შენიშვნა: „დიმიტრის შაბათს“ მიცვალებულთა მსახურება აღესრულება დიმიტრი თესალონიკელის ხსენების (ძვ. სტ. 26 ოქტ. _ ახ. სტ. 8 ნოემ.) წინა შაბათს, თუ ამ დღეს არ დაემთხვა მაღალი რანგის მსახურება.
განსხვავებით ეკლესიაში დადგენილი ზოგადსაეკლესიო, საყოველთაო, მიცვალებულთა მოსახსენებელი დღეებისა, როგორიცაა ხორციელის შაბათი, დიდი მარხვის II, III, IV შვიდეილის შაბათი დღეები, სულის შაბათი და ა.შ. დიმიტრის შაბათის აღსრულება რუსული ეკლესიის ტრადიციაა და მათგან გაზიარებულია საქართველოს ეკლესიაშიც.
ამასთან, ძვ. სტ. 20 ოქტომბერს ღირ. გაბრიელ სალოსისა და აღმსარებელის ხსენებაა. საქართველოს ეკლესიის კალენდარში მას „დიდებამაღალიანის“ (III რანგის) მსახურება განეკუთვნება. მიუხედავათ ამისა, ბევრ ტაძარში ეს დღე უფრო საზეიმოდ აღინიშნება, რის გამოც ჩვენ შემოგთავაზებთ IV რანგის მსახურებას (უპირატესის კურთხევით ეს მსახურება შეიძლება V რანგშიც ჩატარდეს). ასევე, საცნობელია, რომ წმ. გაბრიელ სალოსის სახელობის ტაძრებში იგი უცილობლად „ღამისთევით“ უნდა აღესრულება, რის გამოც დიდმიტრის შაბათის მსახურება სხვა შაბათ დღეს გადაიტანება!
IV და V რანგის მსახურებათა შემთხვევაში ცხადია, ჯერ წმ. გაბრიელ სალოსის სამოციქულო და სახარება უნდა წავიკითხოთ - გალ. 213 დას. V, 22 – VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30, შემდეგ კი _ დღისა (რიგისა).
წირვის შემდეგ შესაძლებელია მიცვალებულთა მოსახსენებლად დიდი პანაშვიდის აღსრულებაც.
შენიშვნა: თუ ტაძარში ორი ტრაპეზია და ერთზე მეტი მღვდელი მსახურობს, უპირატესის კურთხევით შესაძლებელია ორივე (წმიდა გაბრიელ სალოსისა და მიცვალებულთა) მსახურების აღსულება, ოღონდ ერთ ტრაპეზზე – 6:30 საათზე, მორე ტარპეზზე - კი 9:00 საათზე (ან 7:30 სთ. და 10:00 სთ.).
საღამოს მსახურება: IX ჟამი _ დიდი მწუხრი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება - თინათინ მჭედლიშვილის მიერ შედგენილი განგების მიხედვით.
შენიშვნა: შეგიძლიათ ისარგებლოთ მამა არჩილ მინდიაშვილის მიერ შედგენილი პარაკლისითაც.
კვირის ციკლისა - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შაბათს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.
IX ჟამი:
_ ტროპრები: წინასწარმეტყველისა და მოწამისა.
_ კონდაკი: მოწამისა.
დიდი მწუხრი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I აღასავალი.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება V ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები - 8 მუხლად:
- წმ. გაბრიელ სალოსისა - 8 მუხლი (ხმა V).
- მწყემს ცხოვართა გპოვებთ შენ, დაფარულად მოღუაწედ გულისჴმა-გყოფთ, და ეშმაკთა შენ მიერ დაცემულსა ვხედავთ, ღმერთშემოსილო გაბრიელ, საკჳრველო, ბრწყინვალებაო საღმრთოჲსა სიყუარულისაო და განმანათლებელო ერისა შენისაო; სუეტო შეურყეველო მოთმინებისაო; სიმტკიცეო და ძელო ეკლესიისაო; ლამპარო ყოვლადბრწყინვალეო და მნათობო ყოვლისა საქართველოჲსაო; სათნოებათა საუნჯეო და წმიდითა ლოცვითა შენითა მეოხო ყოველთა პატივისმცემელთა შენთაო, გვიოხე აწ ქრისტჱს მიმართ და გჳთხოვე, ღირსო, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.
- იქების მარადის მართლმადიდებელთა ქრისტეს მოყუარეთა მიერ, საღმრთონი სათნოვებანი შენნი, ღმერთშემოსილო გაბრიელ, საკჳრველო, სიწმიდე, სიმშჳდე, და სიმდაბლჱ და გლახაკთა მოწყალებაჲ. აწ ჩუენცა არა უმეცარ ვართ ღუაწლთა შენთა და შრომათა, და მჴურვალედ გევედრებით: გვიოხე აწ ქრისტჱს მიმართ და გჳთხოვე, ღირსო, ცოდვათა და უსჯულოებათა ჩუენთა შენდობაჲ.
- სიქადულო მოსაგრეთაო და სიმტკიცეო მართლისა სარწმუნოებისაო, სამებისა წმიდისა გამორჩეულო მსახურო, მოდასეო ანგელოზთაო, ქუეყანით ზეცად ამაღლებულო სალოსობითა შენითა და სასუფეველსა დამკჳდრებელო, გვიოხე აწ ქრისტჱს მიმართ და გჳთხოვე, ღირსო, რაჲთა საცთურებასა და ჭირთა საჴუმილსა შინა, ჩუენცა გუასხუროს ცუარი მადლისა შენისაჲ.
- დღესასწაულობს ქართველთა ეკლესიაჲ ჴსენებასა შენსა და გჳწესს შენისა ღუაწლისა შესხმად, ღმერთშემოსილო გაბრიელ, საკჳრველო, ანგელოზთა თანა შეერთებულო ტაძარო საიდუმლოთაო, უფსკრულო გულისჴმისყოფისაო, მხილველო გამოუთქმელთაო, მამაო ბერთაო, სიქადულო მონაზონთაო და წინამძღუარო განშორებულთაო, რომელი წინაშე ყოვლადწმიდისა სამებისა იხარებ მრავლითა ბრწყინვალებითა განათლებული და შემწე ხარ მვედრებელთა შენთათჳს, გვიოხე აწ ქრისტჱს მიმართ და გჳთხოვე, ღირსო, რაჲთა გარდამოგვივლინოს ძალი, სიმჴნჱ, სიბრძნჱ და მძლეველობაჲ ყოველთა მტერთა და მაჭირვებელთა ზედა.
სხუაჲ დასდებელი. (ჴმაჲ 2).
- ვითარიმე ქებისა გჳრგჳნი შეუთხზნათ სასტიკითა მოსაგრეობისა სალოსობითა დამფარველსა ბერსა და ყოველთა შუამდგომელსა და შემწესა მჴურვალესა, ყოველთა ჭირვეულთა ნუგეშინისმცემელსა და ყოველთა განსაცდელსა შინა მყოფთა შესავედრებელსა, კეთილმსახურებისა სუეტსა, მორწმუნეთა წინამბრძოლსა, ყოვლადქებულსა გაბრიელ სალოსსა, რომლისა მიერ აღძრვანი მტერთანი ქრისტემან დაამხუნა, რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ. 2-გზის.
- ვითარითა ქებისა საგალობელითა უგალობდეთ ქალაქსა შინა, ვითარცა უდაბნოსა შინა დამკჳდრებულსა, და წინამძღურად და სამხილებელად ერისა ჩუენისა გამოჩინებულსა, დიდსა შემწესა და ბერ-მოძღუარსა გაბრიელსა, ყოველთა უკეთურთა და უდებთა მარცხუენელსა, რომლისათჳსცა აღძრვანი მათნი ქრისტემან დაამხუნა, რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ.
- ვითარითა ქებისა გალობითა უგალობდეთ ნიშთა და სასწაულთა მიერ ეკლესიისა შემამკობელსა და მწყემსსა და მოძღუარსა ივერიელთასა, რომელი მსგავსად მზისა გამოუჩნდა ერსა ჩუენსა და განსწავლიდა ღმრთისა და მამულისა სიყუარულითა, ამისთჳსცა დაგჳძს სასოებაჲ ჩუენი მისსა მიმართ, რაჲთა აღვიარებდეთ ერთობითა სარწმუნოებისაჲთა და სიყუარულითა, ვითარცა წინამძღვარსა და სიმტკიცესა ერისა ჩუენისასა, რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ.
„დიდება“ წმ. გაბრიელ სალოსისა: - დავბეროთ აწ კუალად ნესტუსა გალობათასა და განვსცხრებოდეთ და ვადიდებდეთ ქრისტესა ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი მამაჲ და მეოხი დედისა მისისა წილ-ხუდომილსა ერსა ჩუენსა და ქებითა გალობისაჲთა შევასხმიდეთ, ბერთა სიქადულსა და ქართლისა დიდებასა, წყაროსა საკჳრველებათასა და მორწმუნეთა დიდსა მეოხსა და შუამდგომელსა, რამეთუ არავინ ყოფილ არს მამათა ჩუენთაგანი მსგავს მისდა. (ხმა 6).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა, დოგმატიკონი (წარსაგზავნი ხმისა, ხმა I): „ყოვლისა სოფლისა დიდებასა...“
_ შესვლა საცეცხლურით.
_ წარდგომა - დღისა.
_ საწინასწარმეტყველო _ 3
1. სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი. (მართალთა სულნი ხელთა შინა ღმრთისათა...)
2. სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი. (მართალნი საუკუნოდ ცხოვნდეს. და უფლისა მიერ...) (იძიე ძვ.სტ. 9 მარტს)
3. სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი (მართალი თუ აღესრულოს განსუენებასა შინა...) (იძიე ძვ.სტ. 7 მაისს).
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები წმ. გაბრიელ სალოსისა: ცუდად დიდებასა და ამპარტავანებასა და გულის სიტყუათა მწინკულევანთა წინა აღუდგებოდი და განაქარვებდი სრულებით სიმშჳდითა მით და სიმდაბლითა ქრისტჱსითა, და მცნებათა მისთა იწურთიდ მარადის, დღისი და ღამით გონებითა წმიდითა, და მჴურვალჱ ლოცვაჲ შენი აღიწეოდა ზეცას, ვითარცა სუეტი ნათლისაჲ, სანატრელო ბერო გაბრიელ, აწცა გჳთხოვე ქრისტჱსგან დიდი წყალობაჲ.
მუხლი. „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“.
მოაკუდინე შენ გულისთქმაჲ და შეიყუარე წმიდა ქალწულებაჲ, და ვითარცა ნათელი, შთაიცუ სიწმიდჱ, და ვითარცა გურიტი სიმშჳდით ჰმონებდი ქრისტესა გონებითა უბიწოჲთა, სანატრელო ბერო გაბრიელ, შემკული საღმრთოჲთა გულისჴმის-ყოფითა. ამისთჳსცა გაქებთ და გნატრით კეთილქებისა გალობითა.
მუხლი. „ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“.
შეგამკო ღმერთმან, ბერო გაბრიელ, ნათლითა სასწაულთაჲთა და მადლთა საღმრთოჲთა ბრწყინვალებითა, და აღავსო სული შენი სიბრძნითა, და ვითარცა წყაროჲ ცხოველი და თუალი დაუწყუედელი აღმოაცენებდი მოძღურებათა საღმრთოთა, აღორძინებისათჳს ქრისტჱს სამწყსოსაჲთა.
- „დიდება“: სიმრავლჱ მონაზონთა წინამძღურად აღგიარებს, ღმერთშემოსილო, ღირსო გაბრიელ, რამეთუ აღივსებიან საღმრთოჲთა მით მადლთა, რომელ დაუტევე, და იშუებენ საჴსენებელსა შენსა, მობაძავო პირველ საუკუნეთა მამათაო, მათ თანა ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა შეიწყალნეს მან სულნი ჩუენნი ოხითა თქუენითა.
- „აწ და“: უსძლოო ქალწულო, რომელმან ღმერთი მუცლად-იღე გამოუთქმელად, დედაო ღმრთისა მაღლისაო, ვედრებაჲ მონათა შენთაჲ შეიწირე, ყოვლადუბიწოო, რომელი მისცემ ყოველთა შენდობასა ცოდვათასა, ჩუენიცა ვედრებაჲ შეიწირე და გჳთხოვე ჩუენ დიდი წყალობაჲ.
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“-სი:
ტროპარი წმ. გაბრიელ სალოსისა: საღმრთოჲსა ქუხილისა საყჳრო სულიერო და ჴმამაღალო ქადაგო სიყუარულისაო, მოწამეთა მსგავსად მოღუაწეო და განსაცდელთა შინა მყოფთა მსწრაფლ შემწეო, ქართველთა სიქადულო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს. (ხმა VIII).
სხვა ტროპარი წმ. გაბრიელ სალოსისა: ჯუარცმითა და ღუაწლითა შენითა სულნი კაცთანი მოიმკუენ სასუფევლისათჳს ღმრთისა, უღმრთოთა წინაშე, ვითარცა უჴორცოჲ, უშიშად აღიარებდი ღმერთსა და სისხლითა და ცრემლითა დაამტკიცებდი სასუფეველსა, სიმდაბლჱ შეიმოსე, ვითარცა სამოსელი ნათლისაჲ და წუთისოფლისა ზრახვანი უძლეველად დაამჴუენ სალოსობითა შენითა, სიქადულო ქართველთა ერისაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე შენგან შეყუარებულსა ჯუარცმულსა ღმერთსა, იესუ ქრისტესსა, შეწყალებად და ცხოვნებად სულთა ჩუენთათჳს.
„დიდება, აწ და“ ღმრთისმშობლისა, აღდგომისა (წარსაგზავნი ხმისა, ხმა I): „გაბრიილ გიღაღადა...“
დიდი ცისკრი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება VIII ხმაზე).
ტროპარი წმ. გაბრიელ სალოსისა: „საღმრთოისა ქუხილისა...“ (ხმა VIII) 2-გზის.
„დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა, აღდგომისა (წარსაგზავნი ხმისა, ხმა I): „გაბრიილ გიღაღადა...“
_ რიგითი კანონები: მე-16 და მე-17.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა – წმ. გაბრიელ სალოსისა _ 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ - მისივე.
წარდგომა შემდგომად I სტიქოლოგიისა:
სიგლახაკესა შინა სულმან წმიდამან გცხო გონიერებაჲ, და გარდაცვალა გული შენი და მეოხ-გყო ერსა ზედა ჩუენსა და ისმენ ვედრებასა და მორწმუნეთა თხოვასა. აწ გამოაბრწყინვე გულსა ჩუენსა ნათელი ჭეშმარიტი და მეოხ-გუეყავ მაქებელთა შენთა დაუცხრომელად - 2-გზის
„დიდება, აწ და“: განეცხადების საიდუმლოჲ საუკუნითგან დაფარული მთავარანგელოზს, მითხრობად ძრწოლით ქალწულისა მიმართ, ხოლო იგი ახარებს კურთხეულსა დედათა შორის, რომლისა-თანა ვჴმობდეთ: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.
წარდგომა შემდგომად II სტიქოლოგიისა:
შრომანი შენნი სულიერნი და კეთილნი სათნოვებანი და გულისა სიწრფოვებანი, იხილნა რაჲ მაღალმან, მოხედვა-ყო წყალობით, რომელი ჰხედავს მდაბალთა, და სულით და ჴორცით გადიდა, და აწ ჴსენებისა შენისა აღმასრულებელთა ჴსნაჲ გჳთხოვე შეცოდებათა, ვითარცა წინაშე ღმრთისა მდგომარემან - 2-გზის.
„დიდება, აწ და“: ყოველთა შემოქმედი ღმერთი და დამბადებელი, ყოვლადუბიწოო, წმიდაო, საღმრთოჲსა სულისა მიერ მუცლად იღე და უხრწნელად ჰშევ, რომლისათჳსცა გადიდებთ შენ და გიგალობთ, ქალწულო, ვითარცა ყოველთა მეუფისა პალატსა და სოფლისა შემწესა.
_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი.
_ „გადიდებსა“ ღირსისა მამისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით დავითნიდან).
_ „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“: სიჩჩოჲთგან განწმედილ-იქმენ შენ, მარადის ჴსენებულო ღირსო მამაო, და ჟამსა მას უღმრთოთა ზეობისასა, ქუეყანასა ზედა, ვითარცა ანგელოზი იქცეოდი, რამეთუ ჴორცნი მოაკუდინე მოღუაწებითა და საღმრთოჲთა შურითა შენითა სამებისა წმიდისა სათნოდ გამოსჩნდი, რომლისათჳსცა გუნდსა სალოსათა და აღმსარებელთასა შეერთე, ბერო გაბრიელ, და საწუთოთა შუებათაგან სიმაღლედ აღიყუანენ ერნი მორწმუნეთანი, ღმერთშემოსილო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად, სურვილით პატივის-მცემელთა ჴსენებისა შენისასა - 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ - მისივე: თანა დაუსაბამოჲ სიტყუაჲ მამისაჲ, შენგან მიიღებს დასაბამსა ბუნებისა ჩუენისასა, ღმრთისმშობელო, და უჟამო შემოვალს ჟამსა შინა და სიტყუაჲ განზრქებოდის, ხოლო ძჱ ღმრთისაჲ ძედ შენდა იწოდების. ეჰა, მიუწვთომელი ესე საიდუმლოჲ, იესუ ქრისტე გუშინ და დღეს, და იგი თავადი არს უკუნისამდე.
_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).
_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმიდათა მისთა“ (ხმა VII).
მუხლი: „რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი ესე მომაგო მე“.
_ საცისკრო სახარება: ლკ. 24 დას. VI, 17-23.
_ 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მეოხებითა წმიდისა მამისა ჩუენისა გაბრიელისა .... მოწყალეო...“
„აწ და“ - „მეოხებითა ღმრთისმშობელისათა...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
წარდგომა შემდგომად 50-ე ფსალმუნისა: ყოველსა ქუეყანასა განხდა ჴმაჲ ღუაწლისა შენისაჲ, ღმრთივგანბრძნობილო მამაო, სანატრელო, ამისთჳს ზეცათა შინა ჰპოვე სასყიდელი შრომათა შენთაჲ, და მრჩობლი გჳრგჳნი მოიღე ღმრთისაგან: აღმსარებელისაჲ და სალოსისაჲ, და აწ კადნიერებაჲ გაქუს წინაშე ღმრთისა, მშჳდობაჲ ითხოვე სულთა ჩუენთათჳს.
_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
I კანონი - ტაძრისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი – წმ. გაბრიელ სალოსისა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის, განვლილი კვირის ცისკრიდან, პარაკლიტონიდან).
შენიშვნა: დასაშვებია წავიკითხოთ ღმრთისმშობლის კანონი „ქუეყანასა მწყურნებსა“ ან „ეტლთა მფლობელი ფარაო“ პარაკლიტონიდან.
II კანონი – წმ. გაბრიელ სალოსისა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია - „აღაღე პირი ჩემი“.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
გალობაჲ 1, უგალობდითსა.
ძლისპირი: წამის ყოფითა, ღმერთო, ბუნებანი მდინარენი ზღუდედ აღამაღლენი და მათ შორის განიყვანე ერი ისრაელთაჲ ჴმელად, და გალობდა გალობასა ძლევისასა.
შური გაქუნდა შენ, წმიდაო, მართლისა ამის სარწმუნოებისა და განვრცობისათჳს სიყუარულისა, და გვიჩვენე გზაჲ კეთილად მსახურებისაჲ.
სიწმიდითა გულისაჲთა იქმენ რაჲ სამკჳდრებელ სულისა წმიდისა, სურნელებაჲ ლოცვათა შენთაჲ, ვითარცა კეთილი საკუმეველი, მარადის აღიწეოდა ღმრთისა მიმართ.
მოგავლინა შენ ღმერთმან ქართველთა მნათობად, ღირსო, და მოგცა მადლი ეშმაკთა ოტებად და უძლურთა კურნებად, აწ დაიფარე სამწყსოჲ შენი ყოველთაგან ვნებათა მაჭირვებელთა და ეშმაკთა საცთურთათა.
ვითარცა მოგიღებიეს ღმრთისაგან კადნიერებაჲ მეოხებად ცოდვილთა, აწ გევედრები შენ, წმიდაო ბერო, რაჲთა იჴსნე სული ჩემი საწყალობელი მონებისაგან ცოდვისა.
აწ და: დაჴსნდა წყევაჲ ევაჲსი, პირველისა მის დედისაჲ, რაჟამს უსძლომან შვა უაღრესი ბუნებათაჲ, ხოლო ერი მორწმუნეთაჲ, ვითარცა ღირს არს, სამართლად ადიდებენ.
გალობაჲ 3, განძლიერდასა.
ძლისპირი: ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან სიტყჳთ დაამყარენ ცანი მაღალნი, ყოვლით ძალით მათით და სულითა მით საღმრთოჲთა დამამტკიცენ ჩუენ ერთობით კლდესა ზედა სარწმუნოებისასა.
სიყრმითგანვე იყავ შენ მდაბალ და ყოვლადვე-განშორებულ ჩუეულებისაგან ყრმათა სილაღისა, ხოლო აღიზარდე რაჲ, ღირსო, ევლტოდე სიჭაბუკისა გულის თქუმათა და იყავ შენ განმზადებულ ყოვლისავეთჳს საქმისა კეთილისა.
ვეშაპი მაცთური საოცრებისა ხილვითა გეწყო ბრძოლად ყრმასა მას სულ მცირესა, გარნა შენ ზეგარადმოჲთა ძალითა დასთრგუნე ძალი იგი ეშმაკისაჲ, აწცა თანა-წარგუჴადენ ეშმაკისა მიერ აღძრულნი განსაცდელნი მვედრებელთა შენთა.
სახლი მშობელთა შენთაჲ, ვითარცა უცხოსა გაქუნდა და იქცეოდი რაჲ მას შინა სახითა გლახაკისაჲთა, ქრისტეს ტრფიალებითა მოწყლულმან შეიმოსე ჯუარი მისი, ნეტარო, და შეუდეგ კუალთა მისთა.
ზეობასა მას ღმრთისმბრძოლთასა აღეტყინე რაჲ ზეცისა სურვილითა, დაუცხრომელად მუშაკობდი აღშენებად უფლისა სავანისა, ხოლო სამ-გზის დაგირღვევდენ რაჲ შენებულსა, კუალად აღაგებდი უკეთესსა.
აწ და: მჴსნელო ჩუენო იესუ, ვედრებითა მშობელისა შენისაჲთა მშჳდობაჲ სოფელსა მოჰმადლე, და ძლევაჲ ჯუარითა მოეც ერსა ჩუენსა ღმრთისმოყუარესა მტერთა ზედა ურწმუნოთა, და მორწმუნენი ღირს-მყვენ შენდობასა.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა წმ. გაბრიელ სალოსისა: გიხილა რაჲ მჴურვალედ შესრული მოღუაწებასა, მრავალ ფერი ეგე განსაცდელი შეგამთხვია შენ ეშმაკმან, რაჲთა განაქარვნეს მჴურვალებაჲ შენი, და მიუშვა იგი ღმერთმან, ვითარცა იგი იობს ზედა მართალსა. და შენცა განმზადე რაჲ თავი თჳსი განსაცდელთა მიმართ - მრავალგზის შეგემშია და მოგეწყურა; დაშუერ; მოკიცხვაჲ და ყუედრებაჲ თავს იდევ; პყრობილ-იქმენ; სამშჯავროდ წარსდეგ და იგუემე, და ღმრთისმბრძოლთა წინაშე კადნიერად აღიარე ქრისტე; მას ევედრე აწ ჴსნად ჩუენდა ჭირთაგან, ღმრთივსანატრელო გაბრიელ, რომელნი საჴსენებელსა შენსა აღვასრულებთ.
„დიდება“ „აწ და“ იგივე.
გალობაჲ 4, უფალო მესმასა.
ძლისპირი: მოხვედ ჩუენდა, ქალწულისაგან არა ანგელოზი, არამედ თჳთ უფალი, განჴორციელებული ღმერთი, და მიჴსნენ ჩუენ ყოვლითურთ, რომელნი ვღაღადებთ: დიდებაჲ ძალსა შენსა.
დიდი ჭირი და იწროებაჲ მოაწიეს რაჲ ეკლესიათა და მორწმუნეთა, მბრძოლთა მათ ღმრთისათა, მრავალნი იძულებით განიძარცუვიდეს სქემასა მონაზონებისასა, ხოლო შენ აღირჩიე სრბაჲ იწროსა მას გზასა, და შეუძრველად ჰგიებდი მართალსა ზედა აღსარებასა.
ჟამსა მას უღმრთოთა მძლავრებისასა, ჭაბუკი, ვითარცა მჴცოვანი და ბრძენი, სულგრძელებითა დაითმენდი საღმრთოჲსა სიყუარულისა განძარცვასა და სიმდაბლითა იტჳრთავდი შეურაცხებასა.
აღგკვეცეს რაჲ მცირესა სქემასა, ღირსო, გიწოდეს სახელი გაბრიელ ათონელისაჲ, რომელსაცა შეერთე ახალი ესე მოღუაწჱ, ნუგუეშინის-საცემელად ივერთა ერისა და მიემსგავსე მას მონაზვნებრივითა უპოვარებითა.
იქმენ რაჲ ჴელდასხმულ მღდელ-მონაზვნად, ქადაგებდი მართლმადიდებლობისა ყოვლად-უბიწოსა სარწმუნოებასა, და ნათელ-სცემდი რაჲ ერსა შენსა, დანთქმულსა წყუდიადსა შინა წარმართობისასა, ასწავებდი დამარხვად მცნებათა ღმრთისათა.
აწ და: ჭეშმარიტო ღმრთისა დედაო, ევედრე შენ, ძესა შენსა დამბადებელსა, რაჲთა მიმიძღუეს ჩუენ ნავთსადგურად მყუდროდ და განმარინნეს დანთქმისაგან ცოდვათა ჩუენთასა.
გალობაჲ 5, ღამითგანსა.
ძლისპირი: სული მაცხოვარებისაჲ, უფალო, რომელ-იგი მიუდგა გულსა შინა პირველთა წინაჲსწარმეტყუელთასა და იშვა ქუეყანასა, მან მაუწყა ჩუენ მოსლვაჲ შენი ქუეყანად მორწმუნეთა ცხორებად, და აწ განათლებულნი გალობით გადიდებთ.
მრავალგზის შეგემთხვევოდა რაჲ უღმრთოთაგან შეურაცხებაჲ, წარხვედ ბეთანიად, სადა მკჳდრ იყუნეს სასწაულთმოქმედნი მამანი: გიორგი იოანესა თანა, და განგსწავლნეს რაჲ კეთილად მსახურებითა, განძლიერდი და ქრისტჱს მიერ მოგენიჭა მადლი დაფარულთა ცნობისაჲ.
ჰმსახურებდენ რაჲ დაბადებულთა, და არა დამბადებელსა, რომელი-იგი კურთხეულ არს უკუნისამდე, განხურდი, მჴნეო გაბრიელ, ქრისტეს სიყუარულითა, და აღუდევ ცეცხლი და დასწუენ საძაგელი იგი სახებაჲ კაცისა მის ღმრთისმბრძოლისაჲ.
წარგადგინეს რაჲ წინაშე მძლავრთა, სთქუ კადნიერად: „არა უხმს დიდებაჲ მძორსა მას კაცისასა, არამედ მაცხოვარსა, მკუდრეთით აღმდგარსა“, და ამხილებდი ძალითა სულისაჲთა, გარნა არცაღა შეიწყნარეს ჭეშმარიტებაჲ უგუნურთა მათ და შეგაყენეს დილეგსა.
ვერცა გუემათა და არცაღა შიშმან სიკუდილისამან შეუძლეს განშორებად შენდა სიყუარულისაგან ჭეშმარიტისა ღმრთისა, რამეთუ ურიცხუნი წყლულებანი თავს ისხენ და ვითარცა ოქროჲ, გამოიხურვე ბრძმედსა მას შინა განსაცდელთასა.
აწ და: ცანი და ქუეყანაჲ განათლდეს შენ მიერ, უქორწინებელო დედაო იესუჲსო, რამეთუ გამოგჳბრწყინვე შენ ნათელი დაუშრეტელი, ღმერთი ყოველთაჲ, რომელმან ბნელსა შინა შეყენებულნი მიჴსნნა და ზეცისა სასუფეველისა მკჳდრად გჳჩინნა.
გალობაჲ 6, ღაღადყავსა.
ძლისპირი: დანთქმული ღელვათა სოფლისა ამის განსაცდელთა ნავითა ცოდვისაჲთა შთავრდომილი და მიგდებული მჴეცსა სულთა მომსრველსა, გიღაღადებ: ვითარცა იონა იჴსენ განჴრწნისაგან და სიკუდილისა, ეგრეთცა მიჴსენ მე, ქრისტე.
რომელნი ეგე პირველ სიცოფითა იქადოდეს, განძჳნდეს მოკლვად შენდა, არამედ ლოცვითა და ვედრებითა შენითა ღმრთისა მიმართ, განცრუვდა სილაღჱ მათი, ნეტარო, და ქრისტემან, კლდემან სიმტკიცისამან დაგიფარა საკჳრველად.
მანქანათა უღმრთოებისათა ვერ შეუძლეს შერყევად სარწმუნოებისა შენისა სიმტკიცისა, და განგაწესეს რაჲ შლეგთა და შეურაცხთა თანა, მოიწინეს შენ ზედა ურიცხვნი განსაცდელნი, რომელნი-იგი არავინ იცნის თჳნიერ ღმრთისა.
განგიტევეს რაჲ შუამდგომლობითა ეფრემ პატრეარქისაჲთა, კუალად იწყე მსახურებაჲ სიონსა, გარნა დაყენებულ იქმენ მსახურებისა და ზიარებისაგან ხელისუფალთა მძლავრებითა, და ვითარცა გლახაკი უსადგუროჲ, საფლავთა და ქუაბთა შინა იყოფოდი და ითხოვდი საფასესა.
საცთურისა ვერ დამთმენელი და ფრიად მოყუარჱ მოყუასისა, უღმრთოებისათჳს ამხილებდი ერსა შენსა, რაჲთამცა არა მოიწიოს მას ზედა სასჯელი ღმრთისაჲ, მას ევედრე აწ, გჳჴსნნეს ჩუენ ცოდვათაგან ბოროტთა და დაგვიფარნეს მტერისა საბრჴისაგან და ძმათა მტერობისაგან.
აწ და: წინაჲსწარ მოასწავა საიდუმლოჲ შენი, ქალწულო, პირველ კიდობანმან შჯულისამან, შემწყნარებელმან საღმრთოთა წერილთამან, და ტაკუკმან ოქროჲსამან, სამკჳდრებელმან მანანაჲსამან და კუერთხმან.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
კონდაკი: ვითარცა სათნომან ღმრთისამან და სარწმუნომან, სიფიცხჱ იგი ბერობისაჲ აღირჩიენ უფროჲს სოფლისა სიტკბოებათა და აღიწიე რაჲ თავსა სრულებათასა, სიბრძნჱ შენი დაჰფარე სალოსობითა და ვითარცა აღმსარებელი, დღითიდღე იღუწიდი სადიდებელად ღმრთისა, მას ევედრე აწ დაუცხრომელად ჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან სენისა და განსაცდელისაგან ბოროტისა, რაჲთა გიღაღადებდეთ შენ, ღირსო გაბრიელ: გიხაროდენ, მფარველო მოსავთა შენთაო!
იკოსი: სიმჴნით აღიღე რაჲ ფარი სარწმუნოებისაჲ, შეჭურვილ იყავნ მარხვითა, ლოცვითა და სხჳთაცა ბევრეულითა ღუაწლითა და ქრისტჱსთჳს სულელობითა შენითა ქადაგებდი რაჲ სახარებასა, დაითმენდი მრავალთა განსაცდელთა და მრჩობლი გჳრგჳნი აღმსარებლობისაჲ და სალოსობისაჲ მოიღე ღმრთისაგან; აწ გვითხოვე მისგან ცოდვათა და უსჯულოებათა ჩუენთა შენდობაჲ, ღირსო გაბრიელ, რაჲთა ღირს-ვიქმნნეთ დიდებასა მისსა.
გალობაჲ 7, კურთხეულარსა.
ძლისპირი: ყრმათა ბაბილონს საჴუმილსა მას შინა ცუარი ეცურია ზეგარდამოჲ. ღმრთისა მიერ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ-ხარ, უფალო მამათა ჩუენთაო, ღმერთო უკუნისამდე.
საღმრთოჲთა გულისჴმისყოფითა გიხმო რაჲ ეფრემ ქართველთა პატრიარქმან საკურთხეველსა შინა, გაზიარნა ქრისტჱს საიდუმლოთა და განგიტევა სამთავროს დედათა მონასტერსა, და დაეყუდე რაჲ მუნ მცირესა სენაკსა ფრიად სიგლახაკესა შინა, შესწირვიდი მსხუერპლსა უსისხლოსა და ქადაგებდი საკჳრველად.
მოქალაქჱ ზეცისა იერუსალჱმისაჲ დაემკჳრდე ახალსა იერუსალჱმსა, სამეუფოჲსა ქალაქსა მცხეთას - მახლობლად მაყვლიანსა, სადა იგი იერუსალჱმით მოიწია ნინო, ქრისტჱს მხევალი და ილოცვიდა რაჲ, მოაქცივნა ქართველნი ჯუარითა ცხოველითა.
გარდახვედ რაჲ გოდოლსა მირიანისასა, განაშუენე იგი წმიდათა ჯუართა მიერ და ხატთა, რომელთაცა ეძიებდი და კაზმავდი ჴელითა შენითა, და მრავალთა ამხილებდი და განსწავლიდი წყობასა მტერთა მიმართ უხილავთა და ხილულთა, და დედათა განაკრძალებდი ლოცვასა.
ქრისტჱსთჳს სულელ იქმენ შენ და აღიღე რაჲ ორკეცი ღუაწლი: დაყუდებისაჲ და სალოსობისაჲ, ბრძენი ეგე შერაცხილ იყავნ უგუნურად და იქმენ შენ საქიქელ სამღდელოთაგან და ერთა, გარნა აწ დადგრომილ ხარ წმიდანად ივერთა ეკლესიისა და გაქუს მადლი მორწმუნეთა შეწევნისაჲ, რომელნიცა აღვიძრვით ქებად ღუაწლისა შენისა.
აწ და: გიხაროდენ შენ, ასულო ადამისო, გიხაროდენ, სძალო ღმრთისაო, გიხაროდენ, მშობელო მაცხოვრისაო, რომელმან დაიტიე შემოქმედი შენი, მეოხ-გვეყავ მარადის.
გალობაჲ 8, აკურთხევდითსა.
ძლისპირი: შეუწუელმან მაყუალმან სინას აუწყა ღმერთი მოსეს, ჴმითა წულილსა და ენა-მძიმესა, და შურმან საღმრთომან ყრმანი იჴსნნა საჴუმილისაგან და გალობით ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
ვითარცა დავით დაიმდაბლა თავი თჳსი და თქუა შემუსრვილითა გულითა: „მატლ ვარ და არა კაც, საყუედრელ კაცთა და შეურაცხ ერისა“; ეგრეთცა გვიჩუენე ჩუენ სიმაღლჱ სიმდაბლისაჲ, და ვითარცა შეურაცხი, ლოთი და ურგები, ძაღლსა მაცხოვარისასა უწოდდი თავსა თჳსსა, რაჲთა არცაღა განითქუე სათნოებითა და სიწმიდითა.
მარადის გლოვასა შინა იყავ, ნეტარო, და ჴსენებასა მას საუკუნოჲსა სასჯელისასა და კუბოსა შინა, ვითარცა მკუდარი განრთხმული ცრემლთაცა გარდამოსთხევდი თუალთაგან, რამეთუ პირველთა მათ მამათა მიბაძჳთა ამასვე სოფელსა დაიტირდი თავსა თჳსსა.
არავინ ყოფილ არს მამათა ჩუენთაგანი მსგავს შენდა, ჵ, ბერო საკჳრველო, რამეთუ მოცემულ გაქუნდა შენ სიტყუაჲ სიბრძნისაჲ და მეცნიერებისაჲ სულისაგან წმიდისა, და მადლი შეწევნისაჲ და წინაჲწარმეტყუელებისაჲ და კუალადცა აღმატებული ნიჭი სიყუარულისაჲ.
„ვაკურთხებთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა“.
დაფარულსა საიდუმლოსა, ვითარცა ცხადსა ჰხედევდი, წმიდაო ბერო, ხოლო მომავალი სარწმუნოდ უწყოდი, და ყოველივე თქმული შენი ჭეშმარიტ-არს, აწ მოგუეც ჩუენ გული გონიერი და ბრძენი, გულისხმის-ყოფად კეთილისა და ბოროტისა, რაჲთა წარმწყმედელთა გზათაგან განგვერნეთ და წარვემართნეთ გზასა მას ჭეშმარიტსა.
აწ და: სამთა მათ ყრმათა ბაბილონს საჴუმილსა შინა სამებასა თაყუანის-სცეს და შეურაცხ-ყვეს ხატი იგი ოქროჲსაჲ, და ცუარითა სხურებულნი გალობითა ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
ვაქებთ, ვაკურთხევთ, თაყუანის-ვსცემთ უფალსა, უგალობთ და აღუამაღლებთ მას უკუნისამდე….
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
გალობაჲ 9, ადიდებდითსა.
ძლისპირი: მტჳრთველმან გამოუცდელმან უხრწნელებისამან, სიტყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნებათა. მოვედ, უბიწოო ქალწულო, ღმრთისმშობელო, შენგან შობილსა თანა მასწავე მორწმუნეთა, რაჲთა ღირს ვიქმნეთ ჩუენ დიდებად შენდა.
დასნეულდი რაჲ, მადლითა განღმრთობილო, დაითმენდი მწარეთა სალმობათა, და გემცნო რაჲ დღჱ საწუთოჲთგან განსლვისა შენისაჲ, აკურთხევდი სამწყსოსა და ილოცვიდი წინაშე ხატისა მის ნიკოლოზ მღდელთმთავრისა, ევედრებოდი რაჲ ერისათჳს შენისა და მამულისა.
შეჰვედრე რაჲ სული შენი უფალსა, შეერთე სიმრავლესა მას წმიდათასა, და ძუელთა მათ ბერთაებრ ჭილოფსა წარგრაგნილი დაგფლეს ეზოსა შინა სამთავროჲსა, გარნა პატივი სიწმიდისაჲ არცა სიკუდილისა მიერ განგეშორა, ღირსო, და სამარხოჲ შენი იქმნა უძლურთათჳს, ვითარცა საუნჯჱ მადლისაჲ და წყაროჲ კურნებათაჲ.
არა ხოლო თუ მორწმუნენი და მოსავნი, არამედ დაუდევნელიცა და მცირედ მორწმუნენიცა მოისწრაფვენ ვიდრე აქმომდე მიმთხვევად სისხლისა შენისა, კუალად უხრწნელისა, და გევედრებიან რაჲ წყალობასა, მარადის ისმენ ვედრებასა მათსა და ყოველთა მისცემ ლხინებასა.
ხედვიდეს რაჲ მღდელთმთავარნი საფლავსა შენსა საკჳრველსა, კურნებათა აღმომადინებელსა, და სასწაულთა აურაცხელთა, რომელნი იქმნებოდა მადლითა შენითა, ჴმამაღლად გადიდეს, ვითარცა საკჳრველთმოქმედი მამაჲ უკანაჲსკნელისა ამის ჟამისაჲ, და საჴსენებელად და საუკუნოდ ნეტარებაჲ და ქებაჲ შენი განგვიწესეს.
აწ და: ძუელი შჯული მოგასწავებს, ქალწულო წმიდაო, და ახალი აღგიარებს ღმრთისმშობლად, უსძლოო, და ჩუენ მორწმუნენი სარწმუნოებით ვიტყჳთ: მშობელო სიტყჳსაო, ვედრებად ნუ დასცხრები ღმრთისა მიმართ მოსავთა შენთათჳს.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა).
_ „განმანათლებელი“ წმ. გაბრიელ სალოსისა: თუალნი სულისანი ხილვითა საღმრთოჲთა განაბრწყინვენ, და განათლებული ხედევდი რაჲ მომავალთა, ყოველსა ყოფადმდე იტყოდი უბიწოებითა საღმრთოჲთა, ხოლო აწ მეოხ-გუეყავ წინაშე ღმრთისა, წმიდაო გაბრიელ რაჲთა გარდამოგვივლინოს ძალი, სიმჴნჱ, სიბრძნჱ და მძლეველობაჲ ყოველთა მტერთა და მაჭირვებელთა ზედა - 2-გზის.
„დიდება, აწ და“ მისივე ღმრთისმშობლისა: ღმრთისმშობლად ჭეშმარიტად აღგიარებთ შენ, დედოფალო, შენ მიერ ცხოვნებულნი, რამეთუ ღმერთი ჰშევ გამოუთქმელად დამჴსნელ ჯუარითა სიკუდილისა და თჳსდა მიმართ მიმზიდველი ღირსთა კრებულისა, რომლისა თანა გაქებთ შენ, ქალწულო.
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 4 მუხლად წმ. გაბრიელ სალოსისა:
- ქრისტემან მოგცა შენ მადლი სასწაულთაცა საქმედ და ესრეთ პატივ გცა საწუთროსა ამას, ხოლო შემდგომად სიკუდილისა შენისა უფროჲს იდიდე წინაშე მისსა, პატივცემული აღმსარებელთა თანა და სალოსთა, საუკუნესა.
- იხარებს აწ ქართველთა ეკლესიაჲ ჴსენებასა შენსა და გვიწესს ყოველთა მორწმუნეთა, რაჲთა გნატრიდეთ შენ, მოშურნესა მჴურვალესა და ვნებათა თჳთმპყრობელსა, გლახაკთა წინა-მდგომელსა, და ცოდვილთა სულთა მძღუანსა, რამეთუ იქმენ შენ მსხუერპლ საღმრთოჲსა ქრისტჱს საკურთხეველისა, ღირსო გაბრიელ, და კადნიერად მეოხ-ხარ ჩუენ ყოველთათჳს.
- იშვებდ აწ, ქალაქო სამეუფოო, განსცხრებოდე სავანეო დედათაო, და დღესასწაულობდ ქუეყანაო ქართლოსიანთაო, რამეთუ წყალობითა მოგვხედნა ქრისტემან ღმერთმან და მოგუმადლა ჩუენ აღმსარებელი მამაჲ და სალოსი ბერი შემწედ ჭირთა შინა, ნუგეშად მწუხარებათა, მკურნალად სნეულებათა და გამომჴსნელად ვნებათაგან.
- შემოკრბით, ჵ, ერნო ქართველთანო, და შესხმითა სულიერითა უგალობდეთ წმიდასა და ახოვანსა ქრისტჱს მხედარსა, გაბრიელ ბერსა, ვითარცა ქუეყანასა ზედა ქრისტეს მეორედ მოსვლისა მქადაგებელსა და ბილწისა მის ანტიქრისტეს წინა აღმდგომელსა.
„დიდება“: დავბეროთ საყჳრსა გალობათასა და განვსცხრებოდეთ და ვიშუებდეთ მოხარულნი ყოვლადწმიდასა შინა დღესასწაულსა ყოვლადქებულისა მოძღურისა ჩუენისასა. შემოკრბით ჵ, მორწმუნენო ქართველნო და შესჴმითა სულიერითა შევამკობდეთ და ვაქებდეთ სანატრელსა მამასა ჩუენსა, ვითარცა სწავლისა მდინარეთა აღმომდენთა ჩუენდა და უგალობდეთ: უძლურნი - სენთა მკურნალსა, ხოლო ჭირვეულნი - მჴსნელსა, შეცოდებულნი - მჴურვალესა მეოხსა, მწუხარენი - განმაცხრობელსა და მავალნი - მოგზაურსა, მენავენი - მმართებელსა და ყოველნი ყოვლით კერძო, ყოველთავე სასოსა სარწმუნოებით ვადიდებდეთ და ვიტყოდეთ: მეოხ-გუეყავ, ღმერთშემოსილო გაბრიელ, რაჲთა ლოცვათა შენთა მიერითა თხოვითა შეგვჭურნეს ჩუენ უფალმან ღმერთმან ძალითა თჳსითა უძლეველითა, ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთა ჩუენთა ზედა და გუაცხოვნნეს ჩუენ (ჴმაჲ 5).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა: „შენ ხარ ვენახი ჭეშმარიტი...“ (III ჟამის ღმრთისმშობლისა).
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი წმ. გაბრიელ სალოსისა: „საღმრთოისა ქუხილისა...“ (ხმა VIII) 2-გზის.
„დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა, აღდგომისა (წარსაგზავნი ხმისა, ხმა I): „გაბრიილ გიღაღადა...“
ჟამებზე:
_ ტროპარი – წმ. გაბრიელ სალოსისა.
_ კონდაკი – წმ. გაბრიელ სალოსისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების~ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“:
- წმ. გაბრიელ სალოსის კანონის III გალობიდან _ 4 მუხლი (ძლისპირით)
- წმ. გაბრიელ სალოსის კანონის VI გალობიდან _ 4 მუხლი, „დიდება“ და „აწდა“-თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპრები: - ტაძრისა;
- წმ. გაბრიელ სალოსისა.
კონდაკები: „დიდება“ – წმ. გაბრიელ სალოსისა;
„აწ და“ - ტაძრისა.
ბ) რომელიმე წმიდის სახელობისაა:
ტროპრები: - ტაძრისა
- წმ. გაბრიელ სალოსისა.
კონდაკები: - ტაძრისა;
„დიდება“ – წმ. გაბრიელ სალოსისა;
„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.
წარდგომა, ალილუია და განიცადე – წმ. გაბრიელ სალოსისა და დღისა.
სამოციქულო და სახარება – წმ. გაბრიელ სალოსისა და დღისა (რიგისა).
წარდგომა (ხმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“ .
მუხლი: „რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი ესე მომაგო მე“.
წარდგომა (ხმა VIII): „იხარებდით უფლისა მიმართ და იშვებდით მართალნო და იქადოდეთ ყოველნი წრფელნი გულითა“.
ალილუია (ხმა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისსა ინებოს ფრიად“.
მუხლი: „ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი და თესლი წრფელთა იკურთხოს“.
ალილუია (ხმა IV): „ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდეს“.
განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და წრფელთა შვენის ქება“.