საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან.
კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: კვირის ღამისთევის მსახურება „სადიდებლიან“ (IV რანგი) მსახურებასთან შეერთებული.
დიდი მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იგალობება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება.
_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება III ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად:
- აღდგომისა - 3 მუხლი (ხმა III).
- აღმოსავლური - 1 მუხლი.
- მღვდელმოწამისა - 6 მუხლი (ხმა II, თითოეული 2-2-გზის).
„დიდება“ მღვდელმოწამისა: „ეჰა საიდუმლო...“ (ხმა VI).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა): „ვინ არა განკვირდეს...“ (ხმა III).
_ შესვლა საცეცხლურით.
_ წარდგომა დღისა.
_ საწინასწარმეტყველო წმიდისა _ 3 (იძიე ძვ. სტ. 13 სექტემბერს).
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა).
„დიდება“ მღვდელმოწამისა: „მოვედით შვილნო...“ (ხმა V).
„აწ და“- ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „ტაძარი ხარ ბჭე...“ (ხმა V).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
- „ღმრთისმშობელო ქალწულო“ - 3-გზის.
დიდი ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება III ხმაზე).
ტროპარი აღდგომისა: „იხარებდინ ცანი...“ - 2-გზის (ხმა III).
„დიდება“ ტროპარი მღვდელმოწამისა: „საქმით მიემსგავსე მოციქულთა...“ (ხმა IV).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან დაფარულ იყო...“ (ხმა IV).
_ რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.
„დიდება“ „აწ და“ - მისივე.
შენიშვნა: კვირას, I სტიქოლოგიის შემდგომი წარდგომის „აწ და“-ზე ითქმის ღმრთისმშობლისა აღდგომის განსატევებელი მიმდინარე ხმისა.
ჩასართავები:
- შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“.
- შემდგომად II სტიქოლოგიისა წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“.
_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
_ „გადიდებსა“ მღვდელმოწამისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით _ დავითნიდან).
_ აღდგომის ტროპარები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ.
_ იპაკო (ხმა III).
_ წარდგომა შემდგომად „სადიდებელისა“ მღვდელმოწამისა: „მღვდელმთავრობისა კვართი...“ (იხ. წარდგომა შემდგომად I სტიქოლოგიისა), „საღმრთოთა მოძღვრებათა...“ (იხ. წარდგომა შემდგომად II სტიქოლოგიისა), „დიდება“: „გამოუთქმელისა სიბრძნისა...“ (იხ. წარდგომა შემდგომად სადიდებელისა), „აწ და“: „სიბრძნე და სიტყვა...“ (მისივე).
_ ანტიფონები (ხმა III).
_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „თქუთ წარმართთა შორის, რამეთუ უფალი სუფევს, რამეთუ წარმართა სოფელი, რომელი არა შეიძრას „ (ხმა III).
მუხლი: „უგალობით უფალსა გალობითა ახლითა, უგალობდით უფალსა ყოველი ქვეყანა“
_ საცისკრო სახარება: - სახ. მე-9, ინ. 65 დას. XX, 19-31.
_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“
_ 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...“
„აწ და~ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...~
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- „აღჰსდგა რა იესო საფლავით...“
_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი აღდგომისა - 4 მუხლად (ძლისპირით).
II კანონი ჯვარ-აღდგომისა - 2 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
III კანონი ღმრთისმშობლისა - 2 მუხლად (ძლისპირის გარეშე, პარაკლიტონისა).
IV კანონი მღვდელმოწამისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია - „აღაღე პირი ჩემი“.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი და იკოსი მღვდელმოწამისა (ხმა IV).
- წარდგომა მღვდელმოწამისა: „მღვდელ-მთავრობისა ჭეშმარიტისა...“ 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ - მისივე: „ალსა გეენიისასა მგზებარესა...“.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი აღდგომისა (ხმა III).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი...“ - თავისი მუხლებით.
_ „განმანათლებელი“ აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (IX).
„დიდება“ „განმანათლებელი“ მღვდელმოწამისა: „ყოვლად წმიდამან...“
„აწ და“ ღმრთისმშობლისა (ათერთმეტთაგანი) (IX).
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად:
- აღდგომისა - 4 მუხლი (ხმა III).
- მღვდელმოწამისა - 4 მუხლი (თავისი ჩასართავებით, იხ. „სტიქარონსა“-ზედა დასდებლების ჩასართავები).
„დიდება“ გერი (ათერთმეტთაგანი) (IX).
„აწ და“ – „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“ (ჟამნიდან).
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
- ტროპარი კენტი ხმისა.
ჟამებზე:
_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა III) და მღვდელმოწამისა.
_ კონდაკები: აღდგომისა და მღვდელმოწამისა მონაცვლეობით.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ 10 მუხლად:
- მიმდინარე ხმისა - 6 მუხლი,
- მღვდელმოწამის კანონის III გალობიდან _ 4 მუხლი, „დიდება“ „აწ და“- თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა;
- მღვდელმოწამისა;
კონდაკები: - „დიდება“ - მღვდელმოწამისა;
„აწ და“ - აღდგომისა.
ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა;
- ტაძრისა;
- მღვდელმოწამისა;
კონდაკები: - აღდგომისა.
„დიდება“ _ მღვდელმოწამისა;
„აწ და“ - ტაძრისა.
გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - აღდგომისა;
- ტაძრისა;
- მღვდელმოწამისა;
კონდაკები: - აღდგომისა;
- ტაძრისა;
„დიდება“ - მღვდელმოწამისა;
„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“
წარდგომა და ალილუია – აღდგომისა (ხმისა) და მღვდელმოწამისა.
სამოციქულო და სახარება – დღისა (რიგისა) და მღვდელმოწამისა.
განიცადე _ კვირისა და მღვდელმოწამისა.
წარდგომა (ხმა III): „უგალობდეთ ღმერთსა ჩვენსა, უგალობდეთ, უგალობდეთ მეუფესა ჩვენსა, უგალობდეთ“.
მუხლი: „ყოველთა წარმართთა აღიტყველენით ხელნი თქვენნი, ღაღადებდით ღვთისა მიმართ ხმითა სიხარულისათა“.
წარდგომა (ხმა VIII): „იქადიან წმიდანი დიდებითა თქვისითა და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა“.
ალილუია (ხმა III): „შენ უფალო, გესავ, ნუ მრცხვენებინ მე უკუნისამდე“.
მუხლი: „მეყავნ მე ღმერთ მფარველ და სახლ შესავედრებელ ცხოვრებისა ჩემისასა“.
ალილუია (ხმა II): ,,მღუდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ“.
განიცადე: „აქებდით უფალსა ცათაგან აქებდით მას მაღალთა შინა“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდეს“.