საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - - სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (მოწამეთა).
კვირის ციკლისა - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: დღესასწაულის შემდგომ პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამზე:
_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა IV) და მართალთა.
_ კონდაკი: აღდგომისა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ“ - იკითხება.
_ „აკურთხევ სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - არ აღესრულება.
_ „უფალო, ღაღად-ვყავ“ (იგალობება VIII ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- დღესასწაულისა - 3 მუხლი (ხმა VIII).
- მოწამეთა - 3 მუხლი (ხმა IV).
„დიდება“, „აწ და“ დღესასწაულისა: „ვინაი არს ოხრაი ესე...“ (ხმა II).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ წარდგომა - დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“, „აწ და“ დღესასწაულისა: „წინაისწარ მოსწავებული...“ (ხმა II).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო“:
ტროპარი მოწამეთა: „კეთილად იღუაწეს წმიდათა...“ (ხმა VIII).
„დიდება“, „აწ და“ დღესასწაულისა: „შობამან შენმან...“ (ხმა IV).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ხმაზე).
ტროპარი დღესასწაულისა: „შობამან შენმან...“ 2-გზის (ხმა IV).
„დიდება“ მოწამეთა: „კეთილად იღუაწეს წმიდათა...“ (ხმა VIII).
„აწ და“ დღესასწაულისა: „შობამან შენმან...“ (ხმა IV).
_ რიგითი კანონები: მე-4 და მე-5.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - დღესასწაულისა.
„დიდება“, „აწ და“ - იგივე.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - დღესასაწულისა - 8 მუხლი (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი - მოწამეთა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ მოწამეთა კანონის ძლისპირი.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა...“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი მოწამეთა: „სამებისა წმიდისათვის მხნედ მოღუაწეთა...“ (ხმა IV).
- წარდგომა მოწამეთა: „მხნეთა მხედართა და ახოვანთა მოღუაწეთა...“ (ხმა VIII).
„დიდება“, „აწ და“ დღესასწაულისა: „ძირისაგან იესეისისა...“ (ხმა IV).
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი - დღესასწაულისა (ხმა IV).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ მოწამეთა: „ღმრთისმსახურებისა სუეტთა...“.
„დიდება“, „აწ და“ დღესასწაულისა: ,,სადაით იგი გამობრწყინდა მზე...“.
_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე).
„დიდება“ „აწ და“ - „შენდა დიდება შუენის, ქრისტე ღმერთო ჩუენო...“.
_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.
_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები - დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“, „აწ და“ დღესასწაულისა: „მსოფლიოი სიხარული მართალთაგან...“.
_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ 1-გზის.
ტროპარი მოწამეთა: „კეთილად იღუაწეს წმიდათა...“ (ხმა VIII).
„დიდება“, „აწ და“ დღესასწაულისა: „შობამან შენმან...“ (ხმა IV).
ჟამებზე:
_ ტროპარები: დღესასწაულისა და მოწამეთა.
_ კონდაკი: დღესასწაულისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- დღესასწაულის IV და V გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი „დიდება“, „აწ და“-თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- დღესასწაულისა;
- მოწამეთა.
კონდაკები: - ტაძრისა;
„დიდება“ - მოწამეთა;
„აწ და“ - დღესასწაულისა.
ბ) თუ ტაძარი ღვთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - დღესასწაულისა;
- მოწამეთა.
კონდაკები: „დიდება“ - მოწამეთა;
„აწ და“ - დღესასწაულისა.
გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპრები: - დღესასწაულისა;
- ტაძრისა;
- მოწამეთა.
კონდაკები: - ტაძრისა;
„დიდება“ - მოწამეთა;
„აწ და“ - დღესასწაულისა.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა და მოწამეთა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და მოწამეთა.
წარდგომა (ხმა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ - მაცხოვრისა ჩემისა“.
მუხლი: „რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა, რამეთუ, აჰა-ესერა, ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი“.
წარდგომა (ხმა IV): „წმიდათაი, რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკვირველ ყო უფალმან ყოველივე ნებაი მისი მათ შორის“.
ალილუია (ხმა VIII): „ისმინე ასულო და იხილე, და მოყავ ყური შენი“.
მუხლი: „პირსა შენსა ლიტანიობდნენ მდიდარნი ერისანი“.
ალილუია (ხმა IV): „ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნნა იგინი“.
განიცადე: „სასუმელი ცხორებისაი მოვიღოთ, და სახელსა უფლისასა ვხადოთ“.
განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და აუვარებდით სახსენებელსა სიწმიდისა მისისასა“.
„ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: „ადიდებს სული ჩემი ბერწთაგან შობილსა...“ და IX გალობის ძლისპირი: „განკვირდეს ზესკნელსა ცანი...“.