უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.

ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (რეკომენდაციაა გამოვიყენოთ მოწამის საზიარო საკითხავები მრავლობით რიცხვში).

კვირის ციკლისა - - - - პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: დღესასწაულის შემდგომ პერიოდში, კვირას „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.

 

დიდი მწუხრის ჟამი:

_ მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ - იგალობება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა - იგალობება.

_ „ნეტარ არს კაცი - I კანონი სრულიად.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება V ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ - სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად:

- აღდგომისა - 3 მუხლი (მა V).

- დღესასწაულისა - 3 მუხლი (იხ. ძვ. სტ. 16 სექტემბერი, დიდმოწამე ეფემიას საკითხავებიდან: დღეს გამოგვიბრწყინდა ჩუენ...).

- მოწამეთა - 4 მუხლი (მა IV).

დიდება მოწამეთა: გაქუთ თქუენ მდინარე...“ (მა II).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა): ზღუასა მას ზედა მეწამულსა... (მა V).

_ შესვლა საცეცხლურით.

_ წარდგომა დღისა.

_ „სტიქარონსა ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა).

დიდებამოწამეთა: მარტვილთა გვირგვინითა...“ (მა VIII).

აწ და დღესასწაულისა: რომელიცა ძველად მოსე... (მა VIII, ძვ. სტ. 16 სექტემბერი).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო:

- ღმრთისმშობელო ქალწულო - 2-გზის.

ტროპარი დღესასწაულისა: აცხოვნე უფალო... (მა I) _ 1-გზის.

 

დიდი ცისკარი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება V ხმაზე).

ტროპარი აღდგომისა: თანადაუსაბამოსა მას... - 2-გზის (მა V).

„დიდება _ ტროპარი მოწამეთა (მა IV):

სარწმუნოება ჭეშმარიტი კადნიერად აღუვარე წინაშე მძლავრთა და საღმრთოთა ვნებათა ზიარ და ყოფადისა სუფევისა მემკვიდრე გამოსჩნდით, წმიდანო მოწამენო, ისააკ და იოსებ, ევედრეთ ქრისტესა ღმერთსა, რათა მოწყალე გუექმნას ჩუენ, პატივისმცემელთა სახსენებელისა თქუენისათა.

აწ და“ _ ტროპარი დღესასწაულისა: აცხოვნე უფალო... (მა I)

_ რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.

„დიდება აწ და - მისივე.

შენიშვნა: კვირას, I სტიქოლოგიის შემდგომი წარდგომის აწ და-ზე ითქმის ღმრთისმშობლისა აღდგომის განსატევებელი მიმდინარე ხმისა.

ჩასართავები:

- შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად.

- შემდგომად II სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი.

_ ნეტარარიანი“ მე-17 კანონი.

_ აღდგომის ტროპარები: გუნდნი ანგელოზთანი... ჰოი მოწაფენო... და ა.შ

_ იპაკო (მა V).

_ ანტიფონები (მა V).

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): აღსდეგ უფალო ღმერთო ჩემო, ამაღლდინ ხელი შენი, რამეთუ შენ სუფევ უკუნისამდე (მა V).

მული: აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი.

_ საცისკრო სახარება: სახ. მე-3, მკ. 71 დას. XVI, 9-20.

_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდებამოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...

„აწ დამეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...

- მიწყალე მე ღმერთო... (მცირე მიწყალე).

- აღდგა რა იესო განთიად...

_ აცხოვნე ღმერთო ერი შენი...

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი აღდგომისა - 4 მუხლი (ძლისპირით).

II კანონი ღმრთისმშობლისა - 2 მუხლი (ძლისპირის გარეშე, პარაკლიტონიდან).

III კანონი დღესასწაულისა – 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

IV კანონი მოწამეთა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია - ჯვარი დასახა მოსე.

_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა.

_ შემდგომად „განძლიერდასა (III გალობისა):

- კონდაკი და იკოსი – დღესასწაულისა (თვით დღესასწაულის განგებაში იძიე).

- კონდაკი მოწამეთა:

ანგელოზთა მწყობრსა თანა შეერთებულ გყვნა, მოწამენო, უარისყოფამან ხორცთამან და გონებისა სამთავროისა უბიწოდ დაუმონებელ დაცვამან, რომლისათვის, ყოვლადმხნეო ისააკ, იოსების თანა უძლეველისა, ნუ დასცხრები ოხად შემსხმელთა თქუენთა (მა III).

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა წავიკითხოთ, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის..

წარდგომა მოწამეთა: ვითარცა ოქრო ბრძმედსა...“

დიდება, აწ და წარდგომა დღესასწაულისა შორის ედემისა ხემან... (იხ. ძვ. სტ. 16 სექტემბერი, დიდმოწამე ეფემიას საკითხავებიდან, შემდგომად III გალობისა).

_ შემდგომად „ღაღადყავსა (VI გალობისა):

- კონდაკი და იკოსი აღდგომისა (მა V).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა.

_ შემდგომად „ადიდებდითსა (IX გალობისა):

_ წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი... - თავისი მუხლებით.

_ „განმანათლებელი აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (III).

დიდება _ „განმანათლებელი მოწამეთა: რომელნი ღუაწლთა მიერ...

აწ და დღესასწაულისა: ნათლისა მცხინვარება... (იხ. ძვ. სტ. 16 სექტემბერი, დიდმოწამე ეფემიას საკითხავებიდან).

_ ყოველი სული - იგალობება.

_ „აქებდითსა ზედა დასდებლები - 8 მუხლად:

- აღდგომისა - 4 მუხლი (მა V).

- მოწამეთა - 4 მუხლი (ჩასართავები სტიქარონსა-ზედა იძიე საზიარო თვენში).

დიდება გერი (ათერთმეტთაგანი) (III).

აწ დაუმეტესად კურთხეულ ხარ შენ... (ჟამნიდან).

_ „დიდებამაღალიანი - იგალობება.

- ტროპარი კენტი ხმისა.

 

ჟამებზე:

I და VI ჟამებზე:

_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა V) და დღესასწაულისა.

_ კონდაკი: დღესასწაულისა.

 

III და IX ჟამებზე:

_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა V ) და მოწამეთა.

_ კონდაკი: აღდგომისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები.

_ III აღსავალზე („ნეტარებების გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი:

- მიმდინარე ხმისა - 4 მუხლი,

- დღესასწაულის კანონის III გალობიდან _ 4 მუხლი,

- მოწამეთა კანონის VI გალობიდან _ 4 მუხლი.

შესვლად: აღდგომილო მკვდრეთით...

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:

ტროპრები: - აღდგომისა;

- დღესასწაულისა.

- მოწამეთა;

კონდაკები: - აღდგომისა;

„დიდება“- მოწამეთა;

„აწ და“ - დღესასწაულისა.

ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის ან რომელიმე წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - აღდგომისა;

- დღესასწასულისა;

- ტაძრისა;

- მოწამეთა;

კონდაკები: - აღდგომისა;

- ტაძრისა;

„დიდება“- მოწამეთა;

„აწ და“ - დღესასწაულისა.

წარდგომა და ალილუია – ჯვართამაღლების შემდგომი კვირისა (ანუ დღესასწაულისა) და მოწამეთა.

სამოციქულო და სახარება – ჯვართამაღლების შემდგომი კვირისა, რიგისა და მოწამეთა.

განიცადე _ კვირისა და მოწამეთა.

წარდგომა (მა VII): „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა და თაყვანის-ჰსცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს.

მუხლი: უფალი ჰსუფევს განრისხნედ ერნი.

წარდგომა (მა IV): „წმიდათა, რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკვირველ-ჰყო უფალმან ყოველივე ნება მისი მათ შორის.

ალილუია (მა I): „მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან.

მუხლი: ხოლო ღმერთმან მეუფემან ჩვენმან წინასაუკუნეთმან შექმნა ცხოვრება შორის ქუეყანისა.

ალილუია: (მა IV): „ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათა და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი.

განიცადე: აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა

განიცადე: იხარებდით მართალნი უფალისა მიმართ და აუვარებდით სახენებელსა სიწმიდისა მისისასა“.

ღირს არსის ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: ადიდებს სული ჩემი ყოვლადპატიოსანსა.. და IX გალობის ძლისპირი: საიდუმლო სამოთხე ხარ ღმრთისმშობელო....