საღამოს მსახურება: IX ჟამი _ დიდი მწუხრი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - - სადღესასწაულოდან.
კვირის ციკლის - - - ზატიკიდან.
სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი.
ტიპიკონი: ზატიკის II პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარები: აღდგომისა (ჴმა II) და „მენელსაცხებლეთა დედათა...“.
_ კონდაკები: დღესასწაულისა.
დიდი მწუხრი:
_ „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით“ 3 გზის - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იკითხება.
_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება II ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- დღესასწაულისა - 3 მუხლი (ჴმა II).
- ღირ. მამათა - 3 მუხლი (ჴმა VIII).
„დიდება“ ღირ. მამათა: „ხატება და მსგავსება...“ (ჴმა VI).
„აწ და“ დღესასწაულისა: „მენელსაცხებლენო დედანო...“ (ჴმა I).
_ შესვლა საცეცხლურით.
_ წარდგომა - დღისა.
_ საწინასწარმეტყველო - ღირ. მამათა - 3 (იხ. სადღესასწაულო. ძვ. სტ 9 მარტი).
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: ღირ. მამათა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“ ღირ. მამათა: „სიმრავლე მონაზონთა...“ (ჴმა VIII).
„აწ და“ დღესასწაულისა: „შიშით მოვიდეს საფლავსა...“ (ჴმა I).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად „მამაო ჩვენოსი“:
ტროპარი დღესასწაულისა: „შვენიერმან იოსებ...“ (ჴმა II).
„დიდება“ ღირ. მამათა: „ღმერთო მამათა ჩვენთაო...“ (ჴმა IV).
„აწ და“ დღესასწაულისა: „მენელსაცხებლეთა დედათა...“ (ჴმა II).
დიდი ცისკარი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება II ჴმაზე).
ტროპარი დღესასწაულისა: „შვენიერმან იოსებ...“ 1-გზის (ჴმა II).
ტროპარი აღდგომისა „რაჟამს შთახედ საფალვად...“ (ჴმა II).
„დიდება“ ღირ. მამათა: „ღმერთო მამათა ჩვენთაო...“ (ჴმა IV).
„აწ და“ დღესასწაულისა: „მენელსაცხებლეთა დედათა...“ (ჴმა II).
_ რიგითი კანონები: მე-4 და მე-5.
_ რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - ღირ. მამათა (2-გზის).
„დიდება“ „აწ და“- დღესასწაულისა.
_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
_ „გადიდებსა“ ღირსთა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).
_ წარდგომა შემდგომად „სადიდებელისა“: „ქვეყანასა ყოველი დაუტევე...“ 2-გზის.
„დიდება” „აწ და“ დღესასწაულისა: „ნელსაცხებელი მოაქუნდათ...“ (იხ. წარდგომა შემდგომად II სტიქოლოგიისა).
_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).
_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „პატიოსან არს წინაშე უფლისა, სიკუდილი წმიდათა მისთა“ (ჴმა IV).
მუხლი: „რაი მივაგო უფალსა ყოვლისავე-თვის, რომელ ესე მომაგო მე“.
_ საცისკრო სახარება: ლკ. 24 დას. VI, 17-23.
_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“ - იგალობება - 1 გზის.
_ 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მეოხებითა წმიდათა ღირსთა მამათა...“
„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- „ღირსნო მამანო ყოველსა...“ (სადღესასწაულოდან).
_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - დღესასწაულისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი - ღირ. მამათა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია დღესასწაულისა: „აღდგომისა დღე არს...“.
_ „უმცირესი” - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა (ჴმა VIII).
- წარდგომა ღირ. მამათა: „ქვეყანისა ყოველი...“ 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „მოწაფეთა შენთა...“ (ჴმა II).
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი ღირ. მამათა (ჴმა III).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ ღირ. მამათა: „ზეცისა სურვილ იყავ...“ 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „დედანო ყურად-იღეთ...“.
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- დღესასწაულისა - 3 მუხლი (იხ. ზატიკი, „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები).
- ღირ. მამათა - 3 მუხლი (ჴმა IV).
„დიდება“ ღირ. მამათა: „მამათა თვალნი...“ (ჴმა IV).
„აწ და“ დღესასწაულისა: „მოვიდეს საფლავად...“ (ხმა II) (იხ. ზატიკი, „აქებდითსა“ ზედა დასდებლების „აწ და“ -ს მუხლი).
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი დღესასწაულისა: „შვენიერმან იოსებ...“ (ჴმა II).
„დიდება“ ღირ. მამათა: „ღმერთო მამათა ჩვენთაო...“ (ჴმა IV).
„აწ და“ დღესასწაულისა: „მენელსაცხებლეთა დედათა...“ (ჴმა II).
I ჟამზე:
_ ტროპარები: „შვენიერმან იოსებ...“ და ღირ. მამათა.
_ კონდაკი: დღესასწაულისა.
III ჟამზე:
_ ტროპარები: „რაჟამს შთახედ...“ და ღირ. მამათა.
_ კონდაკი: ღირ. მამათა.
VI ჟამზე:
_ ტროპარები: „მენელსაცხებლეთა დედათა...“ და ღირ. მამათა.
_ კონდაკი: დღესასწაულისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- დღესასწაულის VII გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).
- ღირ. მამათა VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“ - თი.
შესვლად:
ტროპარები: - „შვენიერმან იოსებ...“
- „რაჟამს შთახედ საფლავად...“
- „მენელსაცხებლეთა დედათა...“
- ტაძრისა (წმიდისა ან ღმრთისმშობლისა).
- ღირ. მამათა.
კონდაკები: - ტაძრისა (წმიდისა).
„დიდება“ - ღირ. მამათა.
„აწ და“ - დღესასწაულისა.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა და ღირ. მამათა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და ღირ. მამათა.
წარდგომა (ჴმა VI): „აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვირდრებელი შენი“.
მუხლი: „შენდამი უფალო ხმა-ვყო, ღმერთო ჩემო ნუ დასდუმნები ჩემგან“.
წარდგომა (ჴმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმიდათა მისთა“
ალილუია (ჴმა VIII): „გთნა უფალო ქვეყანა შენი, მოაქციე ტყვე იაკობისი“.
მუხლი: „წყალობა და ჭეშმარიტება შეიმთხვივნეს, სიმართლემან და მშვიდობამან ამბორს-უყვეს“.
ალილუია (ჴმა I): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“.
განიცადე: „ხორცი ქრისტესი მოვიღოთ და უკვდავებისა წყაროსა გემო ვიხილოთ“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
„ღირს არსი“ - ის ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: „ანგელოზი ღაღადებს...“ და IX გალობის ძლისპირი: „განათლდი განათლდი ახალო იერუსალიმ...“.