეო”.
„ცოდვათაგან მომკუდარი და ვნებათაგან ღელვა-გვემული მაცხოვნე და მიმიძეღუ ნავთსაყუდელსა საღმრთოსა მცნებათასა, სიქადულო დედათაო, რამეთუ შენ ხარ მყუდრო ნავთსაყუდელი ღელვა-გვემულთა”.
„ნუ დაიჳწყებ ერსა შენსა, დედოფალო, და ღმრთივმისათუალველითა ლოცვითა შენითა ნუ მოიჴსენებ ძჳრსა ჩუენსა, არამედ დაშრიტე აღძრვაჲ უკეთურთაჲ და მწვალებელთა ენანი მოაუძლურენ, ხოლო მართლ-აღმსარებელთა აღამაღლენ გჳრგჳნი და მშჳდობაჲ მოჰმადლე ერსა ქრისტეანეთასა”.
„დიდება” „რომელი განანათლებ სულთა შიშითა და ლმობიერად მვედრებელთა სიწმიდისა შენისათა და საკრველისაგან იჴსნი შენითა ღმრთისა მიმართ სათნოჲთა ლოცვითა, შეიწირე ჩუენიცა უნდოჲ ესე გალობაჲ და გჳთხოვე ქრისტჱს ღმრთისაგან ცოდვათა ლხინებაჲ და წყალობაჲ, ნეტარო თამარ”.
„აწ და” „განჰკურნე უკურნებელი, უძლური, დაპყრობითა სიბოროტისაჲთა, მძვინვარედ მოწყლული გული ჩემი, ყრმააო, და შენმიერსა კურნებასა ღირს-მყავ და მაცხოვნე მე, მოსავი შენი მეოხებითა შენითა, ყოვლადწმიდაო”.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი წმ. მეფისა: „ზეციერი სიბრძნჱ და ცხორებაჲ მოიგე და ბრწყინავ, ვითარცა მზჱ, ხოლო შარავანდედთა მიერ საქმეთა შენთაჲთა განანათლებ ყოველთა, რომელნი სურვილით აქებენ პატიოსანთა ღუაწლთა შენთა, სამ-გზის სანატრელო, მეფეო თამარ, ჩუენ მოყუარეთა შენთა და სურჳლით პატივისმცემელთა, მოგუეც ზეცით ცხორებისა წარმართებაჲ, და შეცოდებათა ჴსნაი” (ხმა VIII).
- იკოსი წმ. მეფისა: „შეგემოსა, დიდებულო, მოწყალებაჲ, ვითარცა პორფირი, და კეთილი სიმშჳდჱ, ვითარცა ძოწეული, ხოლო გჳრგჳნად დაგედგა, სახელ-დიდო მეფეო ქართველთაო, მწყობრნი ყოველთა სათნოებათაჲ და გონებითა სრულითა ჰმონებდი უფალსა და ესრეთ შემკობილი შეხუედ სასუფეველსა და აკურთხევ ქრისტესა ღმერთსა უკუნისამდე” (ხმა VIII).
გალობა VII, „კურთხეულარსა”.
ძლისპირი: „ყრმანი ებრაელნი საჴუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე”.
„მცნებათა შენთა დაცვითა შჯულსა შენსა ერჩდა, მჴსნელო, ძლევამოსილი მეფჱ ქართველთაჲ, ამისთჳს უშჯულონი სპარაზენნი აღმოფხურნა და იტყოდა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე”.
„სიხარულისა მომფენელო სიბრძნისა საუნჯეო, კრებული ესე შენ მიერ განათლებული, დღესასწაულსა შენსა სიხარულითა შემოვკრბებით და დამბადებელსა ვადიდებთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე”.
„გამოშჩნდი, დიდებულო ქრისტჱს მსახურო, შუენიერებითა და გონიერებითა შენითა, და ღირსმყავ შესხმად ქებულებისა შენისა, რომელნი ესე ამბორს უყოფთ ხატსა შენსა ყოვლად პატიოსანსა და ქრისტესა დაუდუმებელად ვადიდებთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე”.
„გამოშჩნდი რაჲ მუშაკ სათნოებათა, კეთილად დამწყსე ერი შენი, საზეპურო ღმრთისაჲ და აღიღე მისგან საძაგელება უშჯულოებისაჲ, რომლისათჳსცა სამადლობელსა გალობასა აღუვლენთ ღმერთსა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე”.
„დიდება” – „ზეგარდამოჲთა მით მადლითა განათლებულმან, ბნელისა იგი უჩინო წყუდიადი განიოტე, და სირცხჳლეულ-ყვენ რაჲ ყოველნი მტერნი ღმრთისანი, წადიერად და სურვილით აღმოიტყოდი: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე”.
„აწ და” – „ნებითა ჩემითა შეცოდებული და დამონებული ჩვეულებისაგან უჯეროჲსა, მოწყალებისა მომართ შენისა მოვივლტი განწირული, მაცხოვნე, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო”.
გალობა VIII, „აკურთხევდითსა”.
ძლისპირი: „შჳდწილ აღაგზნა საჴუმილი, მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათჳს გულისწყრომითა, და რისხვითა, და ძალითა მაღლისაჲთა იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განუხრწნელად, და დამბადებელისა მიმართ და მჴსნელისა ღაღად-ყო: აკურთხევდით ყრმანი, და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე”.
„უფალსა ყოვლის-მპყრობელსა ევედრე, ყოვლად დიდებულო ჴელმწიფეო, ჩუენ უღირსთა მონათათჳს, რაჲთა შენთანა უგალობდეთ მეუფესა ტკბილსა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე”.
„მარხუაჲ და ლოცუაჲ დაუცადებელი მოიგე, მჴნეო ჴელმწიფეო, მღჳძარებაჲ და ზე-დგომაჲ უჴორცოთა მიმსგავსებული, და ესრეთ აღასრულე სრბაჲ შენი და წადიერად უღაღადე ღმერთსა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამარ-ლებდით მას უკუნისამდე”.
„არა ეც ძილი თუალთა შენთა, არცა ჰრული წამთა შენთა, არამედ ლოცვითა და შრომითა განსწმიდე რაჲ სული შენი, შეემსჭუალე სიყუარულსა ქრისტჱსა, და ღაღადებდი გალობასა ძლევისასა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე”.
„მეფევ სჳანო, მშჳდო, წყნარო და მდაბალო, მჴნეო, ქუელო, კეთილ-მძლეო, და არ შერყეულო, შენ გაქებს პირი და ენა, სული, გული და გონება, და შენთანა უგალობთ დამბადებელსა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე”.
„ვაკურთხევთ მამასა და ძესა და წმიდასა, სულსა უფალსა” – „დღეს ჴსენებასა წმიდასა და ერის-კრებასა დიდისა მეფისასა, იშუებს ერი მორწმუნე და ღმრთივგანბრძნობილთა, მოყუარეთა დღესასწაულისათა კრებული, რამეთუ სახარულევან არს ერისადა მწყემსი, მეოხი და ღმრთისა მიმართ მჴურვალედ მგალობელი: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე”.
„აწ და” – „თუალნი სულისა ჩემისანი გარდასლჳთა დაბრმობილნი, ღმრთისმშობელო, განანათლენ, გონებაჲ და გული მრავალხატითა აღშფოთებული დაამშჳდენ, გევედრები, მაცხოვნე მე მგალობელი: ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე”.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა” (VIII გალობისა): - „უპატიოსნესსა”.
გალობა IX, „ადიდებდითსა”.
ძლისპირი: „განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშოჲ შენი უმაღლჱს ცათა საყდართა გამოაჩინა. ამისთჳს, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ”.
„იხარებ შენ გუნდთა მათ თანა ანგელოზთასა, ყოვლად ნეტარო დედოფალო, რამეთუ სიმჴნით იღუაწე ჴორცითა, ვითარცა უჴორცომან და განანათლე შენდა რწმუნებული იგი ერი ქრისტჱს მოსახელჱ, წმიდაო თამარ”.
„სიყუარული და სურვილი მოწყალებათა მაღალი, ვითარცა პორფირი შეგემოსნეს შენ, ღმრთისმოყუარეო ცხებულო უფლისაო, რამეთუ წყალობითა ყოველთაჲთა მოიგე წყალობაჲ ღმრთისაჲ, ხოლო ცათა შინა მიიღე გჳრჳნი სასოებისაჲ”.
„პირად-პირადად შემკულ ხარ გჳრგჳნითა და შარავანდედითა, და კუერთხითა სამეუფოჲთა, და პორფირითა და ბისონითა, შუენიერო დიდებაო ჴელმწიფეთაო, და ჰსუფევ მეუფისა თანა ძალთასა, რამეთუ ღმერთსა მსახურე კეთილად და განუსვენე საქმეთა მიერ საწადელთა”.
„მიცვალებასა შენსა, სანატრელო, აკურთხე ყოველი და მხიარულებით ანგელოზთა კრებულმა შეიწყნარა სული შენი უბიწოჲ, რომელთა შორის იშუებ, სკიპტრის-მპყრობელთა შორის უსაჩინოესო დედოფალო, წმიდაო თამარ, და მეოხ ხარ სულ-თა ჩუენთათჳს”.
„დიდება” – „აწ მზისა ბრწყინვალებისა უბრწყინვალეს ელვარე ხარ, მადლითა სულისაჲთა მღჳძარეო ჴელმწიფეო, შარავანდედი ლოცჳსა შენისაჲ მოგუფინე და ზიარ-მყვენ ნათელსა შენსა”.
„აწ და” – „ყოველთა შემოქმედი და უფალი, მიდგომილმან შევ უკუე, ქალწულო, და აჰა, აწ მდგომარე ხარ მარჯუენით მამისა, ვითარცა დედოფალი, წმიდაო, ამისთჳსცა გევედრებით შენ, ნაწილისაგან მარცხენისა მიჴსენ მე დღესა შინა სასჯელისასა და მარჯვენითთა ცხოვართა თანა აღმრაცხე”.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ წმ. მეფისა: „დიდბუნებოვანო, ძლიერო და სუე-დოვლათიანო მეფეო ქართველთაო, ვერ წარგიპარა შენ სიმდიდრემან და დიდებამან, ვითარცა ძველ-ოდესმე მეფენი მრავალნი, არამედ პირველად ეძიებდი სასუფეველსა ღმრთისასა, და ესე ყოველი შეგეძინა შენ, ხოლო აწ აღრაცხულ ხარ ბრწყინვალებასა შინა წმიდათასა, და მოყუარეთა სიწმიდისა შენისათა მიანიჭებ კურნებასა და განათლებასა“.
„დიდება“„აწ და“ დღესასწაულისა: „გუერდთა ჩემთა...“ (ჴმა I).
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები 6 მუხლად:
- კვირაცხოვლობისა - 3 მუხლი.
- წმ. მეფსა - 3 მუხლი:
„მხიარულითა გულითა მოვრბიოდეთ, მორწმუნენო, ტაძარსა ღმრთისასა, ვიხილოთ და მოვიღოთ მადლი იგი დავითის ძირთაგან აღმ-ომორჩებულისა და აბრაჰამისებრითა სიუხჳთა განშუენებულისა თამარისი, ანუ დავბეროთ ნესტუსა გალობათასა, და განვსცხრებოდეთ და ვიშუებდეთ მოხარულნი ყოვლადწმიდასა შინა დღესასწაულსა წმიდისა მეფისა ჩუენისასა, და ვადიდებდეთ ჴსენებასა მისსა ყოვლად ბრწყინ-ვალესა და საჴელოვანსა”.
„ღმრთისა მიერ მოცემული მადლი, განმანათლებელი სულთა, მოიღე შენ ბწყინვალედ და ერი შენი განსწურთნენ სიტყჳთა და საქმითა საღმრთოჲთა, ეგრეთვე ჩუენცა ნუ დაგჳვიწყებ, დედოფალო, და მოგვანიჭე სიბრძნჱ კეთილისა და ბოროტების განრჩევისა და მოგვეც ძალი მოტევებისა, რაჲთა სიყუარულითა ღმრთისა და მოყუასისაჲთა ერთ ზრახვად შეკრულნი ვიდოდეთ მამულ-პაპურსა გზასა ზედა და მარადის გნატრიდეთ შენ, ჭეშმარიტად საქებელსა”.
„ვითარცა ლომი საცნაურ არს ბრჭყალთაგან თჳსთა, ეგრეთვე შენ, მეფეთა შორის საჩინოო და სანატრელო, საცნაურ იქმენ ღუაწლთაგან შენთა ურიცხუთა და საკჳრველთა, რომლისა ღირსად გამოთქუმაჲ ვერ ძალუძს ენასა კაცისასა, არამედ იხარებს და განსცხრების ივერთა ეკლესიაჲ ჴსენებითა შენითა, და იქადის და ღაღადებს ყინწვისი და ბეთანია მადლითა და დიდებითა შენითა, ხოლო ჩუენ მხილველნი ვარძიისა და ქუაბ-ქმნილთა კლდეთა, გუეშინის რაჲ დადუმებად, სარწმუნოებითა და სასოებით გიღაღადებთ, და ვითარცა ქუეყანისა ჩუენისა განმაშუენებელსა და ეკლესია-მონასტერთა აღმაშენებელსა, გა-ლობითა ქებისაჲთა დაუცხრომელად გადიდებთ”.
„დიდება” წმ. მეფისა - „გიხაროდენ, სწორუპოვარო დიდო ხელმწიფეო, რომელი შეიჭურვე საჭურველითა ჯუარისაჲთა, სასოებითა სარწმუნოებისაჲთა და სიყუარულითა სიმტკიცისაჲთა და დაჰლეწე ყოველი საჭურველი მძვინვარისა ბრძოლისაჲ; გიხაროდენ, დავითის ბრწყინვალეთა ძლევათა აღმადგინებელო და განმამტკიცებელო სახელისათჳს ქრისტჱსა; გიხარ-ოდენ, მართლმადიდებლობისა წყაროო დაუწყვედელო, რომელი დაათრობ კიდეთა ქუეყანისათა; გიხაროდენ, სიქადულო დედათაო, შჳლთა მორჩილებად მამა-დედათა, და მშობელთა - სულითა საღმრთოჲთა შჳლთა საყუარელთა მოწყალებად განმწვრთუნელო; გიხაროდენ, ქრისტეანეთა მეფეთა შარავანდედისა განმაბრწყინვებელო და სამეფოთა შენთა ერთ ზრახუად შემკვრელო, სამგზის სანატრელო წმიდაო თამარ, მოსავნი შენნი ვითხოვთ ღმრთისაგან მშჳდობასა და დიდსა წყალობასა”.
„აწ და“ დღესასწაულისა: „კართა რა ხშულთა...“ (ჴმა II).
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
- ტროპარი წმ. მეფისა: „წმიდათა შორის საკჳრველო, იბერიის მნათობო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რომელმან კლდეთა ზედა მაღალთა აღაშენენ საყდარნი სავედრებელად ღმრთისა, ლოცვითა შენითა განაძლიერე მჴედრობანი ქრისტეს მოყუარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მარჯუენითა შენითა დაამჴუენ სპანი აგარიანთანი; ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს” (ჴმა IV).
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „დაბეჭდულით საფლავით...“.
ჟამებზე:
_ ტროპარები: დღესასწაულისა და წმ. მეფისა.
_ კონდაკები: დღესასწაულისა და წმ. მეფისა (მონაცვლეობით).
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების” გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი” - 8 მუხლად:
- დღესასწაულის IV გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).
- მეფის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავის “დიდება” “აწ და” - თი.
შესვლად:
ტროპარები: - კვირაცხოვლობისა;
- ტაძრისა (ღმრთისმშობლის ან წმიდის);
- წმ. მეფისა.
კონდაკები: - ტაძრისა (ღმრთისმშობლის ან წმიდის);
“დიდება” - წმ. მეფისა;
“აწ და” - კვირაცხოვლობისა.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა და წმ. მეფისა.
სამოციქულისა სახარება - დღისა და წმ. მეფისა.
წარდგომა (ჴმა III): „დიდ არს უფალი ჩვენი, დიდ არს ძალი მისი და გულისხმისა მისისა არა არს რიცხვ“.
მუხლი: „აქებდით უფალსა, რამეთუ კეთილ არს გალობა, ღმერთსა ჩვენსა, ტკბილ-ეყავნ მას ქება“.
წარდგომა (ჴმა IV): „აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა, ვპოვე დავით მონაჲ ჩემი”.
ალილუია (ჴმა VIII): „მოვედით უგალობდეთ უფალსა, ვღაღადებდეთ ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩვენისა“.
მუხლი: „რამეთუ ღმერთი დიდ-არს ყოველსა ქვეყანასა ზედა“.
ალილუია (ჴმა I): „ძალითა შენითა იხარებდეს მეფე, და მაცხოვარებითა შენითა იშუებდეს ფრიად“.
განიცადე: „აქებდ იერუსალიმ უფალსა, უგალობდ ღმერთსა შენსა, სიონ“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
„ღირს არსი“ - ის ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: „ანგელოზი ღაღადებს...“ და IX გალობის ძლისპირი: „განათლდი განათლდი ახალო იერუსალიმ...“.