უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

წლის ციკლის მსახურება აღესრულება -  საზიარო თვენიდან (წინასწარმეტყველისა და მოწამისა).

კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „ორი წმიდის“ (II რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი - მოციქულისა.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ 3-გზის - იკითხება.

_ აკურთხევს სული ჩემი უფალსა (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-15 (ხუთშაბათს ცისკრად დატევებული კანონი).

_ უფალო ღაღად-ვჰყავ (იგალობება IV მაზე).

_ უფალო ღაღად-ვჰყავ-სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:

- წინასწარმეტყველისა - 3 მუხლი (მა IV, წინასწარმეტყველის საზიაროდან).

- მოწამისა - 3 მუხლი (მა IV, მოწამის საზიაროთაგან).

დიდება, აწ და _ ჯვარღმრთისმშობლისა (პარაკლიტონიდან).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა დღისა.

_ სტიქარონსა ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:

- შენდამი აღვიხილენ თვალნი...

- მიწყალენ ჩვენ უფალო შემიწყალენ...

დიდება, აწ და _ ჯვარღმრთისმშობლისა (პარაკლიტონიდან).

_ „აწ განუტევე.

_ შემდგომად „მამაო ჩვენო-სი:

ტროპარი წინასწარმეტყველისა: „წინასწარმეტყველისა შენისა... (მა II, საზოგადო).

„დიდება ტროპარი მოწამისა: „მოწამემან შენმან უვაროს... (მა IV).

„აწ და - ღმრთისმშობლისა შვიდეულის დღის განსატევებელი ანუ უმცირესთაგანი(დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): ქალწულო ყოვლად უხრწნელო... (მა IV).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება II მაზე).

ტროპარი წინასწარმეტყველისა: „წინასწარმეტყველისა შენისა... (მა II, საზოგადო) – 2-გზის.

„დიდება ტროპარი მოწამისა: „მოწამემან შენმან უვაროს... (მა IV).

„აწ და - ღმრთისმშობლისა შვიდეულის დღის განსატევებელი ანუ უმცირესთაგანი(დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): ქალწულო ყოვლად უხრწნელო... (მა IV).

_ რიგითი კანონები _ მე-19 და მე-20.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები - არ აღესრულება.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.

„დიდება აწ და- მისივე.

ჩასართავები:

- შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: აღამაღლებდით უფალსა, ღმერთსა ჩუენსა, და თაყუანის-სცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს“.

- შემდგომად II სტიქოლოგიის წარდგომისა: „ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩუენმან, წინასაუკუნეთამან შეჰქმნა ცხოვრება შორის ქუეყანისა“.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - შვიდეულის დღისა - 6 მუხლად (ძლისპირი 1-გზის).

II კანონი - წინასწარმეტყველისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

III კანონი - მოწამისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ მოწამის კანონის ძლისპირი.

_ „უმცირესი - „უფალსა უგალობდით.

_ შემდგომად „განძლიერდასა (III გალობისა):

- კონდაკი წინასწარმეტყველისა: „ვითარცა დიდსა წინასწარმეტყველსა... (მა III).

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც იკითხება, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

- წარდგომა წინასწარმეტყველისა: „იქმენ უბიწოო... (მა IV).

დიდება წარდგომა მოწამისა: „ვითარცა ოქრო ბრძმედსა შინა... (მა I).

აწ და - მისივე: „შემწე შეუწევნელთა...

_ შემდგომად „ღაღადყავსა (VI გალობისა):

- კონდაკი მოწამისა: „ქრისტესა შეუდეგ... (მა IV).

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც იკითხება, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა.

_ შემდგომად „ადიდებდითსა (IX გალობისა): ღირს არსი.

_ „განმანათლებელი შვიდეულის დღისა.

„დიდება განმანათლებელი წინასწარმეტყველისა: „ნუგეშინისმცემელისა სულისა... (მა I).

აწ და _ ღმრთისმშობლისა პარაკლიტონიდან.

_ „აქებდით უფალსა ცათაგან - იკითხება (დასდებლების გარეშე).

დიდება „აწ და - „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...

_ „დიდებამაღალიანი - იკითხება.

_ „აღვივსენითსა ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:

- „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...

- „და იყავნ ნათელი უფლისა...

„დიდება „აწ და _ ჯვარღმრთისმშობლისა (პარაკლიტონიდან)

_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა - 1გზის.

ტროპარი წინასწარმეტყველისა: „წინასწარმეტყველისა შენისა... (მა II, საზოგადო).

„დიდება ტროპარი მოწამისა: „მოწამემან შენმან უვაროს... (მა IV).

„აწდა - ღმრთისმშობლისა შვიდეულის დღის განსატევებელი ანუ უმცირესთაგანიკეთილ არსზე (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): შენ გადიდებთ ღმრთისმშობელო... (მა IV).

 

ჟამებზე:

_ ტროპრები: წინასწარმეტყველისა და მოწამისა.

_ კონდაკები: წინასწარმეტყველისა და მოწამისა მონაცვლეობით.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „ყოველდღიური ანტიფონები - „კეთილ-არს აღსარებად უფლისა....

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:

ტროპარები: - შვიდეულის დღისა: აცხოვნე უფალო ერი შენი...

- წინასწარმეტყველისა;

- მოწამისა.

კონდაკები: - წინასწარმეტყველისა;

- მოწამისა;

„დიდება - „წმიდათა თანა განუსვენე...;

„აწ და – შვიდეულის დღისა.

ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - შვიდეულის დღისა: აცხოვნე უფალო ერი შენი...

- ტაძრისა;

- წინასწარმეტყველისა;

- მოწამისა.

კონდაკები: - შვიდეულის დღისა;

- წინასწარმეტყველისა;

- მოწამისა;

„დიდება - „წმიდათა თანა განუსვენე...;

„აწ და – ტაძრისა.

გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - შვიდეულის დღისა;

- ტაძრისა;

- წინასწარმეტყველისა;

- მოწამისა.

კონდაკები: - შვიდეულის დღისა;

- ტაძრისა;

- წინასწრმეტყველისა;

- მოწამისა;

„დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...;

„აწ და“ – სასოო და შესავედრებელო....

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და წინასწარმეტყველისა.

სამოციქულო და სახარება – დღისა (რიგისა) და წინასწარმეტყველისა.

წარდგომა: (მა VII): „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა და თაყვანის-ჰსცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა რამეთუ წმიდა არს.

მუხლი: უფალი სუფევს განრისხნედ ერნი, რომელი ზის ზედა ქერაბინთა, შეიძარნ ქვეყანა.

წარდგომა (მა IV): შენ ხარ მღუდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა.

ალილუია (მა I): მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან.

მუხლი: ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩვენმან წინა საუკუნეთმან შეჰქმნა ცხოვრება შორის ქვეყანისა.

ალილუია (მა V) - „მოსე და აჰრონ მღუდელთა შორის მისთა, და სამოელ მათანა, რომელნი ჰხადოდეს სახელსა მისსა.

განიცადე: „ცხოვრება ჰქმნა შორის ქუყანისა ღმერთმან.

განიცადე: სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდეს.