საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - საზიარო თვენიდან (მოციქულთა).
კვირის ციკლის - - - - ზატიკიდან.
სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის I პერიოდი.
ტიპიკონი: ზატიკის II პერიოდში, ერგასის განზოგების წარგზავნა შეერთებული „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურებასთან.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარები: განზოგებისა და მოწამისა.
_ კონდაკი: მოწამისა.
მწუხრის ჟამი:
_ „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით“ 3-გზის - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 - ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - არ იკითხება.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ჴმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები 6 მუხლად:
- განზოგებისა - 3 მუხლი (ჴმა IV).
- მოციქულთა - 3 მუხლი.
„დიდება“ მათივე: „ცად მეტყველად წოდებულ...“ (ჴმა IV).
„აწდა“ განზოგებისა: „განზოგებასა დღესასწაულისასა...“ (ჴმა VI).
_ შესვლა საცეცხლურით – არ ღესრულება.
_ წარდგომა - დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: განზოგებისა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“ მოციქულთა: „დიდებისაგან და დიდად...“ (ჴმა I).
„აწ და“ განზოგებისა: „განზოგებასა დღესასწაულისასა...“ (ჴმა VIII).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:
ტროპარი მოციქულთა: „მოციქულნო წმიდანო...“ (ჴმა III).
„დიდება“ „აწ და“
ტროპარი განზოგებისა: „განზოგებასა დღესასწაულისასა...“ (ჴმა VIII).
ცისკარი ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება VIII ჴმაზე).
ტროპარი განზოგებისა: „განზოგებასა დღესასწაულისასა...“ (ჴმა VIII) 2-გზის.
„დიდება“ მოციქულთა: „მოციქულნო წმიდანო...“ (ჴმა III).
„აწ და“ განზოგებისა: „განზოგებასა დღესასწაულისასა...“ (ჴმა VIII).
_ რიგითი კანონები: მე-10 და მე-11.
_ რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - მოციქულთა.
„დიდება“ „აწ და“ - განზოგებისა.
_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“ 1-გზის (იკითხება).
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - განზოგებისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი - მოციქულთა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
III კანონი - განზოგებისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: „აღაღე პირი ჩემი...“.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი მოციქულთა (საზიარო).
- წარდგომა მოციქულთა: „უფსკრულსა სიბძნისასა...“
„დიდება“ „აწ და“ განზოგებისა: „განზოგებასა დღესასწაულისასა...“ (ჴმა VIII).
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი: განზოგებისა (ჴმა IV).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“ არ იგალობება, არამედ იგალობება დღესასწაულის IX გალობის ძლისპირი.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ განზოგებისა: „წყარო ცხოვრებისაო...“.
„დიდება“ მოციქულთა: „ნათლისა სამკვიდრებელთა...“.
„აწ და“ განზოგებისა: „წყარო ცხოვრებისაო...“.
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები 6 მუხლად:
- განზოგებისა - 3 მუხლი (ჴმა IV).
- მოციქულთა - 3 მუხლი (ჴმა VIII).
„დიდება“ მოციქულთა: „ეჰა დიდებით შუენიერნო...“ (ჴმა II).
„აწ და“ განზოგებისა: „განვწმნდეთ ძმანო...“ (ჴმა IV).
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი მოციქულთა: „მოციქულნო წმიდანო...“ (ჴმა III).
„დიდება“ „აწ და“
ტროპარი განზოგებისა: „განზოგებასა დღესასწაულისასა...“ (ჴმა VIII).
ჟამებზე:
_ ტროპარები: განზოგებისა და მოციქულთა.
_ კონდაკები: განზოგებისა და მოციქულთა (მონაცვლეობით).
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- განზოგებისა III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).
- მოციქულთა VI გალობიდან - 4 მუხლი, თავის „დიდება“ „აწ და“ - თი.
შესვლად:
ტროპარები: - განზოგებისა.
- მოციქულთა.
კონდაკები: - „დიდება“ - მოციქულთა.
- „აწ და“ - განზოგებისა.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - განზოგებისა და ღირსთა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და ღირსთა.
წარდგომა (ჴმა III): „დიდ არს უფალი ჩუენი, დიდ არს ძალი მისი, და გულისჴმისა მისისაჲ არა არს რიცხვი“;
მუხლი: „აქებდით უფალსა, რამეთუ კეთილ არს გალობაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ, ტკბილ ეყავნ მას ქებაჲ;
წარდგომა (ჴმა VIII): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი“.
ალილუია (ჴმა VIII): „მოიჴსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან“.
მუხლი: „ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩუენმან წინა-საუკუნეთამან, შექმნა ცხორებაჲ შორის ქუეყანისა“.
ალილუია (ჴმა II): „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა, უფალო, და ჭეშმარიტებასა შენსა ეკლესიასა შინა წმიდათასა“.
განიცადე: „რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა ჰგიეს და მე მის თანა თქუა უფალმან“;
განიცადე: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი“.
„ღირს არსი“ - ის ნაცვლად იგალობება ძლისპირი: „შობაჲ შენი უხრწნელ არს...“.