უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ დიდი მწუხრი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - - საზიარო თვენიდან (მოციქულისა).

კვირის ციკლის - - - ზატიკიდან.

სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი.

ტიპიკონი: ზატიკის II პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი (IV რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარები: „შვენიერმან იოსებ...“ და წმ. ნიკოლოზისა.

_ კონდაკი: წმ. ნიკოლოზისა.

 

დიდი მწუხრი:

_ „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით“ 3 გზის - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იკითხება.

_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება II ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 8 მუხლად:

- დღესასწაულისა - 3 მუხლი (ჴმა II).

- მოციქულისა - 5 მუხლი (ჴმა I).

„დიდება“ მოციქულისა: „მზისა უმცხინვარესად...“ (ჴმა VII).

„აწ და“ დღესასწაულისა: „მოვიდეს საფლავად...“ (ჴმა I).

_ შესვლა საცეცხლურით.

_ წარდგომა - დღისა.

_ საწინასწარმეტყველო - 3 მოციქულისა.

_ „სტიქარონსა ზედა დასდებლები: მოციქულისა (თავისი ჩასართავებით).

„დიდება“ მოციქულისა: „ვითარცა მზისთვალმან...“ (ჴმა VIII).

„აწ და“ დღესასწაულისა: „ნელსაცხებელი შეჰზავეს...“ (ჴმა II).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად „მამაო ჩვენოსი“:

ტროპარი დღესასწაულისა: „შვენიერმან იოსებ...“ (ჴმა II).

„დიდება“ მოციქულისა: „მოციქულო წმიდაო სვიმეონ...“ (ჴმა III).

„აწ და“ დღესასწაულისა: „მენელსაცხებლეთა დედათა...“ (ჴმა II).

 

დიდი ცისკარი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება II ჴმაზე).

ტროპარი დღესასწაულისა: „შვენიერმან იოსებ...“ 1-გზის (ჴმა II).

ტროპარი აღდგომისა „რაჟამს შთახედ საფალვად...“ (ჴმა II).

„დიდება“ მოციქულისა: „მოციქულო წმიდაო სვიმეონ...“ (ჴმა III).

„აწ და“ დღესასწაულისა: „მენელსაცხებლეთა დედათა...“ (ჴმა II).

_ რიგითი კანონები: მე-13 და მე-14.

_ რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - მოციქულისა (2-გზის).

„დიდება“ „აწ და“- დღესასწაულისა.

_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).

_ „გადიდებსა მოციქულისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).

_ წარდგომა შემდგომად „სადიდებელისა“ მოციქულისა 2-გზის.

„დიდება“ „აწდა“ დღესასწაულისა: „დედათა ნელსაცხებელი...“ (ჴმა II) (იხ. წარდგომა შემდგომად II სტიქოლოგიისა).

_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი“ (ხმა IV).

მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.

_ საცისკრო სახარება: ინ. 67 დას. XXI, 15-25.

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება“ - „ლოცვითა წმიდისა მოციქულისა...“

„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო..."

- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).

- „შენ, უფალო ძალთაო...“.

_ „აცხოვნე უფალო ერი შენი...“

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - დღესასწაულისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).

II კანონი - მოციქულისა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია დღესასწაულისა: „აღდგომისა დღე არს...“.

_ „უმცირესი” - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა (ჴმა VIII).

- წარდგომა მოციქულისა: „სიტყუათა წმიდათა...“ 2-გზის.

„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: “მოწაფეთა შენთა...” (ჴმა II).

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი და იკოსი მოციქულისა (ჴმა II).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „განმანათლებელიმოციქულისა: „შენ ვენახისა საღმრთოისა...“ 2-გზის.

„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „დედანო ყურად-იღეთ...“.

_ „ყოველი სული“ - იგალობება.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 6 მუხლად:

- დღესასწაულისა - 3 მუხლი (იხ. ზატიკი, „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები).

- მოციქულისა - 3 მუხლი (ჴმა IV).

„დიდება“ მოციქულისა: „სიყუარულითა ჯუარისათა...“ (ჴმა I).

„აწ და“ დღესასწაულისა: „მენელსაცხებლენი დედანი მოიწივნეს...“ (ჴმა II) (იხ. ზატიკი, „აქებდითსა“ ზედა დასდებლების „აწ და“ -ს მუხლი).

_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

ტროპარი დღესასწაულისა: „შვენიერმან იოსებ..“ (ჴმა II).

„დიდება“ მოციქულისა: „მოციქულო წმიდაო სვიმეონ...“ (ჴმა III).

„აწ და“ დღესასწაულისა: „მენელსაცხებლეთა დედათა...“ (ჴმა II).

 

I ჟამზე:

_ ტროპარები: „შვენიერმან იოსებ...“ და მოციქულისა.

_ კონდაკი: დღესასწაულისა.

 

III ჟამზე:

_ ტროპარები: „რაჟამს შთახედ...“ და მოციქულისა.

_ კონდაკი: მოციქულისა.

 

VI ჟამზე:

_ ტროპარები: „მენელსაცხებლეთა დედათა...“ და მოციქულისა.

_ კონდაკი: დღესასწაულისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:

- დღესასწაულის VII გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).

- მოციქულის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“ - თი.

შესვლად:

ტროპარები: - „შვენიერმან იოსებ...“

- „რაჟამს შთახედ საფლავად...“

- „მენელსაცხებლეთა დედათა...“

- ტაძრისა (წმიდისა ან ღმრთისმშობლისა).

- მოციქულისა.

კონდაკები: - ტაძრისა (წმიდისა).

„დიდება“ - მოციქულისა.

„აწ და“- დღესასწაულისა.

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა და მოციქულისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და მოციქულისა.

წარდგომა (ჴმა VI): „აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვირდრებელი შენი“.

მუხლი: „შენდამი უფალო ხმა-ვყო, ღმერთო ჩემო ნუ დასდუმნები ჩემგან“.

წარდგომა (ჴმა VII): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.

ალილუია (ჴმა VIII): „გთნდა უფალო ქვეყანა შენი, მოაქციე ტყვე იაკობისი“.

მუხლი: „წყალობა და ჭეშმარიტება შეიმთხვივნეს, სიმართლემან და მშვიდობამან ამბორს-უყვეს“.

ალილუია (ჴმა I): „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა უფალო“.

განიცადე: „ხორცი ქრისტესი მოვიღოთ და უკვდავებისა წყაროსა გემო ვიხილოთ“.

განიცადე: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.

„ღირს არსი - ის ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: „ანგელოზი ღაღადებს... და IX გალობის ძლისპირი: „განათლდი განათლდი ახალო იერუსალიმ...“.