საღამოს მსახურება: IX ჟამი _ დიდი მწუხრი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - სადღესასწაულოდან.
კვირის ციკლისა - - - არ აღესრულება.
სადღეღემისო ციკლის - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: დღესასწაულის წინა პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამნები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარი და კონდაკი: დღესასწაულისა.
დიდი მწუხრი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება.
_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება VI ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებელნი 8 მუხლად:
- განახლებისა - 3 მუხლი (ხმა VI).
- წმ. ქეთევანისა - 5 მუხლი (ხმა II).
„დიდება“ წმიდისა: „განცხადნების უაღრეს...“ (ხმა VI).
„აწ და“ განახლებისა: „სახსენებელსა ენკენიათასა...“ (ხმა VI).
_ შესვლა საცეცხლურით.
_ წარდგომა - დღისა.
_ საწინასწარმეტყველო - 6 (3 - განახლებისა და 3 - წმ. ქეთევანისა).
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: წინადღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“ განახლებისა: „დღეს სატფურებასა...“ (ხმა II).
„აწ და“ წინადღესასწაულისა: „საღმრთომან საუნჯემან...“ (ხმა II).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
- ტროპარი წმ. ქეთევანისა: „მოწყლულმან სურვილითა...“ (ხმა IV).
„დიდება“ განახლებისა: „ვითარცა ზენასა...“ (ხმა IV).
„აწ და“ წინადღესასწაულისა: „ცხოველსმყოფელსა ჯვარსა...“ (ხმა IV).
დიდი ცისკარი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ხმაზე).
ტროპარი წმ. ქეთევანისა: „მოწყლულმან სურვილითა...“ 2-გზის (ხმა IV).
„დიდება“ განახლებისა: „ვითარცა ზენასა...“ (ხმა IV).
„აწ და“ წინადღესასწაულისა: „ცხოველსმყოფელსა ჯვარსა...“ (ხმა IV).
_ რიგითი კანონები: მე-13 და მე-14.
_ რიგითი კანონები შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - განახლებისა.
„დიდება“ „აწ და“ წინადღესასწაულისა.
_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
_ „გადიდებსა“ მოწამისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).
_ „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“: „სიჩჩოთგანვე განმსდიდრდი...“ (ხმა IV).
„დიდება“ მისივე: „აქათა ნაგევად მრაცხმან...“ (ხმა VI).
„აწ და“ მისივე: „ვითარცა ტაბლასა...“ (ხმა VI).
_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).
_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“ (ხმა VII).
მუხლი: „რაი მივაგო უფალსა ყოველისათვის რომელი ესე მომაგო მე“.
_ საცისკრო სახარება: მთ. 62 დას. XV, 21-28.
_ 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მეოხებითა წმიდისა ქეთევანისათა...“
„აწ და“- „მეოხებითა ღმრთისმშობელისათა...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- „დაშრიტენ მოწამეო ცეცხლითა...“
_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - განახლებისა - 6 მუხლი (ძლისპირი 1-გზის).
II კანონი - წინადღესასწაულისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
III კანონი - წმ. ქეთევანისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: „ჯვარი დასახა მოსე...“
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი და იკოსი განახლებისა.
- წარდგომა განახლებისა: „კარავი ქრისტემან...“ (ხმა VIII).
„დიდება“ წმ. ქეთევანისა: „იქმენ შენ ვითარცა...“ (ხმა V).
„აწ და“ წინადღესასწაულისა: „განიპყრნა რა...“ (ხმა IV).
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი წმ. ქეთევანისა (ხმა III).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ განახლებისა: „რომელმანცა პატიოსნითა...“
„დიდება“ წმ. ქეთევანისა: „აზარიელთა სახმილითა...“
„აწ და“ წინადღესასწაულისა: „ნათლისა მომცემელად...“
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- განახლებისა - 3 მუხლი.
- წმ. ქეთევანისა - 3 მუხლი.
„დიდება“ წმ. ქეთევანისა: „ალი საღმრთოსა...“ (ხმა IV).
„აწ და“ წინადღესასწაულისა: „ძელი სიმაღლედ...“ (ხმა IV).
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი განახლებისა: „ვითარცა ზენასა სამყაროსა...“ (ხმა IV).
„დიდება“ წმ. ქეთევანისა: „მოწყლულმან სურვილითა...“ (ხმა IV).
„აწ და“ წინადღესასწაულისა: „ცხოველს მყოფელსა ჯვარსა..“ (ხმა IV).
I ჟამი:
_ ტროპარები: განახლებისა და დიდმოწამისა.
_ კონდაკი: განახლებისა.
III ჟამი:
_ ტროპარები: წინადღესასწაულისა და დიდმოწამისა.
_ კონდაკი: დიდმოწამისა.
VI ჟამი:
_ ტროპარები: განახლებისა და წინადღესასწაულისა.
_ კონდაკი: განახლებისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- განახლების კანონის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).
- წმიდის კანონის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავის „დიდება“ „აწ და“ - თი.
შესვლად:
ტროპრები: - განახელბისა;
- წინადღესასწაულისა;
- დიდმოწამისა;
კონდაკები: „დიდება“ - დიდმოწამისა;
„აწ და“ - განახლებისა;
წარდგომა, ალილუია და განიცადე - წმ. ქეთევანისა და განახლებისა.
სამოციქულო და სახარება - წმ. ქეთევანისა და განახლებისა.
წარდგომა (ხმა IV): „საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა ღმერთი ისრაილისა“.
მუხლი: „ეკლესიასა შინა აკურთხევდით ღმერთსა და უფალსა წყაროთაგან ისრაილისათა“.
წარდგომა (ხმა IV): „სახლსა შენსა შვენის სიწმიდე უფალო, სიგრძესა შინა დღეთასა“.
ალილუია (ხმა I): „თმენით დაუთმე უფალსა და მომხედნა მე და ისმინა ლოცვისა ჩემისა“
ალილუია (ხმა II): „საფუძველნი მისნი მთათა შენა წმიდათასა“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
განიცადე: „უფალო შევიყვარე შვენიერება სახლისა შენისა და ადგილი საყოფელი დიდებისა შენისა“.