საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან.
კვირის ციკლის - - - ზატიკიდან.
სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი.
ტიპიკონი: ზატიკის II პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „ღამისთევის” (V რანგი) მსახურება.
IX ჟამი:
_ ტროპარები: „შვენიერმან იოსებ...“ და მოციქულისა.
_ კონდაკი: მოციქულისა.
დიდი მწუხრი:
მღვდელი: ასამაღ. – „დიდება წმიდასა და თანაარსსა...“
გუნდი: ამინ. „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით...“ - 3-გზის.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება.
_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება VIII ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები - 8 მუხლად:
- დღესასწაულისა - 3 მუხლი (ჴმა VIII).
- წმ. ნიკოლოზისა - 5 მუხლი.
„დიდება“ წმ. ნიკოლოზისა: „მღვდელმთავართა სიკეთესა...“ (ჴმა VI)
„აწ და“ დღესასწაულისა: „მენელსაცხებლენი დედანი...“ (ჴმა II).
_ შესვლა საცეცხლურით.
_ წარდგომა - დღისა.
_ საწინასწარმეტყველო - 3 - წმიდისა (იხ. ძვ. სტილით 2 დეკემბერი).
_ „ლიტიასა“ ზედა დასდებლები: ტაძრისა და წმ. ნიკოლოზისა.
„დიდება“ მისივე: „კეთილ-მონაო სახიერო...“ (ჴმა VII).
„აწ და“ დღესასწაულისა: „შენ ქრისტე, რომელმან...“ (ჴმა V) (იხ. „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლების „აწ და“ ს მუხლი).
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“ წმ. ნიკოლოზისა: „კაცო ღმრთისაო...“ (ჴმა VI).
„აწ და“ დღესასწაულისა: „მოითხოვა იოსებ...“ (ჴმა VI).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:
- ტროპარი წმ. ნიკოლოზისა: „მოიწია დღე ბრწყინვალისა...“ (ჴმა IV) 2-გზის.
- „ღვთისმშობელო ქალწულო“ -1-გზის.
_ პურის კურთხევა.
დიდი ცისკარი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება II ჴმაზე).
ტროპარი დღესასწაულისა: „შვენიერმან იოსებ...“ 1გზის (ჴმა II).
ტროპარი აღდგომისა: „რაჟამს შთახედ საფალვად...“ (ჴმა II).
„დიდება“ წმ. ნიკოლოზისა: „მოიწია დღე ბრწყინვალისა...“ (ჴმა IV)
„აწ და“ დღესასწაულისა: „მენელსაცხებლეთა დედათა...“ (ჴმა II).
_ რიგითი კანონები: მე-10 და მე-11.
_ რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - წმ. ნიკოლოზისა.
„დიდება“ „აწ და“- დღესასწაულისა.
_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
_ „გადიდებსა“ მღვდელმთავრისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).
_ წარდგომა შემდგომად „სადიდებელისა“ წმ. ნიკოლოზისა: „ბრძენსა მღვდელთმთავარსა...“
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „საფლავად შენდა...“ (ჴმა II). (იხ. წარდგომა შემდგომად II სტიქოლოგიისა).
_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).
_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“.
მუხლი: „რაი მივაგო უფალსა, ყოველისავეთვის რომელი ესე მომაგო მე“
_ საცისკრო სახარება: ინ. 35 დას. (შუათგან), X, 1-9.
_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“ 1-გზის.
_ 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „ლოცვითა წმიდისა მღვდელმთავრისა...“
„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- „მემკვიდრეო ღმრთისაო...“
_ „აცხოვნე უფალო ერი შენი...“
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - დღესასწაულისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი - წმ. ნიკოლოზისა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია დღესასწაულისა: „აღდგომისა დღე არს...“.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი და იკოსი - დღესასწაულისა (ჴმა VIII).
- წარდგომა წმ. ნიკოლოზისა: „აღხედ სიმაღლესა...“.
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „მირონი სულნელებისა...“ (ჴმა II).
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი წმ. ნიკოლოზისა (ჴმა III).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ წმ. ნიკოლოზისა: „დიდსა და პირველსა...“ 2-გზის.
„დიდება“ „აწდა“ დღესასწაულისა: „დედანო ყურად-იღეთ...“.
_ „ყოველი სული...“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- დღესასწაულისა - 3 მუხლი (იხ. ზატიკი, „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები)
- წმ. ნიკოლოზისა - 3 მუხლი (ჴმა VIII).
„დიდება“ წმ. ნიკოლოზისა: „დავბეროთ ნესტვსა...“. (ჴმა VIII).
„აწ და“ დღესასწაულისა: „შიშით მოვიდეს საფლავსა...“ (ჴმა I) (იხ. „აქებდითა“ ზედა დასდებლების „აწ დას“ მუხლი)
_ „დიდებამაღალიანი“- იგალობება.
ტროპარი დღესასწაულისა: „შვენიერმან იოსებ...“ (ჴმა II).
„დიდება“ წმ. ნიკოლოზისა: „მოიწია დღე ბრწყინვალისა...“ (ჴმა IV).
„აწ და“ დღესასწაულისა: „მენელსაცხებლეთა დედათა...“ (ჴმა II).
I ჟამზე:
_ ტროპარები: „შვენიერმან იოსებ...“ და წმ. ნიკოლოზისა.
_ კონდაკი: დღესასწაულისა.
III ჟამზე:
_ ტროპარები: „რაჟამს შთახედ...“ და წმ. ნიკოლოზისა.
_ კონდაკი: წმ. ნიკოლოზისა.
VI ჟამზე:
_ ტროპარები: „მენელსაცხებლეთა დედათა...“ და წმ. ნიკოლოზისა.
_ კონდაკი: დღესასწაულისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- დღესასწაულის V გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).
- წმ. ნიკოლოზის III გალობის - 4 მუხლი თავისი „დიდება“ „აწდა“-თი.
შესვლად:
ტროპარები: - „შვენიერმან იოსებ...“
- „რაჟამს შთახედ საფლავად...“
- „მენელსაცხებლეთა დედათა...“
- ტაძრისა (წმიდისა ან ღმრთისმშობლისა).
- წმ. ნიკოლოზისა.
კონდაკები: - ტაძრისა (წმიდისა).
„დიდება“ - წმ. ნიკოლოზისა.
„აწ და“- დღესასწაულისა.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა და წმ. ნიკოლოზისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და წმ. ნიკოლოზისა.
წარდგომა (ჴმა VI): „აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვირდრებელი შენი“.
მუხლი: „შენდამი უფალო ხმა-ვყო, ღმერთო ჩემო ნუ დასდუმნები ჩემგან“.
წარდგომა (ჴმა VII): „იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას“.
ალილუია (ჴმა VIII): „გთნდა უფალო ქვეყანა შენი, მოაქციე ტყვე იაკობისი“.
მუხლი: „წყალობა და ჭეშმარიტება შეიმთხვივნეს, სიმართლემან და მშვიდობამან ამბორს-უყვეს“.
ალილუია (ჴმა I): „მღვდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდნენ“.
განიცადე: „ხორცი ქრისტესი მოვიღოთ და უკვდავებისა წყაროსა გემო ვიხილოთ“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
„ღირს არსი“ - ის ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: „ანგელოზი ღაღადებს...“ და IX გალობის ძლისპირი: „განათლდი განათლდი ახალო იერუსალიმ...“.