უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.

ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება - თინათინ მჭედლიშვილის მიერ შედგენილი განგების მიხედვით.

კვირის ციკლისა - - - არ აღესრულება.

სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „ღამისთევის (V რანგი) მსახურება.

 

დიდი მწუხრის ჟამი:

_ მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ - იგალობება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა - იგალობება.

_ „ნეტარ არს კაცი - I კანონის I აღასავალი.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება V ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ - სა ზედა დასდებლები - 8 მუხლად: ჴმაჲ 5

ღმერთშემოსილო მამაო, ნეტარო გრიგოლ, ანგელოზთა თანამზრახუელო და თანამყოფო და თანაზიარო წინაჲსწარმეტყუელთა, წმიდათა მოციქულთა და მოწამეთა და თანამკჳდრო ნათელსა წარუალსა, რომელი ჰნათობ ბრწყინვალებითა საღმრთოჲთა, რამეთუ წინაშე მისსა ჰსდგა განბრწყინვებული მადლითა კადნიერად და ყოვლადვე ხედავ მისსა მას დიდებასა და მარადის იშუებ მისთა მით სიკეთითა, ქრისტესა ევედრე, ქრისტჱს მიმართ მეოხ-გუეყავ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

ღმერთშემოსილო მამაო, ნეტარო გრიგოლ, ვარსკულავო უდაბნოჲსაო, ბრწყინვალებაო საღმრთოჲსა სიყუარულისაო და განმანათლებელო მონაზონთაო, სუეტო შეურყეველო მოთმინებისაო, სიმტკიცეო და ძელო ეკლესიისაო, ლამპარო ყოვლადბრწყინვალეო და მნათობო ყოვლისა სოფლისაო, სათნოებათა საუნჯეო, რომელმან ქალაქ-ჰქმენ უქმი უდაბნოჲ და ვითარცა სამოთხჱ ესე გამოაჩინე, ქრისტესა ევედრე, ქრისტჱს მიმართ მეოხ-გუეყავ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

ღმერთშემოსილო მამაო, ნეტარო გრიგოლ, სიქადულო მონაზონთაო და სიმტკიცეო მართლისა სარწმუნოებისაო, სამებისა წმიდისა გამორჩეულო მსახურო, მოდასეო ანგელოზთაო, ქუეყანით ზეცად ამაღლებულო მონაზონთა წინამძღუარობითა, სასუფეველსა დამკჳდრებელო, ანგელოზებრივ გალობითა ზეცისა მოქალაქეო, წმიდათა თანა გჳრგჳნოსნებითა ნათელსა შინა ღმრთისა ხედვითა განჰბრწყინვებულო და წმიდითა ლოცვითა შენითა მეოხო ყოველთა პატივისმცემელთა შენთაო, ქრისტესა ევედრე, ქრისტჱს მიმართ მეოხ-გუეყავ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

ღმერთშემოსილო მამაო, ნეტარო გრიგოლ, ანგელოზთა თანა შეერთებულო ტაძარო საიდუმლოთაო, უფსკრულო გულისჴმისყოფისაო, მხილველო გამოუთქმელთაო, მამაო მამათაო, თავო მონაზონთაო და წინამძღუარო განშორებულთაო, რომელი წინაშე ყოვლადწმიდისა სამებისა იხარებ მრავლითა ბრწყინვალებითა განათლებული და შემწე ხარ მვედრებელთა შენთათჳს, ქრისტესა ევედრე, ქრისტჱს მიმართ მეოხ-გუეყავ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

სხუაჲ დასდებელი ჴმაჲ 2

ვითარიმე ქებისა გჳრგჳნი შეუთხზნათ ქრისტეს ეკლესიისა სიმტკიცესა და ყოველთა განმაბრწყინვებელსა სწავლითა, ჴელმწიფეთა თვალუხუავად მამხილებელსა და ყოველთა შუამდგომელსა და შემწესა, ყოველთა ჭირვეულთა ნუგეშინისმცემელსა და ყოველთა განსაცდელსა შინა მყოფთა შესავედრებელსა, კეთილმსახურებისა სუეტსა, მორწმუნეთა წინამბრძოლსა, ყოვლადქებულსა გრიგოლს, რომლისა მიერ აღძრვანი მტერთანი ქრისტემან დაამხუნა, რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ - 2-გზის

ვითარითა ქებისა საგალობელითა უგალობდეთ მსგავსად ღმრთივბრწყინვალისა ვარსკულავისა უდაბნოსა შინა დამკჳდრებითა განბრწყინვებულსა, და ნერგსა სამოთხისასა, ნაყოფისა კეთილისა გამომღებელსა, დიდსა შემწესა და მოძღუარსა, ყოველთა უკეთურთა და უდებთა მარცხუენელსა, რომლისათჳსცა აღძრვანი მათნი ქრისტემან დაამხუნა, რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ.

ვითარითა ქებისა გალობითა უგალობდეთ ეკლესიისა შემამკობელსა და მწყემსსა და მოძღუარსა ივერიელთასა, რომელი მსგავსად მზისა გამოუჩნდა ერსა ჩუენსა და განსწავლიდა ღმრთისა და მამულისა სიყუარულითა, რომლისათჳსცა მისსა მიმართ დაგჳძს სასოებაჲ ჩუენი, რაჲთა ერთობითა სარწმუნოებისაჲთა და სიყუარულითა აღვიარებდეთ, ვითარცა წინამძღვარსა და სიმტკიცესა ერისა ჩუენისასა, რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ.

დიდება ღირსისა გრიგოლისა: აწ გასცხრებოდეთ დღესასწაულის მოყუარენო, და ქებითა გალობისაჲთა უგალობდეთ და შევასხმიდეთ, მღდელთა სიქადულსა და ხანძთისა დიდებასა, წყაროსა საკჳრველებათასა და მორწმუნეთა დიდსა მეოხსა და შუამდგომელსა: გიხაროდენ, კლარჯეთისა სავანეთა მცველო მიურულებელო და უქმთა უდაბნოთა ქალაქმყოფელო, გიხაროდენ, სასანთლეო ყოვლადბრწყინვალეო, რომელმან კიდენი სოფლისანი საკჳრველებითა განანათლენ, გიხაროდენ ჭირვეულთა საღმრთოო სიხარულო და განსაცდელთა შინა მყოფთა მჴურვალეო შუამდგომელო, ღირსო და საკჳრველთმოქმედო მამაო გრიგოლ, დაუცხრომელად ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რომელნი სარწმუნოებითა და სიყუარულით პატივს-ვსცემთ მარადის სახარულევანსა და ყოვლადსანატრელსა ჴსენებასა შენსა (მა VI).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა დოგმატიკონი“ (დიდების ხმისა): ვინ არა გნატრიდეს... (მა VI).

_ შესვლა საცეცხლურით.

_ წარდგომა დღისა.

_ 3 საწინასწარმეტყველო (იძიე საზიარო თვენში, წინასწარმეტყველთა განგებაში).

_ „ლიტიასა ზედა დასდებელი ტაძრისა და ღირსისა გრიგოლისა:

ქუეყანასა ზედა ანგელოზო და ცათა შინა კაცო ღმრთისაო, სოფლისა კეთილად განმამშვენებელო და სიტკბოებითა სახიერო, მამაო გრიგოლ, გაქებთ შენ, რომელი დაენერგე სახლსა შინა ღმრთისასა და აღყუავდი სიმართლითა, და ვითარცა უდაბნოსა ზედა ნაძვი, ესრჱთ განამრავლე სამწყსოჲ ქრისტჱსი, ღირსად და სამართლად სიტყჳერნი ცხოვარნი და მნათობ სოფლისა იქმენ ჭეშმარიტებით.

სამღუდელოჲთა სამოსელითა შემკობილმან ღმრთივმშუენიერად ჰქადაგე შენ სახარებაჲ სასუფეველისაჲ და გალობანი საეკლესიონი აღმოსთქუენ და ეკლესიაჲ განამდიდრენ მოძღურებითა საღმრთოჲთა, რომლითა აწ განათლებულნი გადიდებთ კაცსა ზეცისასა და ქუეყანისა ანგელოზსა, სოფლისა სამკაულსა და მოღუაწეთა თუალსა, რომელმან განამრავლენ სამწყსოჲ ქრისტჱსი და სიმართლითა და სიწმიდით წინამძღუარ ექმენ მოღუაწეთა, და მეოხ-ხარ ღმრთისა მიმართ სულთა ჩუენთათვის.

დიდება“: კეთილ-მონაო სახიერო და სარწმუნოო, კეთილო მუშაკო ქრისტჱს ვენახისაო, შენ სიმჴნითა და აჴოვნად სიმძიმე დღისაჲ იტჳრთე და მოცემული ტალანტი აღაორძინე, რომლისათჳსცა განგეჴუნეს შენ ბჭენი ზეცისანი და შეხუედ სიხარულსა უფლისა შენისა სახიერისასა, ხოლო აწ მეოხ-გუეყავ მაქებელთა შენთა დაუცხრომელად, რაჲთა ჩუენცა აღძრულნი საღმრთოჲთა სურვილითა, დაუდუმებელად გნატრიდეთ (მა VII).

„აწ და მისივე: გიხაროდენ, ქალწულო, ღრუბელო და ეტლო სიტყჳსაო, გიხაროდენ, უზესთაეს გონებისა და გარეგან საზღუარისა, წმიდაო ღმრთისა საყოფელო, გიხაროდენ, უქორწინებელო სულითა ზესთა ღმერთთასა მიდგომილო, გიხაროდენ, თჳნიერ თესლისა მშობელო, და თჳნიერ ხრწნილებისა მაწოვნებელო, გიხაროდენ, მარადის ქალწულო, კურთხეულო.

_ „სტიქარონსა ზედა დასდებლები: ღირსისა თავისი ჩასართავებით.

სიტყჳთა და საქმით ადიდე ღმერთი დიდებული და მცნებათა მისთა იწურთიდ მარადის, დღისი და ღამით გონებითა წმიდითა, და ვითარცა სუეტი ნათლისაჲ, ბრწყინვალე ლოცვაჲ შენი აღიწეოდა ზეცას, სანატრელო მამაო გრიგოლ, გჳთხოვე ქრისტჱსგან დიდი წყალობაჲ.

მუხლი. პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

მოაკუდინე შენ გულისთქმაჲ და განაცხოველე სიწმიდჱ, და შეიყუარე წმიდა ქალწულებაჲ, და ვითარცა ნათელი, შთაიცუ სიწმიდჱ, და ვითარცა გურიტი სიმშჳდით ჰმონებდი ქრისტესა გონებითა უბიწოჲთა, სანატრელო გრიგოლ, შემკული საღმრთოჲთა გულისჴმის-ყოფითა.

მუხლი. ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად.

შეგამკო ღმერთმან, ნათლითა სასწაულთაჲთა და მადლთა საღმრთოჲთა ბრწყინვალებითა, სამ-გზის სანატრელო, და აღავსო სული შენი სიბრძნითა, და ვითარცა წყაროჲ ცხოველი და თუალი დაუწყუედელი აღმოაცენებ მოძღურებათა საღმრთოთა, აღორძინებისათჳს ქრისტჱს სამწყსოსაჲთა.

„დიდება“: სიმრავლჱ მონაზონთა წინამძღურად აღგიარებს, ღმერთშემოსილო მამაო გრიგოლ, რამეთუ აღივსებიან საღმრთოჲთა მით მადლთა, რომელ დაუტევე, და იშუებენ საჴსენებელსა შენსა, თანამოსაგრეო წმიდათა მამათაო, მათ თანა ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა შეიწყალნეს მან სულნი ჩუენნი ოხითა შენითა.

„აწ და“: უსძლოო ქალწულო, რომელმან ღმერთი მუცლად-იღე გამოუთქმელად, დედაო ღმრთისა მაღლისაო, ვედრებაჲ მონათა შენთაჲ შეიწირე, ყოვლადუბიწოო, რომელი მისცემ ყოველთა შენდობასა ცოდვათასა, ჩუენიცა ვედრებაჲ შეიწირე და გჳთხოვე ჩუენ დიდი წყალობაჲ.

_ აწ განუტევე.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო:

ტროპარი ღირსისა გრიგოლისა: აღმობრწყინდი ვითარ მთიები ზეცისა სამყაროსა და შეჭურვილმან მადლითა სულისა წმიდისაჲთა განაბრწყინვენ სამწყსოჲ შენი ღმრთისმეცნიერებითა, ღირსო მამაო, და მიიწიე რაჲ სანახებსა მას კლარჯეთისასა, აღმართენ უდაბნოსა შინა მონასტერნი დიდშუენიერნი სადიდებელად ღმრთისა და საცხონებელად სულთა მრავალთა, მოძღუარო და განმანათლებელო ივერთა ერისაო, ნეტარო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ წინაშე ქრისტჱს მეუფისა და გჳთხოვე წყალობაჲ (მა IV) – 2-გზის.

- ღმრთისმშობელო ქალწულო - 1-გზის.

პურის კურთხევა.

 

დიდი ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება IV ხმაზე).

ტროპარი ღირსისა გრიგოლისა: აღმობრწყინდი ვითარ მთიები - 2-გზის (მა IV).

„დიდება, აწ და ღმრთისმშობლისა აღდგომის განსატევებელი (ტროპრის ხმის მიხედვით, მა IV): „რომელი საუკუნითგან დაფარულ-იყო...

_ რიგითი კანონები: მე-19 და მე-20.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა – ღირსისა:

წარდგომა შემდგომად I სტიქოლოგიისა:

ცხორებაჲ კეთილმსახურებით ქუეყანასა ზედა აღასრულე, და გამოშჩნდი კანონად მონაზონთა და ბრწყინვალე მნათობად ყოვლისა სოფლისა, ღმერთშემოსილო მამაო, და განანათლებ შენდამი მსწრაფლ მოლტოლვილთა, წმიდაო გრიგოლ, აწცა გამოაბრწყინვე გულსა ჩუენსა ნათელი ჭეშმარიტი და მეოხ-გუეყავ მაქებელთა შენთა დაუცხრომელად - 2-გზის

„დიდება, აწ და“: განეცხადების საიდუმლოჲ საუკუნითგან დაფარული მთავარანგელოზს, მითხრობად ძრწოლით ქალწულისა მიმართ, ხოლო იგი ახარებს კურთხეულსა დედათა შორის, რომლისა-თანა ვჴმო-ბდეთ: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.

წარდგომა შემდგომად II სტიქოლოგიისა:

ნათლითა ჰბრწყინავ შენ მიუახლებელითა, და ვითარცა ვარსკულავი გამობრწყინდი უდაბნოსა შინა კლარჯეთისასა და განამრავლენ სამწყსოჲ ქრისტჱსი, ღირსო მამაო, ხოლო ჴსენებისა შენისა აღმასრულებელთა ჴსნაჲ გჳთხოვე შეცოდებათა, ვითარცა წინაშე ღმრთისა მდგომარემან - 2-გზის

„დიდება, აწ და“: ყოველთა შემოქმედი ღმერთი და დამბადებელი, ყოვლადუბიწოო, წმიდაო, საღმრთოჲსა სულისა მიერ მუცლად იღე და უხრწნელად ჰშევ, რომლისათჳსცა გადიდებთ შენ და გიგალობთ, ქალწულო, ვითარცა ყოველთა მეუფისა პალატსა და სოფლისა შემწესა.

_ სადიდებელი მე-19 კანონი.

_ გადიდებსა ღირსი მამისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით დავითნიდან).

_ წარდგომა შემდგომად სადიდებელისა: სიჩჩოჲთგან განწმედილ-იქმენ შენ, მარადის ჴსენებულო ღირსო მამაო, ვითარცა ჭეშმარიტად განათლებული, და ქუეყანასა ზედა, ვითარცა ანგელოზი იქცეოდი, რამეთუ ჴორცნი მოაკუდინე მოღუაწებითა და საღმრთოჲთა შურითა შენითა სამებისა წმიდისა სათნოდ გამოშჩნდი, რომლისათჳსცა გუნდსა მონაზონთასა შეერთე და საწუთოთა შუებათაგან სიმაღლედ აღიყუანენ ერნი მორწმუნეთანი, ღმერთშემოსილო გრიგოლ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად, სურვილით პატივის-მცემელთა ჴსენებისა შენისასა - 2-გზის.

„დიდება, აწ და“: თანა დაუსაბამოჲ სიტყუაჲ მამისაჲ, შენგან მიიღებს დასაბამსა ბუნებისა ჩუენისასა, ღმრთისმშობელო, და უჟამო შემოვალს ჟამსა შინა და სიტყუაჲ განზრქებოდის, ხოლო ძჱ ღმრთისაჲ ძედ შენდა იწოდების. ეჰა, მიუწვთომელი ესე საიდუმლოჲ, იესუ ქრისტე გუშინ და დღეს, და იგი თავადი არს უკუნისამდე.

_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა (მა IV).

მუხლი: რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე?.

_ საცისკრო სახარება: _ მთ. 43 დას, XI, 27-30.

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება - „მეოხებითა ღირსისა მამისა ჩუენისა .... მოწყალეო...

„აწ და - „მეოხებითა ღმრთისმშობელისათა...

- „მიწყალე მე ღმერთო... (მცირე მიწყალე).

წარდგომა შემდგომად 50-ე ფსალმუნისა: ყოველსა ქუეყანასა განხდა ჴმაჲ წარმართებისა შენისაჲ, ღმრთივგანბრძნობილო მამაო, ამისთჳს ზეცათა შინა ჰპოვე სასყიდელი შრომათა შენთაჲ, და ეშმაკთა გუნდი წარსწყმიდე და ანგელოზთა წესსა მიიწიე, რომელთა უბიწოჲთა ცხორებითა სწორ-იქმენ, წმიდაო გრიგოლ, კადნიერებაჲ გაქუს წინაშე ღმრთისა, მშჳდობაჲ ითხოვე სულთა ჩუენთათჳს.

_ აცხოვნე ღმერთო ერი შენი....

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი ღმრთისმშობლისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2-გზის, იძიე ძვ. სტ. 28 სექტემბერს).

II კანონი ღირსისა გრიგოლისა - 8 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია - აღაღე პირი ჩემი.

_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა.

კანონი ღირსისა, ჴმაჲ 1

გალობა 1, უგალობდითსა

ძლისპირი: სასწაულითა იჴსნა ერი უფალმან და ზღუაჲ მღელვარჱ სიტყჳთ განაჴმო პირველ, და დღეს უხრწნელად იშუა ქალწულისაგან და წარმიძღუა ჩუენ ზეცად ბუნებით სწორი მამისა თანა, რომელსა უგალობდეთ.

აღაჴვენ თუალნი სულისა ჩუენისანი განცდად ბრწყინვალებასა მადლთა შენთასა, ღირსო მამაო, ხოლო ორღანოჲ ენისაჲ აღძარ დიდებად შენდა, რაჲთა ჯეროვნად გიგალობდე შენ, გრიგოლ, სიქადულო მამათაო.

ხატებაჲ საღმრთოჲ სიჩჩოჲთგან დაიმარხე ტრფიალებითა ჩუენთვის ჩჩვილ-ქმნულისაჲთა, იწყლა რაჲ გული შენი, ღმერთშემოსილო მამაო, და ჰასაკისა თანა აღმაღლდებოდე ძალითი ძალად სულისა სრულებითა.

აღძრვაჲ ვნებათაჲ სიყრმითგანვე დასთრგუნე ფერჴთა მათ ქუეშე სულისათა, ნეტარო მამაო, და სიტკბოებაჲ საცნობელთა მლიქნელი, ყოვლად არა დაგიტკბა მოლოდებითა წარუალთა მათ ტკბილთა საშუებელთაჲთა, წმიდაო გრიგოლ.

„დიდება“: დასაბამი სიბრძნისაჲ მოიგე, დასაბამსავე სიყრმისა შენისასა, ღირსო მამაო, და შიშსა უფლისასა შემსჭვალენ შენ ჴორცნი, წმიდაო გრიგოლ, და მიერ აღიწიე სიყუარულსა მას უშიშსა წმიდათასა და მადლითა ღმრთისაჲთა განჰბრწყინდი.

„აწ და“: სული ჩემი დაცემული მრავალთა სალმობათაგან, ჵ, ღმრთისმშობელო ყოვლადდიდებულო, განჰკურნე, რაჲთა მადლობისა ჴმითა წადიერებით გადიდებდე შენ, მარადის.

გალობა 3, განძლიერდასა

ძლისპირი: ღმერთო, მოხედენ მონათა გალობასა და დაამდაბლე სიმაღლჱ მაცთურისაჲ და ზესთა აღამაღლე დღეს ეკლესიაჲ, და შეუშფოთებელად დაამტკიცენი მოსავნი შენნი მართლმადიდებლობასა.

უსხეულოთა გუნდსა თანა აღმაღლდი, რაჟამს შრომათა ღუაწლი ეტლ-უყავ სულსა და აღიწიე საქმითა ხედვათა მიმართ მაღალთა, სანატრელო მამაო, და უხილავთა ხილვად ღირს იქმენ, წმიდაო გრიგოლ.

ქნარად სულისა ცჴოველისა გამოშჩნდი, მორთულ ძალთაგან სულისათა, ღირსო მამაო, და გამოჰბრწყინდი ვარსკულავად უდაბნოჲსა და სიტყუათა საუნჯჱ, ვითარცა ოქროჲ დააუნჯე შენ ღმრთისა ეკლესიასა, ნეტარო გრიგოლ.

მარხვითა ჴორცნი შეზღუდენ, სანატრელო, და ვნებათა აღძრვანი მოაკუდინენ ლოცვითა და მღვიძარებითა, რომლისათჳსცა სულისა წმიდისა ძალმან დაიმკჳდრა შენ თანა და მნათობად ცისკიდეთა გამოგაჩინა.

„დიდება“: რტო ნაყოფიერი იქმენ შენ, ღმერთშემოსილო, აღმოცენებულ ძირთაგან ღმრთისმსახურთა, და-რაჲ-ენერგე თანა წარსადინელსა საღმრთოთა წერილთასა, და გამოიღე ნაყოფად ტკბილად გულის-ჴმის-ყოფაჲ მათი.

„აწ და“: წინაჲსწარ გიხილა შენ, ბჭედ ნათლისად ეზეკიელ, რომელი განვლო მეუფემან, ვითარცა უწყის, ქალწულო უხრწნელო, ამისთჳს გევედრები მე, განმიხუენ სინანულისა ბჭენი მიმყვანებელნი სასუფეველად.

_ შემდგომად „განძლიერდასა (III გალობისა):

წარდგომა ღირსისა გრიგოლისა: განაბრწყინვე ჟამნი შენნი, სანატრელო, უდაბნოსა შინა ძლიერად მოღუაწებითა, რომლითა მიეახლე ბრწყინვალებასა საღმრთოსა, მამაო გრიგოლ, და მოტევებაჲ ცოდვათა ჩუენთა ურიცხვთაჲ ქრისტჱს მიერ გჳთხოვე მედღესასწაულეთა ჴსენებისა შენისათა.

დიდება, აწ და იგივე:

გალობა 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: პირველ აუწყა წინაჲსწარმეტყუელებით ცხორებაჲ კაცთა ამბაკუმ და იტყოდა: რისხვასა შინა მოვიჴსენი წყალობაჲ, ჩრდილოჲთ მაღნართათ მო-რაჲ-ხუედ შენ, მაცხოარ, ერისა ამის სიტყუაჲ დამბადებელი.

არა დაჰფარნა ღმერთმა შრომანი შენნი, არამედ ნიშთა და სასწაულთა მიერ განჰსთქუა ბრწყინვალებაჲ მოღუაწებათა შენთაჲ, და ყოველთა შორის საწადელ-ყო სიტყუაჲ და ხილვაჲ შენი, ღმრთივსანატრელო.

იწურთიდ სიყრმითგან წიგნთა ღმრთივსულიერთა და აღიწიე თავსა სრულებათასა, რაჟამს გონებაჲ წმიდა-ყავ ვნებათაგან და სიწმიდითა სულისა შენისაჲთა ექმენ სავანე სულსა ყოვლად წმიდასა.

იქმენ, ნეტარო, მიმსგავსებული ღმრთისა, მამაჲ ობოლთა და საზრდელი მშიერთა, სამოსელი შიშველთა და უღონოთა, და მკურნალ სენთა სნეულებისა, მამაო გრიგოლ.

„დიდება“: ლამპრად ბრწყინვალედ მყოფთათჳს სოფლისათა გამოგაბრწყინვა ნათელმან მამისამან, და ელვარებაჲ სათნოებათა შენთაჲ მიჰფინე ცისკიდეთა, ვითარცა მისისა შარავანდედი, ღირსო მამაო.

„აწ და“: ქალწულმან ჰშევ და დედობრივ არა განიხრწენ, არამედ დედა იქმენ, და ქალწულადვე ჰგიე, რომლისათჳსცა გიგალობთ, გიხაროდენ, ღმრთისმშობელო.

გალობა 5, ღამითგანსა

ძლისპირი: საცთურთა ბნელთა ღამისათა შენდობად მოხვედი შენ, ქრისტე, ამსთობილნი შევსწირავთ შენდა გალობასა, ვითარცა ღირს-ხარ, რაჲთა წარმიძღუენ გზასა მშჳდობისასა, შესულად სასუფეველსა, რომელ აღმითქუ ჩუენ.

ვითარცა ვარსკულავი გამოჰბრწყინდი უდაბნოსა შინა და რომელნი სარწმუნოებით მოივლტიან შენდა მსწრაფლ შეეწევი მათ, ამისთჳსცა გნატრით შენ, და ვითარცა მჴურვალესა შუამდგომელსა გალობით გადიდებთ.

ქველისმოქმედმან, ყოველთა მწყალობელმან, მოგცა სიმდიდრედ ნათესავსა შენსა, ხოლო პირსა შენსა მოსცა სული ცხჴოველი, მსგავსად წმიდათა მოწაფეთა თჳსთა და გყო შენ მეათცამეტედ მოციქულად.

წყაროჲ სულისა წმიდისაჲ გულსა შინა შენსა მოიგე, საიდუმლო სიბრძნისა და მადლისა სიმდიდრითა აღვსებულმან, ჵ, სამგზის სანატრელო მამაო, პატივისმცემელნი შენნი იჴსენ განსაცდელთაგან.

„დიდება“: ეტრფიალე შენ სიბრძნესა, უდაბნოსმოყუარეო, და შეიყუარე იგი უფროჲს ყოვლისა, რომლისათჳსცა განისუენა შენ თანა, და ბაგეთა შენთა მიერ წყაროჲ მადლისაჲ აღმოაცენა თაფლისა უტკბილესი.

„აწ და“: წმიდა-ყო ღმერთმა საშოჲ შენი ყოვლადწმიდაჲ, სძალო, სიწმიდით რაჲ დაემკჳდრა მას შინა, და ჯუარსა ზედა ამაღლებულმან დაბადებულნი აღამაღლნა მისთანა.

გალობა 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: შთახდა იონა სიღრმესა მას ზღჳსასა და ღაღადებდა ღმრთისა მიმართ ვედრებით: აღმომიყვანე დანთქმისაგან, უფალო, ხოლო მე, ქრისტე, შენდა მიმართ ვღაღადებ: უგულებელს-ჰყავ ბრალთა ჩემთა სიმრავლჱ.

ოდეს ბოროტი მტერი ეკლესიისაჲ მოკულასა შენსა ჴადოდა და ხანძთისა იავარ-ყოფასა, ცეცხლმან შურისა უფლისამან აღაგზნა გონებაჲ შენი, ღმერთშემოსილო, და ლოცვითა შენითა უტყვ-ყავ პირი მისი მგმობარი ღმრთისაჲ, და სრულიად წარსწყმიდე.

დიდო მეუდაბნოეო, კლარჯეთისა დიდებულთა უდაბნოთაო, აწცა ნუ დაიდუმებ მოღუაწებასა ჩუენთჳს ქრისტჱს მიმართ, რამეთუ ყოვლადვე ძალგიძს შეწევნაჲ ყოველთაჲ, რომელნი ლოცვათა შენთა ესუენ და მეოხებასა შენსა მოივლტიან.

სიწმიდისა გჳრგჳნითა, ვითარცა ღუაწლისა მძლჱ, გჳრგჳნოსან-გყო ქრისტემან მეუფემან, სანატრელო მამაო გრიგოლ, და წმიდა თავი შენი სამკაულითა თვალთშეუდგამითა განაშუენა.

„დიდება“: ვნებათა დაფარულისა და ცხადთა მჴდომისა ძლიერად მბრძოლო, გრიგოლ სანატრელო, კადნიერებაჲ გაქუს ღმრთისა მიმართ, ითხოვე შეწევნაჲ, რაჲთა განვერნეთ მტერსა სულთა ჩუენთასა.

„აწ და“: ახლად ყრმად გჳშევ ჩჳენ უწინარესი საუკუნეთა უჟამოდ, მამისა თანა მოსაყდრე, ღმრთისმშობელო, რომელმან ჯუარისა მიერ ცოდჳთა დაძუელებული კაცნი განაახლნა და ღმრთეებასა იზიარნა.

_ შემდგომად „ღაღადყავსა (VI გალობისა):

- კონდაკი: უღელი იგი ქრისტჱსი მიიღე, ღმერთშემოსილო მამაო გრიგოლ, და მხართა შენთა ზედა იტჳრთე ჯუარი მისი, ვნებათა მისთა საღმრთოთა საწერტელად ყოვლადწმიდად ჴორცთა შინა შენთა მტჳრთველმან, რომლისათჳს საღმრთოჲსა დიდებისა მისისა ზიარად გამოშჩნდი, მომგებელი ჯილდოდ ღირსებისა მოსაგებელსა.

- იკოსი: ძირთაგან კეთილთა აღმოსცენდა-რაჲ ნაყოფი შუენიერი, სიჩოჲთგანვე ღმერთშემოსილი მადლითა აღიზარდა, უფროჲს ვიდრეღა სძითა, და დაუმორჩილნა ჴორცნი მოკუდავნი სულსა უკუდავსა და იღუაწა ვიდრე სიკუდილადმდე, და გან-რაჲ-ვიდა სოფლით, დიდებით მამათა კრებულსა თანა აღირაცხა და მეოხ-არს ჩუენთჳს, რომელნი ვადიდებთ საჴსენებელსა მისსა ყოვლადგანათლებულსა.

გალობა 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: სიყუარულითა ყოველთა მჴსნელისაჲთა არად შეჰრაცხეს ყრმათა რისხვაჲ მძლავრისა ღმრთის მოძულისაჲ, და ცეცხლსა შეთხეულნი არა შეიწუნეს და ესრჱთ ღაღადებდეს: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ-ხარ შენ.

დღესასწაულობს ერი შენი, ნეტარო, ჴსენებასა შენსა და ღაღადებს შენდა მომართ: მოგუხედენ, ჵ, მამაო სანატრელო, ზეცით-გარდამო და გჳჴსნენ სოფლისა ღელვათაგან დაუნთქმე-ლად, რომელთა ესე გუასწავე გალობაჲ: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ-ხარ შენ.

შეურაცხ-ყავ ყოველივე ამაოებაჲ სოფლისაჲ, ღირსად დიდებულო, და ვითარცა თიხაჲ დასთრგუნე ცუდი დიდებაჲ, და სიგლახაკისა მიერ სიმდიდრჱ დაულევნელი სასუფეველისაჲ ჰპოვე ზეცათა შინა, მარადის მგალობელმან: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ-ხარ შენ. გიხაროდენ, ღმრთისმეტყუელებისა წმიდისა წყაროო, და სიბრძნისმოყუარებისა აღმომდინარეო ფიალო, ყოვლადბრძენო, დიდო მთიებო ყოვლისა სოფლისაო, რომელმან ასწავე ყოველთა გალობაჲ ესრეთ: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ-ხარ შენ.

„დიდება“: ეშმაკთა გუნდნი აღსჭრენ, ღმერთშემოსილო, ვითარცა ახოვანმან მჴედარმან მაცხოვრისამან შრომათა მაჴჳლითა, და დასწუენ ცეცხლებრ ბანაკნი მათნი საჴუმილითა ლოცუათა შენთაჲთა: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ-ხარ შენ.

„აწ და“: მადლსა ლოცვისა შენისასა, წმიდაო, ვიქადებთ პირითა და სულითა, დიდებულო, რამეთუ შენ მიერ განსაცდელთაგან და ღელვათა, და მძიმეთა ურვათა, და ცოდვისა ვნებათაგან ვიჴსნებით ყოველნი.

გალობა 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: ყრმანი ბაბილონს შეუწველნი პირველად სახე გექმნეს შენ, ქალწულო დიდებულო, რაჟამს შენგან იშუა ცეცხლი ღმრთეებისაჲ და დაგიცვა შენ უვნებელად, უბიწოდ, ყოველი ერი მარადის გაკურთხევს შენ.

ჩვეულებისა თჳსისაებრ აღეგზნა ეშმაკი წყობად შენდა, ღმერთშემოსილო, რამეთუ ეპოვა მას ჭურჭელი სიცრუისაჲ, ვითარცა პირველ იუდა მიმცემელი, და განეწონა მასვე მაჴჳლი თჳსი.

იხილა ყოვლად საწყალობელმან, განჩემებულმან ეშმაკისა სადგურმან სუეტი ნათლისაჲ და ჯუარი თუალთშეუდგამი გარემოს შენსა, ღირსო მამაო, შეძრწუნდა ფრიად და დახსნდეს ძარღვუნი მკლავთა მისთანი.

შეიწყალე, წმიდაო, განწირული მკულელი შენი და მიემსგავე ქრისტესა, განკურნე-რაჲ ტირილით შევრდომილი შენდა და განუტევე მშჳდობით, რამეთუ შენ ხარ შემწე მონანულთა, რომელნი აკურთხევენ ქრისტესა და ამაღლებენ მას უკუნისამდე.

ვაკურთხევთ მამასა და ძესა და წმიდასა, სულსა უფალსა.

შემოკრბა-რაჲ გუნდი წმიდათა მამათაჲ მიცუალებასა შენსა, სანატრელო, სიხარულითა აღივსე ხილვითა მათითა, და აკურთხე ყოველი, და სარწმუნოდ და ცხადად ასწავე გალობაჲ ესრჱთ: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

„აწ და“: იჴსენ კაცობრივი ბუნებაჲ წყევისაგან შობითა შენითა, ქალწულო უბიწოო, რამეთუ შევ მხოლო კურთხეული, მაკურთხეველი ჩუენი, აღმავსებელი მადლითა ცათა და ქუეყანისა.

ვაქებთ, ვაკურთხევთ, თაყუანის-ვსცემთ უფალსა, უგალობთ და აღუამაღლებთ მას უკუნისამდე.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა.

გალობა 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: ჯერ-არს დუმილი, ვინაჲთგან ვერ შეუძლებთ ღირსებით ქებად შენდა დღეს, ღმრთისმშობელო, ხოლო არავე დავდუმნეთ შიშისათჳს, არამედ მსგავსად უძლურებისა ჩუენისა, შევსწიროთ შესჴმაჲ, რომლითა გადიდოთ შენ.

ზეციურ ძალთაგან გესმა ჴმაჲ სანატრელი, მსახურო ღმრთისა მაღლისაო, რამეთუ ქუეყანისა ანგელოზსა და კაცსა ზეცისასა გიწოდდა მეუფჱ ცათაჲ ქრისტჱ, და მიხუედ სიხარულით და უფლისა თანა იხარებ საუკუნოდ.

პატიოსანთა საკმეველთა კეთილ-სულნელებამან აღავსო საყუდელი შენი, ღირსო მამაო, და მხიარულებით ანგელოზთა კრებულმან შეიწყნარა სული შენი უბიწოჲ, რომელთა შორის იშუებ, ღმერთშემოსილო.

ვერ შემძლებელ-არს ენაჲ კაცობრივი მითხრობად ღუაწლთა შენთა, წმიდაო სათნოო ღმრთისაო, რამეთუ განვლე სოფელი ესე ღირსად, დიდებულო, და აწ შუებასა სამოთხისასა შეერთებული, ანგელოზთა თანა იხარებ, და ჰსუფევ ქრისტჱს თანა უკუნისამდე.

„დიდება“: ითხოვე, ღირსო, ყოვლისა სოფლისათჳს მშჳდობით დაცვაჲ და ერსა ჩუენსა - ძლევაჲ და დამტკიცებაჲ მართლმადიდებლობისაჲ ქრისტჱს ღმრთისაგან, და სულთა ჩუენთა უხუად დიდი წყალობაჲ.

„აწ და“: იტჳრთავ უკვე მტჳრთველსა ყოველთასა წმიდათა მიერ ჴელთა შენთა, რომელსა ევედრე, წმიდაო, უცხოჲსაგან ბოროტის მოქმედებისა უვნებელად ცხორებად ჩუენდა.

_ შემდგომად „ადიდებდითსა (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი ღირსისა გრიგოლისა: გამოსჩნდი შენ, ვითარცა სახჱ ბრწყინვალჱ და შეიწყნარე სული წმიდაჲ, ღირსო მამაო, რომლისა მიერ თუალნი სულისანი ხილვითა საღმრთოჲთა განაბრწყინვენ, და განათლებული ხედევდი რაჲ მომავალთა, ყოველსა ყოფადმდე იტყოდი უბიწოებითა საღმრთოჲთა, ხოლო აწ მეოხ-გუეყავ წინაშე ღმრთისა, წმიდაო გრიგოლ - 2-გზის.

დიდება, აწ და: ღმრთისმშობლად ჭეშმარიტად აღგიარებთ შენ, დედოფალო, შენ მიერ ცხოვნებულნი, რამეთუ ღმერთი ჰშევ გამოუთქმელად დამჴსნელ ჯუარითა სიკუდილისა და თჳსდა მიმართ მიმზიდველი ღირსთა კრებულისა, რომლისა თანა გაქებთ შენ, ქალწულო.

_ ყოველი სული - იგალობება.

_ „აქებდითსა ზედა დასდებლები - 4 მუხლად:

ღმერთშემოსილო მამაო, წმიდაო გრიგოლ, შენ უღელი ქრისტჱსი აღიღე ქედსა ზედა, და ახოვნებითა ზედა დასხმანი მტერთანი შეჰმუსრენ და უდაბნონი ქალაქად გამოაჩინენ, ამისთჳს გნატრით შენ და სარწმუნოებითა გიღაღადებთ: ჵ, მშუენიერო კლარჯეთისა დიდებაო, შენ ქრისტემან მკჳდრ-გყო უსხეულოთა თანა, მეოხ-გუეყავ ჩუენ - 2-გზის

ღმერთშემოსილო მამაო, წმიდაო გრიგოლ, სარწმუნოებით შემოკრებულნი ქართველნი, ვითარცა მოღუაწესა დიდსა პატივს-გცემთ შენ, და სარწმუნოებითა გიღაღადებთ: ჵ, წმიდასა ანტონს მიმსგავსებულო მეუდაბნოეო, რომელი სიხარულითა განხუედ უდაბნოდ უალად, და მჴეცთა-წილ დაამკჳდრენ კაცნი ანგელოზთა სწორნი, მეოხ-გუეყავ წინაშე ღმრთისა, რაჲთა გუაცხოვნნეს ჩუენ.

ღმერთშემოსილო მამაო, წმიდაო გრიგოლ, გამოშჩნდი შენ კანონ მონაზონთა და სიქადულ მართლმადიდებელთა, დამატკბობელ და ბრწყინვალე მნათობ ყოვლისა სოფლისა და უძლურთა უგამოცდილეს და პატიოსან მკურნალ, რამეთუ არა შეშინდი შიშისაგან მაცთურისა მტერისა და მშვილდნი და ისარნი ეშმაკთანი შემუსრენ და მძჳნვარენი საფრჴენი მათნი მოაუძლურენ საღმრთოჲთა სწავლითა შენითა. ჵ, ნიჭთა შენთა მოცემულთა, ნეტარო, რომლისა მიერ ბოროტთა ეშმაკთა არცხვინე და განაბრწყინვენ დიდებაჲ ქრისტჱსი.

დიდება: დავბეროთ საყჳრსა გალობათასა და განვსცხრებოდეთ და ვიშუებდეთ მოხარულნი ყოვლადწმიდასა შინა დღესასწაულსა ყოვლადქებულისა მოძღურისა ჩუენისასა. შემოკრბით ჵ, მორწმუნენო ქართველნო და შესჴმითა სულიერითა შევამკობდეთ და ვაქებდეთ სანატრელსა მამასა ჩუენსა, ვითარცა სწავლისა მდინარეთა აღმომდენთა ჩუენდა და უგალობდეთ: უძლურნი - სენთა მკურნალსა, ხოლო ჭირვეულნი - მჴსნელსა, შეცოდებულნი - მჴურვალესა მეოხსა, მწუხარენი - განმაცხრობელსა და მავალნი - მოგზაურსა, მენავენი - მმართებელსა და ყოველნი ყოვლით კერძო, ყოველთავე სასოსა სარწმუნოებით ვადიდებდეთ და ვიტყოდეთ: მეოხ-გუეყავ, ღმერთშემოსილო გრიგოლ, რაჲთა ლოცვათა შენთა მიერითა თხოვითა შეგვჭურნეს ჩუენ უფალმან ღმერთმან ძალითა თჳსითა უძლეველითა, ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთა ჩუენთა ზედა და გუაცხოვნნეს ჩუენ.

აწ და ღმრთისმშობლისა (დემეტრე ქართველთა მეფისა, ბაგრატოვანისა):

ღმრთისმშობელი და ყოვლადპატიოსანი, დედაჲ ქალწული, შუენიერი შროშანი, მას ახარებდა ანგელოზი ფრთოსანი, შენგან იშუების, მეფჱ გჳრგჳნოსანი და მას ჰმონებენ მეფენი მრავალყმოსანი.

_ „დიდებამაღალიანი - იგალობება.

ტროპარი ღირსისა გრიგოლისა: აღმობრწყინდი ვითარ მთიები...(მა IV).

„დიდება, აწ და ღმრთისმშობლისა აღდგომის განსატევებელი (ტროპრის ხმის მიხედვით, მა IV): „რომელი საუკუნითგან დაფარულ-იყო...

 

ჟამებზე:

_ ტროპარი: ღირსისა გრიგოლისა.

_ კონდაკი: ღირსისა გრიგოლისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები”.

_ III აღსავალზე („ნეტარებების” გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი”:

- ღირსი გრიგოლის კანონის III გალობიდან _ 4 მუხლი (ძლისპირით)

- ღირსი გრიგოლის კანონის VI გალობიდან _ 4 მუხლი, „დიდება და აწდა-თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპრები: - ტაძრისა;

- ღირსისა გრიგოლისა.

კონდაკები: „დიდება“- - ღირსისა გრიგოლისა;

„აწ და“ - ტაძრისა.

ბ) რომელიმე წმიდის სახელობისაა:

ტროპარი: - ღირსისა გრიგოლისა.

„დიდება“ კონდაკი - ღირსისა გრიგოლისა;

„აწ და“ – სასოო და შესავედრებელო....

წარდგომა, ალილუია და განიცადე – ღირსისა.

სამოციქულო და სახარება – ღირსისა.

წარდგომა (მა VII): პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

მუხლი: რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე?.

ალილუია (მა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად.

მუხლი: „ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი და თესლი წრფელთაი იკურთხოს.

განიცადე: სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.