საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - სადღესასწაულოდან.
კვირის ციკლისა - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულის წარგზავნა.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარი და კონდაკი: მოწამეთა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ“ - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-9.
_ „უფალო, ღაღად-ვყავ“ (იგალობება VI ხმაზე).
_ „უფალო, ღაღად-ვყავ“-სა ზედა დასდებლები: დღესასწაულისა - 6 მუხლი (ხმა VI).
„დიდება“, „აწდა“ მისივე: „დღეს მჯდომარემან საყდართა ზედა...“ (ხმა VI).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ წარდგომა - დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებელნი: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“, „აწ და“ მისივე: „მოვედით ყოველნი მორწმუნენი მოსწრაფედ...“ (ხმა VIII).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო“:
- ტროპარი დღესასწაულისა: „შობამან შენმან...“ (ხმა IV).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).
ტროპარი დღესასწაულისა: „შობამან შენმან...“ - 2-გზის (ხმა IV).
„დიდება“, „აწ და“ - დღესასწაულისა: „შობამან შენმან...“ (ხმა IV).
_ რიგითი კანონები: მე-10 და მე-11.
_ რიგითი კანონები შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა: დღესასწაულისა.
„დიდება“, „აწ და“ - იგივე.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - დღესასწაულისა - 8 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი - დღესასწაულისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).
_ კატავასია: „ჯუარი დასახა მოსე...“.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა...“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა დღესასწაულისა: „ქალწული მარიამ, ჭეშმარიტად ღმრთისმშობელი...“ (ხმა IV).
„დიდება“, „აწ და“ - იგივე.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი - დღესასწაულისა.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“ არ იგალობება, არამედ IX ოდას (გალობას) ვგალობთ სადღესასწაულო მისამღერებით“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ დღესასწაულისა: „უნაყოფოისაგან და მოხუცებულისა ანნაისა...“.
„დიდება“, „აწ და“ - იგივე.
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა 4 მუხლი (ხმა I).
„დიდება“, „აწ და“ - მისივე: „ესე არს დღეი უფლისაი...“ (ხმა VI).
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
- ტროპარი დღესასწაულისა: „შობამან შენმან...“ (ხმა IV).
ჟამებზე:
_ ტროპარი და კონდაკი: დღესასწაულისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები”.
_ III აღსავალზე („ნეტარებების” გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი” - 8 მუხლად:
- დღესასწაულის IX გალობის ორივე კანონიდან 8 მუხლი, თავისი „დიდება“, „აწ და“-თი.
შესვლად:
- ტროპარი დღესასწაულისა.
„დიდება“, „აწ და“,
- კონდაკი დღესასწაულისა.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა, ხუთშაბათისა და დღესასწაულისა.
წარდგომა (ხმა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ _ მაცხოვრისა ჩემისა“.
მუხლი: „რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა, რამეთუ, აჰა-ესერა, ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი“.
ალილუია (ხმა VIII): „ისმინე ასულო და იხილე, და მოყავ ყური შენი“.
მუხლი: „პირსა შენსა ლიტანიობდნენ მდიდარნი ერისანი“.
განიცადე: „სასუმელი ცხორებისაი მოვიღოთ, და სახელსა უფლისასა ვხადოთ“.
„ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: „ადიდებს სული ჩემი ბერწთაგან შობილსა...“ და IX გალობის ძლისპირი: „განკვირდეს ზესკნელსა ცანი...“.