წლის ციკლის მსახურება აღესრულება – სადღესასწაულოდან.
კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.
საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: კვირა, წმიდა მამათა ხსენება.
დიდი მწუხრი:
_ „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იგალობება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება.
_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად:
- აღდგომისა - 3 მუხლი (ხმა I).
- აღმოსავლური - 1 მუხლი (ხმა I).
- წმ. მამათა – 6 მუხლი (ხმა VI).
„დიდება“ წმ. მამათა: „დღეს სულისა...“ (ხმა VI).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა): „ყოვლისა სოფლისა დიდებასა..“ (ხმა I).
_ შესვლა საცეცხლურით.
_ დღის წარდგომა.
_ საწინასწარმეტყველო: მამათა _ 3.
_ „ლიტიასა“ ზედა დასდებლები – ტაძრისა.
„დიდება“ წმ. მამათა: „მოციქულთა მცნებისა...“ (ხმა III).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „უთესლოდ მუცლად იღე...“ (ხმა III).
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა).
„დიდება“ წმ. მამათა: „წლითი წლად დღეს...“ (ხმა IV).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „მოხედენ ვედრებასა...“ (ხმა IV).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
- ღმრთისმშობელო ქალწულო – 2-გზის.
- ტროპარი წმ. მამათა: „უფროსად დიდებულ ხარ...“ (ხმა VIII) 1-გზის.
_ პურის კურთხევა.
დიდი ცისკარი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება I ხმაზე).
ტროპარი აღდგომისა: „რაჟამს ლოდი იგი დაბეჭდულ იყო...“ - 2-გზის (ხმა I).
„დიდება“ ტროპარი წმ. მამათა: „უფროსად დიდებულ ხარ...“ (ხმა VIII).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „რომელი ჩუენთვის იშევ...“ (ხმა VIII).
_ რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.
„დიდება“ „აწ და“ - მისივე.
შენიშვნა: კვირას, I სტიქოლოგიის შემდგომი წარდგომის „აწ და“-ზე ითქმის ღმრთისმშობლისა, აღდგომის განსატევებელი მიმდინარე ხმისა.
ჩასართავები:
- შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღდეგ, უფალო, ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“.
- შემდგომად II სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“.
_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და135-ე ფსალმუნები).
_ აღდგომის ტროპრები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ
_ იპაკო და ანტიფონები (ხმა I).
_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „აწ აღვსდგე, იტყვის უფალი, დავსდვა ცხოვრება და განვსცხადნე მას ზედა“ (ხმა I).
მუხლი: „სიტყვანი უფლისანი არიან სიტყვა წმიდა“.
_ საცისკრო სახარება: სახ. VII, ინ. 63 დას. XX, 1-10.
_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“
_ 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ – „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...“
„აწ და“ – „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- „აღდგა რა იესო განთიად...“
_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი აღდგომისა - 4 მუხლი (ძლისპირი 1-გზის).
II კანონი ჯვარაღდგომისა - 2 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
III კანონი ღმრთისმშობლისა - 2 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
IV კანონი წმ. მამათა - 6 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია - „აღაღე პირი ჩემი...“
_ „უმცირესი“ – „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი და იკოსი აღდგომისა (ხმა I).
- წარდგომა წმ. მამათა: „ნათელნო ბრწყინვალენო...“
„დიდება, აწ და“ - მისივე: „მსწრაფლ გვეწიე ჩუენ..“
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი წმ. მამათა (ხმა VI).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი...“ - თავისი მუხლებით.
_ განმანათლებელი აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (VII).
„დიდება“ _ განმანათლებელი წმ. მამათა: „მამანო ზეციერისა...“
„აწ და“ - მისივე: „ვედრებითა ყოვლად-სახიერო..“
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად:
- აღდგომისა - 4 მუხლი (ხმა III).
- წმ. მამათა - 4 მუხლი. თავისი ჩასართავებით.
„დიდება“ წმ. მამათა: „მწყობრნი საღმრთონი...“
„აწ და“ – „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
- ტროპარი კენტი ხმისა.
ჟამებზე:
„დიდება“ „აწ და“ გერი (ათერთმეტთაგანი) (VII).
_ ტროპრები: აღდგომისა (ხმა I) და წმ. მამათა.
_ კონდაკები: აღდგომისა და მამათა მონაცვლეობით.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 10 მუხლად:
- მიმდინარე ხმისა - 6 მუხლი (პარაკლიტონიდან).
- მამათა კანონის III გალობიდან - 4 მუხლი, „დიდება“ „აწ და“ - თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან რომელიმე წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა;
- წმ. მამათა;
კონდაკები: _ აღდგომისა;
„დიდება“ - წმ. მამათა;
„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.
ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა;
- წმ. მამათა;
კონდაკები: _ აღდგომისა;
„დიდება“ - _ წმ. მამათა;
„აწ და“ - ტაძრისა.
წარდგომა და ალილუია - წმ. მამათა.
სამოციქულო და სახარება – დღისა (რიგისა) და წმ. მამათა.
განიცადე _ კვირისა და წმ. მამათა.
შენიშვნა: წარდგომა, მამათა გალობა, შინაარსით უფლის სადიდებელია, ამიტომ აღდგომის ხმის წარდგომას ჩაანაცვლებს.
წარდგომა, გალობა მამათა (ხმა IV): „კურთხეულ ხარ შენ უფალო ღმერთო მამათა ჩვენთაო და ქებულ და დიდებულ სახელი შენი უკუნისამდე“.
მუხლი: „რამეთუ მართალ ხარ შენ ყოვლისავეთვის, რომელი ესე მიყავ ჩუენ“.
ალილუია (ხმა I): „ღმერთი ღმერთთა უფალი იტყოდა და უწოდდა ქუეყანასა აღმოსავალითგან მზისაით, ვიდრე დასავლადმდე“.
მუხლი: „შემოჰკრიბენით მისსა წმიდანი მისნი აღმასრულებელნი აღთქმისა მისისანი“.
განიცადე: „აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა“.
განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და ესვიდეთ მას“.