უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

წლის ციკლის მსახურება აღესრულება – სადღესასწაულოდან.

კვირის ციკლისა - - - - - პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - - - ჟამნიდან.

 

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.

ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: კვირის ღამისთევის მსახურება შეერთებული „ღამისთევის“ (V რანგი) მსახურებასთან.

 

დიდი მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იგალობება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება.

_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება VIII ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად:

- აღდგომისა - 3 მუხლი (ხმა VIII);

- აღმოსავლური - 1 მუხლი;

- წინასწარმეტყველისა - 6 მუხლი (ხმა I).

„დიდება“ წინასწარმეტყველისა: „მოვედით კრებულნო...“ (ხმა VI).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა): „მეუფე ცათა კაცთმოყვარებისათვის...“ (ხმა VIII).

_ შესვლა საცეცხლურით.

_ წარდგომა დღისა.

_ საწინასწარმეტყველო _ 3.

_ „ლიტიასა“ ზედა დასდებლები: ტაძრისა _ 1 და წინასწარმეტყველისა (ხმა IV)

„დიდება“ მისივე: „ჰოი, ბრძანებასა...“ (ხმა VI).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა: „ღმრთისმშობელო ქალწულო შენ ხარ ვენახი ჭეშმარიტი...“ (იხ. III ჟამი).

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა).

„დიდება“ მისივე: „წინასწარმეტყველო მქადაგებელო...“ (ხმა VI)

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „შემოქმედი და მხსნელი...“ (ხმა VI).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:

„ღმრთისმშობელო ქალწულო... “ – 2-გზის.

ტროპარი წინასწარმეტყველისა: „ხორცითა ანგელოზმან...“ – 1-გზის (ხმა IV).

_ პურის კურთხევა.

 

დიდი ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება VIII ხმაზე).

ტროპარი აღდგომისა: „მაღლით გარდამოხედ...“ - 2-გზის (ხმა VIII).

„დიდება“, ტროპარი წინასწარმეტყველისა: „ხორცითა ანგელოზმან...“ (ხმა IV).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ხმა IV).

_ რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.

„დიდება“ „აწ და“ - მისივე.

შენიშვნა: კვირას, I სტიქოლოგიის შემდგომი წარდგომის „აწ და“-ზე ითქმის ღმრთისმშობლისა, აღდგომის განსატევებელი მიმდინარე ხმისა.

ჩასართავები:

- შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“.

- შემდგომად II სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“.

_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).

_ „გადიდებსა“ წინასწარმეტყველისა: „გადიდებთ შენ წმიდაო წინასწარმეტყველო ღმრთისაო ილია და პატივს-ვცემთ წმიდასა ხსენებასა შენსა, რამეთუ შენ ხარ მეოხი ჩუენი წინაშე ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა“ (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით – დავითნიდან, მღვდელმთავართა).

_ აღდგომის ტროპრები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ.

_ იპაკო (ხმა VIII).

_ წარდგომა შემდგომად „სადიდებელისა“ წინასწარმეტყველისა: „ცეცხლისა ეტლსა ზედა...“ (წარდგომა შემდგომად I სტიქოლოგიისა); „საღმრთო ტაძარი შენი..“ (წარდგომა შემდგომად II სტიქოლოგიისა); „დიდება“ „ვითარცა ტრფიალმან...“ (წარდგომა შემდგომად სადიდებელისა); „აწ და“ მისივე: „ვითარცა ქალწულმან...“

_ ანტიფონები (ხმა VIII).

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „სუფევს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი სიონ თესლითი თესლამდე“ (ხმა VIII).

მუხლი: „აქებს სული ჩემი უფალსა, ვაქებდე უფალსა ცხოვრებასა ჩემსა“.

_ საცისკრო სახარება: სახ. მე-9, ინ. 65 დას. XX, 19-31.

_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება“ - „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...“

„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“

- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).

- „აღდგა რა იესო განთიად...“

_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი აღდგომისა - 4 მუხლად (ძლისპირით, პარაკლიტონოდან).

II კანონი ღმრთისმსობლისა - 2 მუხლად (ძლისპირის გარეშე, პარაკლიტონიდან).

III კანონი – წინასწარმეტყველის I კანონი (ძლისპირის გარეშე, თვენიდან) - 4 მუხლად.

IV კანონი – წინასწარმეტყველის II კანონი (ძლისპირის გარეშე, თვენიდან) - 4 მუხლად.

_ კატავასია - „აღაღე პირი ჩემი“.

_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- კონდაკი და იკოსი წინასწარმეტყველისა.

- წარდგომა წინასწარმეტყველისა: „წყაროსა საკვირველებათასა...“ 2-გზის.

„დიდება“ „აწ და“ მისივე: „მრავალთხზულსა განსაცდელსა...“

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი და იკოსი აღდგომისა (ხმა VIII).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი...“ - თავისი მუხლებით.

_ „განმანათლებელი“ აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (IX).

„დიდება“ „განმანათლებელი“ წინასწარმეტყველისა: „ნათელმან ოთხ-ჰუნისა...“

„აწ და“ ღმრთისმშობლისა (ათერთმეტთაგანი) (IX).

_ „ყოველი სული“ - იგალობება.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად:

- აღდგომისა - 4 მუხლი (ხმა VIII).

- წინასწარმეტყველისა - 4 მუხლი (ჩასართავები იძიე „სტიქარონსა“-ზედა დასდებლებში).

„დიდება“ გერი (ათერთმეტთაგანი) (IX).

„აწ და“ - „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“ (ჟამნიდან).

_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

- ტროპარი ლუწი ხმისა.

 

ჟამებზე:

_ ტროპარები: აღდგომისა (ხმა VIII) და წინასწარმეტყველისა.

_ კონდაკი: აღდგომისა და წინასწარმეტყველისა მონაცვლეობით.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“:

- მიმდინარე ხმისა - 6 მუხლი,

- წინასწარმეტყველის კანონის III გალობიდან _ 4 მუხლი, „დიდება“ „აწ და“- თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:

ტროპრები: - აღდგომისა;

- წინასწარმეტყველისა.

კონდაკები: „დიდება“ - წინასწარმეტყველისა.

„აწ და“ - აღდგომისა.

ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - აღდგომისა;

- ტაძრისა;

- წინასწარმეტყველისა.

კონდაკები: - აღდგომისა.

„დიდება“ - წინასწარმეტყველისა.

„აწ და“ - ტაძრისა.

გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - აღდგომისა;

- ტაძრისა.

- წინასწარმეტყველისა.

კონდაკები: - აღდგომისა.

- ტაძრისა.

„დიდება“ - წინასწარმეტყველისა;

„აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“

წარდგომა და ალილუია – აღდგომისა (ხმისა) და წინასწარმეტყველისა.

სამოციქულო და სახარება – დღისა (რიგისა) და წინასწარმეტყველისა.

განიცადე _ კვირისა და წინასწარმეტყველისა.

წარდგომა (ხმა VIII): „ილოცეთ და მიეცით უფალსა ღმერთსა ჩუენსა“.

მუხლი: „განცხადებულ არს ჰურიასტანს ღმერთი და ისრაელსა ზედა დიდ არს სახელი მისი“.

წარდგომა (ხმა IV): „შენ ხარ მღვდელ-უკუნისამდე, წესსა მას ზედა მელქისედეკისსა“

ალილუია (ხმა VIII): „მოვედით უგალობდეთ უფალსა, ვღაღადებდეთ ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩუენისა“.

მუხლი: „აღვიმსთოთ წინაშე პირსა მისსა აღსარებითა და ფსალმუნითა უღაღადებდეთ მას“.

ალილუია (ხმა VIII): „მოსე და აჰრონ მღუდელთა შორის მისთა, და სამოელ მათ თანა, რომელნი ჰხადოდეს სახელსა მისსა“.

განიცადე: „აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა“

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.