უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

შენიშვნა: ტიპიკონის მოთხოვნით, პარასკევის რიგის სამოციქულო და სახარება დღესასწაულის წინა დღეს (ხუთშაბათს) უნდა წავიკითხოთ. ხუთშაბათს ასევე იკითხება ჯვართამაღლების წინა შაბათის სამოციქულო და სახარება, რადგან ღმრთისმშობლის შობის დღესასწაული ჯვართამაღლების წინა შაბათს მოიწია. 13 სექტემბერს ქრისტეს აღდგომის ტძრის განახლებასთან ერთად საქართველოს ეკლესიაში დიდმოწამე ქეთევანის ხსენებასაც აღვასრულებთ. აქედან გამომდინარე 13 სექტემბერს ოთხი სამოციქულო და სახარება ეკუთვნის, მაგრამ კალენდარი პარასკევის რიგის საკითხავებს 15 სექტემბერს უჩვენებს და ამ დღეს განაჩინებს ოთხი სამოციქულოსა და სახარების წაკითხვას. ამგვარად, უმჯობესია, გადაწყვეტილება უპირატესმა მღვდელმსახურმა უნდა მიიღოს.

 

ლიტ. 1 კორ. 130 დას. IV, 1-5. მთ. 93 დას. XXIII, 1-2 (შაბ.).

ღირ. - 2 კორ. 176 დას. IV, 6-15. მთ. 43 დას. XI, 27-30.

 

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ დიდი მწუხრი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - სადღესასწაულოდან.

კვირის ციკლისა - - - არ აღესრულება.

სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: დღესასწაულის შემდგომ პერიოდში, შაბათს სადიდებლიანი (IV რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი: დღესასწაულისა.

 

დიდი მწუხრი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ 3-გზის - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა (103 ფსალმუნი) - იკითხება.

_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.

_ უფალო ღაღად-ვჰყავ (იგალობება VI მაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ - სა ზედა დასდებელნი 8 მუხლად:

- დღესასწაულისა - 3 მუხლი (მა VI, გიხაროდენი, თვით დღესასწაულის სტიქარონსა-ზედა დასდებლებად წერია).

- ღირსისა - 5 მუხლი (მა II).

დიდება დღესასწაულისა: წინასწარმეტყველთა ხმანი... (მა VI, წმ. მოწამე ნიკიტას საკითხავებში წერია).

„აწ და ღმრთისმშობლისა დოგმატიკონი: რომელი იგი შენ მიერ... (წარსაგზავნი ხმის, მა IV)

_ შესვლა საცეცხლურით.

_ წარდგომა დიდი: ღმერთმან ჩუენმან... (თავისი მუხლებით) (მა VII).

_ საწინასწარმეტყველო ღირსისა - 3 (იხ. ძვ. სტ. 28 სექტემბერი).

_ სტიქარონსა ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (იძიე ძვ. სტ. 14 სექტემბერს, უფალო ღაღად-ვჰყავსა-ზედა: დღეს ჯვარი ამაღლდების...; მოსე გამოგსახა... და ჯვარო ყოვლად ქებულო...ჩასართავები სტიქარონსა-ზედა დასდებლებში იძიე).

დიდება ღირსისა: გიხაროდენ შენ... (მა V).

აწ და დღესასწაულისა: ხმა წინასწარმეტყველისა... (მა VIII).

_ „აწ განუტევე.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო:

ტროპარი ღირსისა: იხარებს დღეს... (მა IV).

დიდება აწ და დღესასწაულისა: „აცხოვნე უფალო ერი... (მა I).

 

დიდი ცისკარი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება I მაზე).

ტროპარი დღესასწაულისა: აცხოვნე უფალო ერი... (მა I) 2-გზის.

დიდება ღირსისა: „იხარებს დღეს... (მა IV).

აწ და დღესასწაულისა: „აცხოვნე უფალო ერი... (მა I).

_ რიგითი კანონები: მე-16 და მე-17.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა – დღესასწაულისა (წმ. მოწამე ნიკიტას საკითხავებში წერია).

დიდება“ აწ და იგივე.

_ სადიდებელი მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).

_ გადიდებსა ღირსისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).

_ წარდგომა შემდგომად სადიდებელისა“: სამებისა ქადაგო... (მა III).

„დიდება მისივე: მამაო წმიდაო... (მა IV).

აწ და მისივე: დაუკვირდა იოსებს... (მა VI).

_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა (ხმა VII).

მუხლი: რაი მივაგო უფალსა ყოველისათვის რომელი ესე მომაგო მე.

_ საცისკრო სახარება: ლკ. 24 დას. VI, 17-23.

_ 50-ე ფსალმუნი.

დიდებამეოხებითა ღირსისა მამისა ჩუენისა...

აწ დამეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა...

- მიწყალე მე ღმერთო... (მცირე მიწყალე).

წარდგომა შემდგომად 50-ე ფსალმუნისა: სიმხნით იღვაწე...

_ აცხოვნე ღმერთო ერი შენი...

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - დღესასწაულისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).

II კანონი – ღირსის I კანონი - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

III კანონი – ღირსის II კანონი - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: ჯვარი დასახა მოსე....

_ „უმცირესი: „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა (III გალობისა):

- კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა (მა IV, თვით დღესასწაულში იძიე).

- წარდგომა ღირსისა: იხარებდ შუამდინარეო...“ (მა VIII).

დიდება აწ და წარდგომა დღესასწაულისა: განიპყრნა პირველ მოსე...“ (წმ. მოწამე ნიკიტას საკითხავებში წერია).

_ შემდგომად „ღაღადყავსა (VI გალობისა):

კონდაკი და იკოსი ღირსისა (მა VIII).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა (VIII გალობისა): უპატიოსნესსა.

_ შემდგომად „ადიდებდითსა (IX გალობისა).

_ „განმანათლებელი ღირსისა: ნათელმან უსხეულომან....“

„დიდება მისივე: უბიწომან მოქალაქობამან....“

აწ და დღესასწაულისა: ჯუარი ამაღლდების...“ (წმ. მოწამე ნიკიტას საკითხავებში წერია).

_ ყოველი სული - იგალობება.

_ „აქებდითსა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:

- დღესასწაულისა - 3 მუხლი (იხ. აღვივსენითსა ზედა დასდებლები, წმ. მოწამე ნიკიტას საკითხავებიდან, მა II).

- ღირსისა - 3 მუხლი.

დიდება ღირსისა: შეხვედ მამაო...“

აწ და დღესასწაულისა: მერანს სიმწარე...“

_ „დიდებამაღალიანი - იგალობება.

ტროპარი ღირსისა: იხარებს დღეს... (მა IV).

დიდება აწ და დღესასწაულისა: „აცხოვნე უფალო ერი... (მა I).

 

ჟამებზე:

_ ტროპარები: დღესასწაულისა და ღირსისა.

_ კონდაკები: დღესასწაულისა და ღირსისა (მონაცვლეობით).

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები.

_ III აღსავალზე („ნეტარებების გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი - 8 მუხლად:

- დღესასწაულის კანონის I გალობიდან - 4 მუხლი,

- ღირსის კანონის III გალობიდან - 4 მუხლი, თავისი დიდება აწ და - თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:

ტროპარები: - დღესასაწულისა;

- ღირსისა.

კონდაკები: „დიდება - ღირსისა;

„აწ და - დღესასაწულისა.

ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - დღესასწაულისა;

- ტაძრისა;

- ღირსისა.

კონდაკები: - დღესასწაულისა;

„დიდება - ღირსისა;

„აწ და - ტაძრისა.

გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - დღესასაწულისა;

- ტაძრისა;

- ღირსისა.

კონდაკები: - ტაძრისა;

„დიდება - ღირსისა;

„აწ და - დღესასწაულისა.

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა და ღირსისა.

სამოციქულო და სახარება – ჯვართამაღლების შემდგომი შაბათისა, შაბათისა (რიგისა) და ღირსისა.

წარდგომა (მა VII): „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა და თაყვანის-ჰსცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა რამეთუ წმიდა არს“.

მუხლი: უფალი სუფევს განრისხნედ ერნი, რომელი ზის ზედა ქერაბინთა, შეიძარნ ქვეყანა“.

წარდგომა (მა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა, სიკვდილი ღირსთა მისთა

ალილუია (მა I): „მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან“

მუხლი: „ხოლო ღმერთმან მეუფემან ჩუენმან წინა საუკუნეთამან, შეჰქმნა ცხოვრება შორის ქუეყანისა“.

ალილუია (მა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, და მცნებათა მისთა ინებოს ფრიად“.

განიცადე: გამოსჩნდა ჩუენ ზედა ნათელი პირისა შენისა უფალო“.

განიცადე: სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდეს“.

ღირს არსის ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: ადიდებს სული ჩემი. ყოვლადპატიოსანსა.. და IX გალობის ძლისპირი: ,,საიდუმლო სამოთხე ხარ ღმრთისმშობელო....