საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (მოწამისა, მრავლობით რიცხვში და ღირსისა).
კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „ორი წმიდის“ (II რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარი და კონდაკი: მოციქულისა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 - ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-18.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები 6 მუხლად:
- მოწამეთა - 3 მუხლი (ხმა IV).
- ღირსისა - 3 მუხლი (ხმა V).
„დიდება“ - მოწამეთა: „გაქუთ თქუენ მდინარე...“ (ხმა II).
„აწ და“ _ ჯვარღმრთისმშობლისა (პარაკლიტონიდან).
შენიშვნა: როცა ვიყენებთ საზიარო თვენს, მასში მოცემულია მაღალი რანგის მსახურება და შესაბამისად არ წერია ჯვარღმრთისმშობლისანები. ისინი უნდა მოვიძიოთ პარაკლიტონში, შესაბამისი დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით..
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ წარდგომა დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:
- „შენდამი აღვიხილენ თვალნი...“
- „მიწყალენ ჩვენ უფალო შემიწყალენ...“
„დიდება, აწ და“ _ ჯვარღმრთისმშობლისა (პარაკლიტონიდან).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:
ტროპარი მოწამეთა: „წმიდათა მოწამეთა წარმართებანი...“ (ხმა V).
„დიდება“ ტროპარი ღირსისა: „მართლმადიდებლობისა წინამძღვარო...“ (ხმა VIII).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „ტარიგი მწყემსი...“ (ხმა VIII).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება V ხმაზე).
ტროპარი მოწამეთა: „წმიდათა მოწამეთა წარმართებანი...“ (ხმა V) _ 2-გზის
„დიდება“ ტროპარი ღირსისა: „მართლმადიდებლობისა წინამძღვარო...“ (ხმა VIII).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „ტარიგი მწყემსი...“ (ხმა VIII).
_ რიგითი კანონები _ მე-19 და მე-20.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები - არ აღესრულება.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.
„დიდება“ „აწ და“- მისივე.
ჩასართავები:
- შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღამაღლებდით უფალსა, ღმერთსა ჩუენსა, და თაყუანის-სცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს“.
- შემდგომად II სტიქოლოგიის წარდგომისა: „ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩუენმან, წინასაუკუნეთამან შეჰქმნა ცხოვრება შორის ქუეყანისა“.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - შვიდეულის დღისა - 6 მუხლად (ძლისპირი 1-გზის).
II კანონი - მოწამეთა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
III კანონი - ღირსისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ ღირსის კანონის ძლისპირი.
_ „უმცირესი“ - „უფალსა უგალობდით“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი ღირსისა: „განბრწყინდი სათნოებითა...“ (ხმა VIII).
შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც იკითხება, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
- წარდგომა მოწამეთა: „ვითარცა ოქრო...“ (ხმა I).
„დიდება“ წარდგომა ღირსისა: „მოღუაწებისა ზეთითა...“ (ხმა VIII).
„აწ და“ - მისივე: „იტვირთე წიაღთა...“
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი მოწამეთა: „სამებისა დიდება...“ (ხმა I).
შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც იკითხება, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“.
_ „განმანათლებელი“ შვიდეულის დღისა.
„დიდება“ განმანათლებელი მოწამეთა: „რომელნი ღუაწლთა მიერ...“ (ხმა VIII).
„აწ და“ _ ღმრთისმშობლისა პარაკლიტონიდან.
_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე).
„დიდება“ „აწ და“ - „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...“
_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.
_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:
- „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...“
- „და იყავნ ნათელი უფლისა...“
„დიდება“ „აწ და“ _ ჯვარღმრთისმშობლისა (პარაკლიტონიდან)
_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1გზის.
ტროპარი მოწამეთა: „წმიდათა მოწამეთა წარმართებანი...“ (ხმა V).
„დიდება“ ტროპარი ღირსისა: „მართლმადიდებლობისა წინამძღვარო...“ (ხმა VIII).
„აწდა“ - ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ – „კეთილ არსზე“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „ნაყოფი მუცლისა...“ (ხმა VIII).
ჟამებზე:
_ ტროპრები: მოწამეთა და ღირსისა.
_ კონდაკები: მოწამეთა და ღირსისა მონაცვლეობით.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „ყოველდღიური ანტიფონები“ - „კეთილ-არს აღსარებად უფლისა...“.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპარები: - შვიდეულის დღისა: „აცხოვნე უფალო ერი შენი...“
- მოწამეთა;
- ღირსისა.
კონდაკები: - მოწამეთა;
- ღირსისა;
„დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“;
„აწ და“ – შვიდეულის დღისა.
ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - შვიდეულის დღისა: „აცხოვნე უფალო ერი შენი...“
- ტაძრისა;
- მოწამეთა;
- ღირსისა.
კონდაკები: - შვიდეულის დღისა;
- მოწამეთა;
- ღირსისა;
„დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“;
„აწ და“ – ტაძრისა.
გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - შვიდეულის დღისა;
- ტაძრისა;
- მოწამეთა;
- ღირსისა.
კონდაკები: - შვიდეულის დღისა;
- ტაძრისა;
- მოწამეთა;
- ღირსისა;
„დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“;
„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მოწამეთა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და მოწამეთა.
წარდგომა: (ხმა VII) „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა და თაყვანის-ჰსცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა რამეთუ წმიდა არს“.
მუხლი: „უფალი სუფევს განრისხნედ ერნი, რომელი ზის ზედა ქერაბინთა, შეიძარნ ქვეყანა“.
წარდგომა (ხმა IV): „წმიდათა რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკვირველ-ჰყო უფალმან ყოველივე ნება მისი მათ შორის“.
ალილუია (ხმა I): „მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან“.
მუხლი: „ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩვენმან წინა საუკუნეთმან შეჰქმნა ცხოვრება შორის ქვეყანისა“.
ალილუია (ხმა IV) - „ჰხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი“.
განიცადე: „ცხოვრება ჰქმნა შორის ქუეყანისა ღმერთმან“.
განიცადე: „იხარებით მართალნი უფლისა მიმართ და აუარებდით სახსენებელსა სიწმიდისა მისისასა“.