საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (მოწამისა).
კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შაბათს „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარები: მღვდელმთავრისა და დიდმოწამისა.
_ კონდაკი: დიდმოწამისა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - 18-ე.
_ „უფალო, ღაღად-ვყავ“ (იგალობება IV ხმაზე).
_ „უფალო, ღაღად-ვყავ“-სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- მოწამისა - 6 მუხლი (ხმა IV).
„დიდება“ - მოწამისა: „გაქუს შენ მდინარე...“ (ხმა II).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა დოგმატიკონი (წარსაგზავნი ხმის მიხედვით): „წარხდა სახე სჯულთა...“ (ხმა II).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ წარდგომა - დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან (მოწამეთას მუხლები, ჟამნის ჩასართავებით).
შენიშვნა: ტიპიკონის მოთხოვნით, „სტიქარონსა“-ზედა დასდებლებად მოწამეთა მუხლები უნდა ავიღოთ „უფალო ღაღად-ვჰყავიდან“. პარაკლიტონში, პირველიდან მე-4 ხმის ჩათვლით, „სტიქარონსა“-ზედა მოწამეთა საკმარისი მუხლები წერია, მაშინ როცა, „უფალო ღაღად-ვჰყავსა“-ზედა მხოლოდ სამეუფო დასდებლები გვაქვს და არა მოწამეთა. ამიტომ უპრიანია, „სტიქარონსა“-ზედა დასდებლებად რიგზედ მოცემული მოწამეთა მუხლები ამოვიკითხოთ.
- „შენდამი აღვიხილენ თუალნი..“.
- „მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ...“.
„დიდება“ - მოწამისა: „მარტვილთა გვირგვინითა...“ (ხმა VIII).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით): „წმიდაო ქალწულო...“ (ხმა VIII).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო“:
ტროპარი მოწამისა: „მოწამემან შენმან, უფალო...“ (ხმა IV).
„დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (მიმდინარე, წარსაგზავნი ხმის მიხედვით): „ყოველივე საიდუმლო...“ (ხმა II).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ხმაზე).
ტროპარი მოწამისა: „მოწამემან შენმან, უფალო...“ (ხმა IV) - 2-გზის.
„დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან დაფარულ იყო...“ (ხმა IV).
_ რიგითი კანონები: მე-16 და მე-17. მე-17 კანონის დროს აღესრულება მთელი ტაძრის კმევა.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.
„დიდება“, „აწ და“ - მისივე.
ჩასართავები:
- შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: „საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაილისა“.
- შემდგომად II სტიქოლოგიის წარდგომისა: „წმიდათა, რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკვირველ-ჰყო უფალმან ყოველივე ნება მისი მათ შორის“.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
მაცხოვრის და ღმრთისმშობლის სახელობის ტაძრებში
I კანონი - ტაძრისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი – მოწამისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე, საზიარო თვენიდან).
III კანონი – მოწამეთა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე, პარაკლიტონიდან).
რომელიმე წმიდის სახელობის ტაძარში
I კანონი – მოწამისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2-გზის, საზიარო თვენიდან).
II კანონი – ტაძრის წმიდისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
III კანონი – მოწამეთა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე, პარაკლიტონიდან).
_ კატავასია: მოწამეთა კანონის ძლისპირები (პარაკლიტონიდან, მხოლოდ III, VI, VIII და IX გალობების შემდეგ).
_ „უმცირესი“: „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა მოწამისა: „ვითარცა ოქრო...“ (ხმა I).
„დიდება“, „აწ და“ - მისივე: „შემწე შეუწევნელთა...“
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი მოწამისა: „რომელმან იღუაწე კეთილად...“ (ხმა II).
შენიშვნა: საეკლესიო ტიპიკონის მოთხოვნის შესაბამისად კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა)
_ „განმანათლებელი“ შაბათისა.
„დიდება, აწ და“ ღმრთისმშობლისა შაბათისა.
_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე).
„დიდება“ „აწ და“ - „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...“.
_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება
_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი (მოწამეთა, „აქებდითსა“-ზედა დასდებლებიდან),
რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:
- „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...“
- „და იყავნ ნათელი უფლისა...“
„დიდება, აწ და“ ღმრთისმშობლისა იქვე.
_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1-გზის.
ტროპარი მოწამისა: „მოწამემან შენმან, უფალო...“ (ხმა IV)
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ „კეთილ არსზე“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „შენ გადიდებთ ღმრთისმშობელო..“ (ხმა IV).
ჟამებზე:
_ ტროპარი და კონდაკი: მოწამისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
მოწამის კანონის (საზიარო თვერნიდან) III გალობიდან _ 4 მუხლი;
„მომიხსენენი“ - 4 მუხლი, პარაკლიტონიდან.
შენიშვნა: შესაძლებელია „მომიხსენენი“ წავიკითხოთ 6 მუხლად პარაკლიტონიდან (ანუ დაუტეოთ წმიდის კანონიდან საკითხავები).
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- შვიდ. დღისა: „წმიდანო დიდებულნო მოციქულნო...“
- მოწამისა.
კონდაკები: - მოწამისა;
„დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“;
„აწ და“ – „სოფლისა შემოქმედისა..“
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - - შვიდ. დღისა: „წმიდანო დიდებულნო მოციქულნო...“
- მოწამისა.
კონდაკები: - მოწამისა;
„დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“;
„აწ და“ – „სოფლისა შემოქმედისა...“.
წარდგომა, ალილუია და განიცადე – მოწამისა და დღისა (შაბათისა).
სამოციქულო და სახარება – მოწამისა და დღისა (რიგისა).
წარდგომა (ხმა IV) „წმიდათა რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკვირველ-ჰყო უფალმან ყოველივე ნება მისი მათ შორის“.
მუხლი: „წინასწარ ვხედევდ უფალსა წინაშე ჩემსა არს მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რათა არა შევიძრა“.
წარდგომა (ხმა VIII): „იხარებდით უფლისა მიმართ და იშვებდით მართალნო და იქადოდეთ ყოველნი წრფელნი გულითა“.
ალილუია (ხმა IV) „ჰხმობდეს მართალნიდა უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი“.
მუხლი: „მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იხსნნეს უფალმან“.
ალილუია (ხმა IV): „ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი“.
განიცადე: „იხარებდით მართალნი უფალისა მიმართ და წრფელთა შვენის ქება“.