უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (მღვდელმოწამისა).

კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი - მღვდელმოწამისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 - ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-18.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ -სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:

- მღვდელმოწამისა - 6 მუხლი (ხმა IV).

„დიდება“ მისივე: „სამღვდელოითა კუართითა...“ (ხმა IV).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „რომელი იგი შენ მიერ...“ (ხმა IV).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ დღის წარდგომა.

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მღვდელმოწამისა (თავისი ჩასართავებით).

„დიდება“ მისივე: „ყოველივე გონება შენი...“ (ხმა III).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „უთესლოდ მუცლად-იღე...“ (ხმა III).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად „მამაო ჩვენო“ -სი:

ტროპარი მღვდელმოწამისა.: „საქმით მიემსგავსე...“ (საზოგადო) (ხმა IV).

„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ხმა IV).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ხმაზე).

ტროპარი მღვდელმოწამისა: „საქმით მიემსგავსე...“ (ხმა IV) 2-გზის.

„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ხმა IV).

_ რიგითი კანონები: მე-13, მე-14 და მე-15.

_ I და II რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად I და II სტიქოლოგიებისა: მღვდელმოწამისა.

„დიდება“ „აწ და“ იგივე.

_ III რიგითი კანონის შემდეგ მცირე კვერექსი - არ აღესრულება.

_ წარდგომა შემდგომად III სტიქოლოგიისა: პარაკლიტონიდან.

„დიდება“„აწ და“ მისივე.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - შვიდეულის დღის - 4 მუხლად (ძლისპირი 1 გზის).

II კანონი - შვიდეულის დღის - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

III კანონი - მღვდელმოწამისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: „აღაღე პირი ჩემი...“.

_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- წარდგომა მღვდელმოწამისა: „დიდმან მღვდელმოწამემან...“ (ხმა IV).

„დიდება“ „აწ და“ მისივე: „უღმრთოებისა საცთური... (ხმა III).

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი მღვდელმოწამისა: „მღვდელთა შორის...“ (საზოგადო) (ხმა IV).

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი“ მღვდელმოწამისა: „აზნაურებასა საღმრთოსა...“

„დიდება“ „აწ და“ იგივე.

_ „ყოველი სული“ - იგალობება.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: მღვდელმოწამისა - 4 მუხლი.

„დიდება“ მისივე: „მრავალი ნაყოფი გამოიღე...“ (ხმა I).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა: „ღმრთისმშობელო ქალწულო...“ (იხ. III ჟამი).

_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

ტროპარი მღვდელმოწამისა: „საქმით მიემსგავსე...“ (ხმა IV).

„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ხმა IV).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი: მღვდელმოწამისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:

- მღვდელმოწამის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი „დიდება“ „აწ და“-თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრისა და ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპრები: - ტაძრისა;

- მღვდელმოწამისა.

კონდაკები: „დიდება“ - მღვდელმოწამისა;

„აწ და“ - ტაძრისა.

ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - მღვდელმოწამისა;

- ტაძრისა.

კონდაკები: - ტაძრისა;

„დიდება“ - მღვდელმოწამისა;

„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მღვდელმოწამისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა, ოთხშაბათისა და მღვდელმოწამისა.

წარდგომა (ხმა IV): „ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა - სიტყუანი მათნი“.

მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.

წარდგომა (ხმა VII): „იქადიან წმიდანი დიდებითა თვისითა და იხარებდენ სარეცელთა თვისთა ზედა“.

ალილუია (ხმა I): „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა, უფალო, და ჭეშმარიტებასა შენსა ეკლესიასა შინა წმიდათასა“.

მუხლი: „ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა, დიდ არს და საშინელ ყოველთა ზედა, რომელნი არიან გარემოის მისა“.

ალილუია (ხმა II): „მღვდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი სიხარულით იხარებდენ“.

განიცადე: „ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა - სიტყუანი მათნი“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.