უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

წლის ციკლის მსახურება აღესრულება – სადღესასწაულოდან.

კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.

 

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.

ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: კვირის ღამისთევის მსახურება შეერთებული „ექვსიანის (II რანგი) მსახურებასთან.

 

დიდი მწუხრის ჟამი:

_ მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ - იგალობება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა - იგალობება.

_ „ნეტარ არს კაცი - I კანონი სრულიად.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება II ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ - სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად:

- აღდგომისა - 3 მუხლი (მა II).

- აღმოსავლური - 3 მუხლი.

- ღირსისა - 4 მუხლი (მა IV, პირველი დასდებელი 2-გზის).

დიდება ღირსისა: სიჩჩოთგან შენით...“ (მა II).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა): „წარხდა სახე სჯულთა...“ (მა II).

_ შესვლა საცეცხლურით.

_ წარდგომა დღისა.

_ „სტიქარონსა ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა).

დიდება ღირსისა: სულითა წმიდითა აღივსო..“ (მა VIII).

„აწ და ღმრთისმშობლისა აღდგომისა (დიდების ხმის მიხედვით): უსძლოო ქალწულო... (მა VIII).

_ აწ განუტევე.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო:

- ღმრთისმშობელო ქალწულო - 3-გზის.

 

დიდი ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი (იგალობება II ხმაზე).

ტროპარი აღდგომისა: რაჟამს შთახედ საფლავად... - 2-გზის (მა II).

„დიდება ტროპარი ღირსისა: „ცრემლთა მდინარითა... (მა VIII).

„აწ და ღმრთისმშობლისა აღდგომის განსატევებელი (ტროპარის ხმის მიხედვით): რომელი ჩუენთვის იშევ... (მა VIII).

_ რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.

„დიდება აწ და - მისივე.

შენიშვნა: კვირას, I სტიქოლოგიის შემდგომი წარდგომის აწ და-ზე ითქმის ღმრთისმშობლისა აღდგომის განსატევებელი მიმდინარე ხმისა.

ჩასართავები:

- შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად.

- შემდგომად II სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი.

_ სადიდებელი“ მე-19 კანონი.

_ აღდგომის ტროპარები: გუნდნი ანგელოზთანი... ჰოი მოწაფენო... და ა.შ

_ იპაკო (მა II).

_ ანტიფონები (მა II).

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): განიღვიძე უფალო, ღმერთო ჩემო ბრძანებითა მით რომელ ამცენ და კრებული ერთა გარე მოგადგეს შენ (მა II).

მული: უფალო ღმერთო ჩემო, შენ გესავ, მაცხოვნე მე“.

_ საცისკრო სახარება: სახ. მე-8, ინ. 64 დას. XX, 11-18.

_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება - „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...

„აწ და - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...

- „მიწყალე მე ღმერთო... (მცირე მიწყალე).

- აღჰსდგა რა იესო საფლავით...

_ აცხოვნე ღმერთო ერი შენი...

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი აღდგომისა - 4 მუხლად (ძლისპირით).

II კანონი ჯვარ-აღდგომისა - 2 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

III კანონი ღმრთისმშობლისა - 2 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

IV კანონი ღირსისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია - აღაღე პირი ჩემი.

_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა.

_ შემდგომად „განძლიერდასა (III გალობისა):

- კონდაკი ღირსისა: ვითარცა მნათობსა დაუვალსა... (მა III).

- იკოსი ღირსისა: ტრფიალ-იქმენ... (მა III, იხ. მე-6 გალობის შემდეგ).

- წარდგომა ღირსისა: ანტონი ღმერთშემოსილისა... (მა VIII) – 2-გზის.

დიდება, აწ და მისივე: ვითარცა ქალწულმან დედათა შორის...

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი და იკოსი აღდგომისა (ხმა II).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი...“ - თავისი მუხლებით.

_ „განმანათლებელი“ აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (VIII).

დიდება „განმანათლებელი ღირსისა: ვნებასა სოფლიერსა...

აწ და ღმრთისმშობლისა (ათერთმეტთაგანი) (VIII).

_ ყოველი სული - იგალობება.

_ „აქებდითსა ზედა დასდებლები - აღდგომისა - 8 მუხლი (მა II).

დიდება გერი (ათერთმეტთაგანი) (VIII).

აწ დაუმეტესად კურთხეულ ხარ შენ... (ჟამნიდან).

_ „დიდებამაღალიანი - იგალობება.

- ტროპარი ლუწი ხმისა.

 

ჟამებზე:

_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა II) და ღირსისა.

_ კონდაკები: აღდგომისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები.

_ III აღსავალზე („ნეტარებების გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი:

- მიმდინარე ხმისა - 6 მუხლი,

- ღირსის კანონის III გალობიდან _ 4 მუხლი, დიდება აწ და- თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:

ტროპრები: - აღდგომისა;

- ღირსისა.

კონდაკები: - „დიდება - ღირსისა;

„აწ და - აღდგომისა.

ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - აღდგომისა;

- ტაძრისა;

- ღირსისა.

კონდაკები: - აღდგომისა.

„დიდება - ღირსისა.

„აწ და - ტაძრისა.

გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - აღდგომისა;

- ტაძრისა.

- ღირსისა.

კონდაკები: - აღდგომისა.

- ტაძრისა.

„დიდება - ღირსისა;

„აწ დასასოო და შესავედრებელო...

წარდგომა და ალილუია – აღდგომისა (ხმისა) და ღირსისა.

სამოციქულო და სახარება – დღისა (რიგისა) და ღირსისა.

განიცადე _ კვირისა და ღირსისა.

წარდგომა (ხმა II): „ძალ ჩემდა და საგალობელ ჩემდა უფალი, და მეყო მე იგი მაცხოვარ“.

მუხლი: „სწავლით განმსწავა მე უფალმან და სიკვდილს არა მიმცნა მე“.

წარდგომა (მა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“.

ალილუია (ხმა II): შეისმინენ შენნი უფალმან, დღესა ჭირისა შენისასა შემწე გეყავნ შენ სახელი ღვთისა იაკობისი“.

მუხლი: „უფალო, აცხოვნე მეფე და ისმინე ჩვენი დღესა მას, რომელსა გხადოდით შენ“.

ალილუია (მა VI): „ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისსა ინებოს ფრიად.

განიცადე: აქებდით უფალსა ცათაგან აქებდით მას მაღალთა შინა.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდეს.