უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.

ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - სადღესასწაულოდან.

კვირის ციკლისა - - - არ აღესრულება.

სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: ათთორმეტთაგანი საუფლო დღესასწაული - მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა.

ჯვართამაღლება.

შენიშვნა: მსახურების დაწყების წინ, დღესასწაულის ტროპარისა და კონდაკის გალობით, ჯვარს სამკვეთლოდან ტრაპეზზე გადაასვენებენ. დიდებამაღალიანის გალობის შემდეგ, ჯვარს გამოასვენებენ საკურთხევლიდან შუა ტაძარში და დაასვენებენ ანალოღიაზე. ჯვარს საკურთხეველში შეასვენებენ დღესასწაულის წარგზავნის დღეს, ლიტურგიის ჩამოლოცვის შემდგომ.

 

დიდი მწუხრი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ 3-გზის იგალობება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა (103 ფსალმუნი) - იგალობება.

_ ნეტარ არს კაცი - არ აღესრულება.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ (იგალობება VI მაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ -სა ზედა დასდებლები 8 მუხლად:

დღესასწაულისა - 8 მუხლად (მა VI).

დიდება აწ და მისივე: მოვედით დღეს... (მა II).

_ შესვლა საცეცხლურით.

_ წარდგომა - დღისა.

_ საწინასწარმეტყველო - 3 ჯვრისა.

_ ლიტიასა ზედა დასდებლები - დღესასწაულისა (მა I).

დიდება აწ და მისივე: პატიოსნისა ჯვრისა... (მა IV).

_ სტიქარონსა ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით) (მა V).

დიდება აწ და მისივე: რომელიცა ძველად... (მა VIII).

_ „აწ განუტევე.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო:

- ტროპარი დღესასწაულისა: „აცხოვნე უფალო ერი შენი... (მა I) - 3-გზის.

_ პურის კურთხევა.

 

დიდი ცისკარი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება I მაზე).

- ტროპარი დღესასწაულისა: „აცხოვნე უფალო ერი შენი... (მა I) 2-გზის.

„დიდება„აწ და იგივე.

_ რიგითი კანონები: მე-19 და მე-20.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - დღესასწაულისა.

„დიდება აწ და - მისივე.

_ სადიდებელი მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).

_ „გადიდებსა დღესასწაულისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).

_ წარდგომა შემდგომად სადიდებელისა: ხისა გემოსხილვითა... (მა VIII).

„დიდება აწ და იგივე.

_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): იხილეს ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა მაცხოვარება ღმრთისა ჩვენისა (მა IV).

მუხლი: უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, რამეთუ საკვირველი ქმნა უფალმან.

_ საცისკრო სახარება: ინ. 42 დას. (შუათგან) XII, 28-36.

_ აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ... - იგალობება.

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება - „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...

„აწ და - „მეოხებითა ღმრთისმშობელისათა...

- „მიწყალე მე ღმერთო... (მცირე მიწყალე).

წარდგომა შემდგომად 50-ე ფსალმუნისა: ჯვარო ქრისტესო ქრისტიანეთა...

_ აცხოვნე ღმერთო ერი შენი....

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

კანონი - დღესასწაულისა - 14 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).

მე-9 გალობაზე ორი კანონი გვაქვს:

I კანონი - დღესასწაულისა - 8 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).

II კანონი - დღესასწაულისა - 8 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).

_ კატავასია: ჯვარი დასახა მოსე....

_ „უმცირესი - „უგალობდით უფალსა.

_ შემდგომად „განძლიერდასა (III გალობისა):

- წარდგომა დღესასწაულისა: „შენ სამ-გზის სანატრელო... (მა IV).

დიდება“ „აწ და იგივე.

_ შემდგომად „ღაღადყავსა (VI გალობისა):

- კონდაკი და იკოსი - დღესასწაულისა (მა IV).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა არ იგალობება, IX ოდას (გალობას) ვგალობთ სადღესასწაულო მისამღერებით“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა (IX გალობისა) კატავასია ორი: საიდუმლო სამოთხე ხარ... და სიკუდილი, რომელი ხისაგან... თავისივე ჩასართავებით.

_ „განმანათლებელი დღესასწაულისა: ჯვარო მფარველო... 2-გზის.

„დიდება“ „აწ და მისივე: დღეს ამაღლდები....

_ ყოველი სული - იგალობება.

_ „აქებდითსა ზედა დასდებლები - დღესასწაულისა - 4 მუხლი (I მუხლი ორგზის) (მა VIII).

დიდება“ „აწ და მისივე: დღეს შემოვალს... (მა VI).

_ „დიდებამაღალიანი - იგალობება.

შენიშვნა: დიდება მაღალიანის გალობისას, ბოლო წმიდაო ღმერთოზე ხდება ჯვრის გამოსვენება შუა ტაძარში. მღვდელი აიღებს წმიდა ტრაპეზზე დასვენებულ ჯვარს და ჩრდილოეთის კარით გამოდის ამბიონზე, ღია აღსავლის კარში, მხედველი აღმოსავლეთისაკენ აღამაღლებს ჯვარს და ხმამაღლა იტყვის: სიბრძნით აღემართენით, რის შემდეგაც დაასვენებს ჯვარს შუა ტაძარში ანალოღიაზე. გუნდი იგალობებს: აცხოვნე უფალო ერი შენი... -3-გზის. აღესრულება ჯვარზე მთხვევა და ზეთისცხება. ხოლო მედავითნე კითხელობს მუხლებს: მოვედით მორწმუნენო... და მოვედით ერნო... და ა. შ. დიდება აწ დადღეს ბუნებით შეუხებელი...

_ მრჩობლი კვერექსი.

_ თხოვნითი კვერექსი.

_ დიდი ჩამოლოცვა.

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი: დღესასწაულისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „სადღესასწაულო ანტიფონები.

შესვლად: აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა და თაყვანის-ჰსცემდით კუარცხლბეკსა ფერხთა მისთასა რამეთუ წმიდა არს.

- ტროპარი: დღესასწაულისა.

„დიდება „აწ და.

- კონდაკი: დღესასწაულისა.

- წმიდაო ღმერთოს წილ იგალობება: ჯვარსა შენსა თაყვანის-ვსცემთ...

წარდგომა, ალილუია, სამოციქულო, სახარება და განიცადე დღესასწაულისა.

წარდგომა (მა VII): „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა და თაყვანის-ჰსცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს.

მუხლი: ,,უფალი ჰსუფევს განრისხნედ ერნი...

ალილუია (მა I): „მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან.

მუხლი: ხოლო ღმერთმან მეუფემან ჩვენმან წინასაუკუნეთმან შექმნა ცხოვრება შორის ქუეყანისა.

განიცადე: „გამოსჩნდა ჩვენ ზედა ნათელი პირისა შენისა უფალო.

,,ღირს არსის ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: ადიდებს სული ჩემი ყოვლადპატიოსანსა... და IX გალობის ძლისპირი: საიდუმლო სამოთხე ხარ ღმრთისმშობელო....