შენიშვნა: ჯვარის საკითხავები არ არის ასახული მსახურებაში. შესაბამისად არ არის მიზანშეწონილი მისი სამოციქულოსა და სახარების წაკითხვა. თუ მაინც წავიკითხავთ, არ მიგვაჩნია მართებულად ჯვრის საკითხავები სამოციქულოს წარდგომაში და „ალილუიას“ მუხლებშიც აისახოს.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - - - არ აღესრულება.
კვირის ციკლისა - - - - - - - - - - - - - - - - - - - ზატიკიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - - - - - - - - - ჟამნიდან.
საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი.
ტიპიკონი: მენელსაცხებლე დედათა კვირის „ღამისთევის“ მსახურება.
დიდი მწუხრის ჟამი:
_ მღვდელი - ასამაღ: „დიდება წმიდასა და თანაარსსა...“
_ გუნდი - ამინ. ,,ქრისტე აღდგა მკვდრეთით...“ - 3 გზის.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება.
_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება II ჴმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად:
- აღდგომისა - 3 მუხლი (ზატიკიდან) (ჴმა II).
- აღმოსავლური - 4 მუხლი (ზატიკიდან).
- მენელსაცხებლეთა - 3 მუხლი (ზატიკიდან).
„დიდება“ მენელსაცხებლეთა: „მენელსაცხებლენი დედანი...“ (ზატიკიდან).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა): „წარხდა სახე სჯულთა...“ (ჴმა II).
_ შესვლა საცეცხლურით.
_ წარდგომა დღისა.
_ „ლიტიასა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა.
„დიდება“ მისივე: „მოითხოვა იოსებ...“ (ჴმა VI).
„აწ და“ მისივე: „შემოქმედი და მხსნელი...“ (ჴმა VI) (ზატიკიდან).
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა 1 მუხლი და პასექის დასდებლები (თავის ჩასართავებით, იხ. თვით აღდგომის მსახურებაში).
„დიდება“ მენელსაცხებლეთა: „შენ ქრისტე რომელან“ (ჴმა V).
„აწ და“ პასექისა: „აღდგომისა დღე არს...“
შენიშვნა: ეს დასდებელი შეიცავს „ქრისტე აღდგას...“, ამიტომ მისი დასრულების შემდეგ ტროპარი „ქრისტე აღდგა...“ აღარ ითქმის (იხ. თვით აღდგომის მსახურებაში).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:
- ღმრთისმშობელო ქალწულო – 3-გზის.
დიდი ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება II ჴმაზე).
ტროპარი აღდგომისა: „რაჟამს შთახედ საფლავად...“ 2-გზის (ჴმა II).
„დიდება“: „შვენიერმან იოსებ ძელისაგან...“ (ჟამნიდან).
„აწ და“: „მენელსაცხებლეთა დედათა...“ (ჟამნიდან).
_ რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - ზატიკიდან.
„დიდება“ „აწ და“ - მისივე.
ჩასართავები:
- შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღდეგ, უფალო, ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ჴელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“.
- შემდგომად II სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაჲ შენი“.
_ „ნეტარარიანი“ მე-17 კანონი.
_ აღდგომის ტროპრები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ.
_ იპაკო და ანტიფონები (ზატიკიდან).
_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „განიღვიძე უფალო ღმერთო ჩემო ბრძანებითა მით, რომელ ამცენ და კრებული ერთა გარე მოგადგეს შენ“ (ჴმა II).
მუხლი: „უფალო ღმერთო ჩემო შენ გესავ, მაცხოვნე მე“.
_ საცისკრო სახარება: სახ. III. მკ. 71 დას. XVI, 9-20.
_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“ - იგალობება - 3 გზის.
_ 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ – „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...“
„აწ და“ – „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- „აღდგა რა იესო განთიად...“
_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - პასექისა (ღვთისმშობლის მუხლებით) - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის)
II კანონი - მენელსაცხებლეთა - 8 მუხლი (ძლისპირის გარეშე) (ზატიკიდან).
_ კატავასია პასექისა: „აღდგომისა დღე არს...“
_ „უმცირესი“ – „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
კონდაკი და იკოსი - დღესასწაულისა.
- წარდგომა დღესასწაულისა: „მირონი სურნელებისა...“
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „მოწაფეთა შენთა...“
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი - მენელსაცხებლეთა (ჴმა II).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“ არ იგალობება, არამედ ვგალობთ IX გალობის ძლისპირს.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი...“ - თავისი მუხლებით.
_ „განმანათლებელი“ პასექისა: „ხორცითა მიიძინე...“
„დიდება“ დღესასწაულისა: „დედანო ყურად-იღეთ...“
„აწ და“ იგივე.
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა - 8 მუხლად (ჴმა I).
„დიდება“ გერი სახარებისა: „მარიამის თანა...“ (ჴმა II) (ზატიკიდან).
„აწ და“ – „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“ (ჟამნიდან).
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
- ტროპარი ლუწი ხმისა.
I და VI ჟამებზე:
_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა II): „რაჟამს შთახედ საფლავად...“ და დღესასწაულისა: „შვენიერმან იოსებ ძელისაგან...“
_ კონდაკი: დღესასწაულისა.
III და IX ჟამებზე:
_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა II): „რაჟამს შთახედ საფლავად...“ და დღესასწაულისა: „მენელსაცხებლეთა დედათა...“
_ კონდაკი: დღესასწაულისა.
შენიშვნა: Богослужебные указания на 2024 год ჟამებზე ტროპარს: „მენელსაცხებლეთა დედათა...“ არ უთითებს. ამ საკითხზე განმარტებას იძლევა А. Кашкин-ი. იხ. ლიტურგიკა, II ნაწ, გვ. 585. ჩვენ დავეყრდენით მის მოსაზრებას. შესაბამისად შესვლად წასაკითხ ტროპრებშიც მივუთითეთ ზემოთაღნიშნული ტროპარი.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- მიმდინარე ხმისა - 4 მუხლი (ზატიკიდან).
- მენელსაცხებლეთა კანონის VI გალობიდან 4 მუხლი, „დიდება“ „აწ და“ - თი.
შესვლად:
ტროპარები: - აღდგომისა: „რაჟამს შთახედ საფლავად...“
- დღესასწაულისა: „შვენიერმან იოსებ ძელისაგან...“ და „მენელსაცხებლეთა დედათა...“
კონდაკები: „დიდება“ - დღესასწაულისა: „ნელსაცხებელის მიმღებელთა ...“
„აწ და“ - პასექისა: „დაღაცათუ ნებსით თვისით...“
წარდგომა და ალილუია – მენელსაცხებლე დედათა კვირისა და ჯვრისა.
სამოციქულო და სახარება – მენელსაცხებლე დედათა კვირისა და ჯვრისა.
განიცადე - პასექისა და კვირისა. და ჯვრისა.
წარდგომა (ჴმა VI): „აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი“ (მენელსაცხებლეთა დედათა კვირის).
მუხლი: „შენდამი უფალო ხმა ვჰყო, ღმერთო ჩემო ნუ დასდუმნები ჩემგან“.
წარდგომა: „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა და თაყვანის-ჰსცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს“ (ჴმა VII).
ალილუია (ჴმა VIII): „გთნდა უფალო ქვეყანა შენი, მოაქციე ტყვე იაკობისი“ (კვირისა).
მუხლი: „წყალობა და ჭეშმარიტება შეიმთხვივნეს, სიმართლემან და მშვიდობამან ამბორს უყვეს“.
ალილუია: „მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან“ (ჴმა I).
განიცადე: „ხორცი ქრისტესი მოვიღოთ...“
განიცადე: „აქებდით უფალსა ცათაგან...“
ნაცვლად „ღირს არს“-ისა, იგალობება ჩასართავი: „ანგელოზი ღაღადებს...“ და ძლისპირი: „განათლდი, განათლდი...“