საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (მოწამეთა).
კვირის ციკლისა - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამნები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარი და კონდაკი - აღმსარებელისა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-18.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება V ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- შვიდეულის დღის - 3 მუხლი (ხმა V).
- მოწამეთა - 3 მუხლი (ხმა VIII).
„დიდება“ მოწამეთა: „მხედრობა საღმრთო...“ (ხმა V).
„აწ და“ ჯვარღმრთისმშობლისა (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით) (ხმა V).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ წარდგომა - დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:
- „შენდამი აღვიხილენ თვალნი...“
- „მიწყალენ ჩვენ უფალო შემიწყალენ...“
„დიდება“ მოწამეთა: „მოვედით, კრებულნო...“ (ხმა VII).
„აწ და“ ჯვარღმრთისმშობლისა (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით) (ხმა VII).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი მოწამეთა: „მოწამეთა შენთა უფალო...“ (ხმა IV).
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით) (ხმა IV).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ხმაზე).
ტროპარი მოწამეთა: „მოწამეთა შენთა უფალო...“ (ხმა IV) 2გზის.
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით) (ხმა IV).
_ რიგითი კანონები: მე-10, მე-11 და მე-12.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები - არ აღესრულება.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.
„დიდება“ „აწ და“ - მისივე.
ჩასართავები:
- შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა, და თაყვანის-სცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა რამეთუ წმიდა არს“.
- შემდგომად II სტიქოლოგიის წარდგომისა: „ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩვენმან წინა საუკუნეთამან შექმნა ცხოვრება შორის ქვეყანისა“.
- შემდგომად III სტიქოლოგიის წარდგომისა: „დიდება შენდა უფალო, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა“.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - შვიდეულის დღის (ძლისპირი 1 გზის) - 6 მუხლად.
II კანონი - შვიდეულის დღის (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლად.
III კანონი - მოწამეთა (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლად.
_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ მოწამეთა კანონის ძლისპირი.
_ „უმცირესი“ - „უფალსა უგალობდით“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა მოწამეთა: „მხნეთა მხედართა...“ (ხმა VIII).
„დიდება“ „აწ და“ - იგივე.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი მოწამეთა: „გუნდი მოწამეთა ცხადად...“ (ჟამნიდან).
შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“.
_ „განმანათლებელი“ შვიდეულის დღისა.
„დიდება“ მოწამეთა: „ღმრთისმსახურებისა სვეტთა...“
„აწ და“ ღმრთისმშობლისა შვიდეულის დღისა.
_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე).
„დიდება“ „აწ და“ - „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...“
_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.
_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:
- „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...“
- „და იყავნ ნათელი უფლისა...“
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა მისივე (ხმა V).
_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1გზის.
ტროპარი მოწამეთა: „მოწამეთა შენთა უფალო...“ (ხმა IV).
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ – „კეთილ არსზე“ (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით) (ხმა IV).
ჟამებზე:
_ ტროპარი და კონდაკი: მოწამეთა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „ყოველდღიური ანტიფონები“ - „კეთილ-არს აღსარებად უფლისა...“
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპარები: - შვიდეულის დღისა;
- რიგის წმიდისა.
კონდაკები: - შვიდეულის დღისა;
- რიგის წმიდისა;
„დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“
„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“
ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - შვიდეულის დღისა;
- ტაძრისა;
- რიგის წმიდისა.
კონდაკები: - შვიდეულის დღისა;
- რიგის წმიდისა;
„დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“
„აწ და“ - ტაძრისა.
გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - შვიდეულის დღისა;
- ტაძრისა;
- რიგის წმიდისა.
კონდაკები: - შვიდეულის დღისა;
- ტაძრისა.
- რიგის წმიდის;
„დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“.
„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და წმიდისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და წმიდისა.
წარდგომა (ხმა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ _ მაცხოვრისა ჩემისა“.
მუხლი: „რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა, რამეთუ, აჰა-ესერა, ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი“.
წარდგომა (ხმა IV): „წმიდათა, რომელნი არიან ქვეყანასა მისსა, საკვირველ ჰყო უფალმან ყოველივე ნება მისი მათ შორის“.
ალილუია (ხმა VIII): „ისმინე, ასულო, და იხილე, და მოყავ ყური შენი“.
მუხლი: „პირსა შენსა ლიტანიობდნენ მდიდარნი ერისანი“.
ალილუია (ხმა VI): „ხმობდეს მართალნი და უფლმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნნა იგინი“.
განიცადე: „სასუმელი ცხორებისაი მოვიღოთ, და სახელსა უფლისასა ვხადოთ“.
განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლსა მიმართ და აუვარებდით სახსენებელსა სიწმიდისა მისისასა“.