უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (მოწამისა).

შენიშვნა: ჩვენ მოვიძიეთ წმ. დიდმოწამე პანტელეიმონის პარაკლისი, შეგვიძლია იქ მოცემული კანონი (9-ოდიანი გალობა) გამოვიყენოთ.

კვირის ციკლისა - - - - - პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - - - ჟამნიდან.

 

საღამოს მსახურება: IX ჟამნი _ მცირე მწუხრი.

ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამნი _ VI ჟამნი _ საღმრთო ლიტურგია.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.

ტიპიკონი: კვირის „ღამისთევის“ მსახურება შეერთებული „სადიდებლიან“ (IV რანგი) მსახურებასთან.

 

დიდი მწუხრი:

_ „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იგალობება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება.

_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად:

- აღდგომისა - 3 მუხლი (ხმა I).

- აღმოსავლური - 1 მუხლი (ხმა I).

- დიდმოწამისა - 6 მუხლი (ხმა IV).

„დიდება“ მისივე: „გაქუს შენ მდინარე...“ (ხმა II).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა): „ყოვლისა სოფლისა დიდებასა..“ (ხმა I).

_ შესვლა საცეცხლურით.

_ დღის წარდგომა.

_ საწინასაწარმეტყველო – 3.

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა).

„დიდება“ დიდმოწამისა: „მარტვილთა გვირგვინითა...“ (ხმა VIII).

„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „უსძლოო ქალწულო...“ (ხმა VIII).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:

- ღმრთისმშობელო ქალწულო – 3-გზის.

 

დიდი ცისკარი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება I ხმაზე).

ტროპარი აღდგომისა: „რაჟამს ლოდი იგი დაბეჭდულ იყო...“ - 2-გზის (ხმა I).

„დიდება“ ტროპარი დიდმოწამისა: „ღუაწლითშემოსილო წმიდაო...“ (ხმა III)

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „შენ შუამდგომელსა ...“ (ხმა III).

_ რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.

„დიდება“ „აწ და“ - მისივე.

შენიშვნა: კვირას, I სტიქოლოგიის შემდგომი წარდგომის „აწ და“-ზე ითქმის ღმრთისმშობლისა, აღდგომის განსატევებელი მიმდინარე ხმისა.

ჩასართავები:

- შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღდეგ, უფალო, ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“.

- შემდგომად II სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“.

_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).

_ „გადიდებსა“ დიდმოწამისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით – დავითნიდან).

_ აღდგომის ტროპრები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ.

_ იპაკო (ხმა I).

_ წარდგომა შემდგომად „სადიდებელისა“ დიდმოწამისა: „ვითარცა მხედარმან...“ (წარდგომა შემდგომად I სტიქოლოგიისა); „მდინარესა შინა სისხლთა შენთასა...“ (წარდგომა შემდგომად II სტიქოლოგიისა); „დიდება“ „სისხლთა შენთა მიერ...“ (წარდგომა შემდგომად სადიდებელისა); ან შეგვიძლია ეს დასდებელი წავიკითხოთ:

„ნიჭნი კურნებათანი და სასწაულნი ზეგარდამო მოიხუენ ქრისტეს ღმრთისაგან, ღირსო პანტელეიმონ, ამისთჳს ვითხოვთ შენგან, დიდებულო: განკურნენ წყლულებანი სულთა ჩუენთანი, ბრძენო და კუალად სალმობანი ხორცთანი უკურნებელნი, ვითარცა ხარ მობაძავ ღმრთისა მოწყალებათაჲ, რაჲთა გიგალობდეთ შენ სარწმუნოებით“.

„აწ და“ მისივე: „შენ გნატრით ყოვლადუხრწნელო...“ (საზიარო თვენიდან).

_ ანტიფონები (ხმა I).

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „აწ აღვსდგე, იტყვის უფალი, დავსდვა ცხოვრება და განვსცხადნე მას ზედა“ (ხმა I).

მუხლი: „სიტყვანი უფლისანი არიან სიტყვა წმიდა“.

_ საცისკრო სახარება: სახ. X. ინ. 66 დას. XXI, 1-14.

_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება“ - „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...“

„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“

- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).

- „აღდგა რა იესო განთიად...“

_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი აღდგომისა - 4 მუხლი (ძლისპირი 1-გზის).

II კანონი ჯვარაღდგომისა - 2 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

III კანონი ღმრთისმშობლისა - 2 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

IV კანონი დიდმოწამისა - 6 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია - „აღაღე პირი ჩემი...“

_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.

წმიდა დიდმოწამე პანტელეიმონის კანონი

გალობა 1

ძლისპირი: ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკჳრველთმოქმედმან კუერთხმან მოსეჲსამან, რომელმან გამოსახა სახჱ ჯუარისაჲ და განაპო ზღუაჲ მეწამული და ისრაელი იხსნა განმავალი, მეტყუელი გალობისა უფლისასა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

სიტბოებაჲ და წყალობაჲ ყოველთა წყალობისაჲ მოგიღებიეს მსგავსად სახელისა ზეგარდამო, პანტელეიმონ მხნეო, ამისთჳს გევედრებით: სიტკბოებით მომხედენ და დიდებად შენდა განმაძლიერენ, და ღირს მყავ სასწაულთა შენთა დიდთა გალობად.

გაქუნდა კეთილი ქონებაჲ და ცნობაჲ გონიერი სიჩჩოჲთ შენითგან, სამგზის სანატრელო, და საცნობელნი სულისანი განკითხვად და გულისჴმისყოფად, და განრჩევად კეთილად კეთილისა და ბოროტისა, ვინაჲცა კეთილი შეიყუარე და ბოროტი მოიძულე.

ღმრთისმსახურებაჲ დიდებული სიბრძნით შეიყუარე ღმერთშემოსილო, და მამული იგი უღმრთოებაჲ, ღმრთივ გონიერად სწავლითა შენითა განსწმიდე, და მოიზიდე იგი ნიშთა საკჳრველთა აღსრულებითა ქრისტეს სარწმუნოებად, დიდებით დიდებულო.

უნაყოფოთა ბერწთაგან ნაყოფად შუენიერად აღმოგაცენა მუშაკმან სულთამან, ქალწულო ყოვლად დიდებულო, თჳსისა მის ბრწყინვალებისა სამეუფოჲსა საყდრად და სავანედ ცათა უმაღლესად და შენგან გამოვიდა, ღმერთი და კაცი სრული.

გალობა 3

ძლისპირი: განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და ქუეყანისაო წყალთა ზედა. დამამტკიცე მე, ქრისტე, ეკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არა ვინ არს წმიდაჲ შენებრ, კაცთმოყუარე.

შუენიერებითა ხორცთაჲთა და სათნოებათა სიკეთითა და მადლთა საღმრთოთა ბრწყინვალებითა სიწმიდე სულიერი უშუენიერეს გამოაჩინე და [ორ]კერძოვე ჰნათობდი, ზეშთა ცნობისა და სიტყჳსა.

განიკითხე და გულისჴმა-ყავ გონიერად განბჭობითა, საცთური და ღმრთის მეცნიერებაჲ, და შეეძინე ნათელსა და განაგდე ბნელი წყუდიადი, რამეთუ უდარესსა აღირჩიე უვაღრესი.

სიბრძნით მოპოვნებულთა სახეთა და სიტყუათა ჩემებელთა მიერ, განჰბასრე მამაჲ ტყუვილისა და პატივი წმიდისა ემბაზისა და მოძღურისა და მამისა შენისაჲ ჯეროვნად დასცევ, ნეტარო.

ურიცხუთა ბოროტთა ჩემთაგან, რომელთა ვნივთებ დღითი-დღედ, ოხითა შენითა მიჴსენ ქალწულო, რამეთუ ბრალეულთა და უსასოთა სასოებაჲ და შუამდგომელი, შენ ხარ ქრისტეს მჴსნელისა მიმართ.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- კონდაკი დიდმოწამისა: „მიმსგავსებულ იქმენ...“ (ხმა V)

შენიშვნა: წმ. დიდმოწამე პანტელეიმონის დაუჯდომლიდან შეიძლება პირველი იკოსი გამოვიყენოთ:

"ქუეყანისა ანგელოსად და ზეცისა კაცად ჩინებულო, ახოვანითა მოღვაწებითა ამსოფლით განსრულსა და სასუფეველსა მიწევნულსა, რომელსა მოწამეობისა და უბიწოებისა ოქროქსოილისა პორფირი იგი შვენიერი გმოსიეს, შენ, მეოხსა სულთა ჩვენთასა ესრეთ გადიდებთ: გიხაროდენ მართლმადიდებელისა ეკლესიისა მნათობო ბრწყინვალეო; გიხაროდენ, ყოვლადპატიოსანთა მოწამეთა შვენებაო; გიხაროდენ, ღვთივსათნოისა მოთმინებისა მასწავლელო; გიხაროდენ, მოქენეთა შენთა სიქადულო; გიხაროდენ, განრღვეულთა მამრთელებელო; გიხაროდენ, ღმრთივსათნოისა მის დიდმოწამეობისა ხატო შვენიერო და უვეცხლოისა კურნებისა მადლითა მით ქრისტესმიერთა განცისკრებულო, წმიდაო მკურნალო პანტელეიმონ". 

- წარდგომა დიდმოწამისა: „ვითარცა ოქრო ბრძმედსა...“ (ხმა I, საზიაროდან) - 2-გზის. „დიდება“ „აწ და“ - მისივე: „შემწე შეუწევნელთა...“

შენიშვნა: შეგვიძლია ეს წარდგომა წავიკითხოთ: წარდგომა (ხმა VIII):

„სწამე წამებაჲ ქრისტესი ახოვნად და სარწმუნოებაჲ მისი ჰქადაგე და მამაჲ შენი, სიღრმეთაგან უღმრთოებისასა აღმოიყვანე და უღმრთოჲსა მის მძლავრისა ზახებისაგან არა შესძრწუნდი და ეშმაკთა საცთურსა არცხჳნე, სანატრელო, ვინაჲცა მოიღე მადლი უფლისა მიერ განკურნებად სალმობისა სულთა და ჴორცთა ჩუენთასა, პანტელეიმონ ყოვლად ქებულო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რათა ცოდვათა [შენდობაჲ მოგუანიჭოს და სულთა ჩუენთა – დიდი წყალობაჲ.]

 გალობა 4

ძლისპირი: შენ ხარ, ქრისტე, ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უფალი ჩემი და სიხარული ცხოვრებისა ჩემისაჲ, რომელმან არა დააცალიერენ წიაღნი მამისანი და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთჳსცა წინასწარმეტყუელისა ამბაკუმის თანა ვიტყოდით: ძალსა შენსა დიდებაჲ, კაცთმოყუარე.

მადლი სულისა წმიდისაჲ, ყოვლად ძლიერისაჲ დაემკჳდრა შენ თანა და უძლურებაჲ შენი განაძლიერა და საქმით და სიტყჳთ წარჩინებულ-გყო, ღმერთშემოსილო, რომლითა განაკჳრვენ ყოველნი გონებანი და ცნობანი, რამეთუ სასწაულთა და საკჳრველთა აღსრულებითა მოაქციენ მრავალნი.

ჰპოვე ღირსი ერმოლაოს პავლეს წილ, ნეტარო მოწამეო ქრისტესო, მის მიერ, გეუწყნეს საიდუმლონი მაღალნი და გამოუთქუმელნი, რომელთა მიერ ისწავე წესი ბრწყინვალე ღმრთისმსახურებისაჲ და მიერითაგან იქმენ მოძღუარ ღმრთივსწავლულ და შესძინე მეუფესა, ერი საზეპუროჲ, პანტელეიმონ.

ახოვნებით შებმა უყავ წამებისა ღუაწლთა, ღირსო პანტელეიმონ, ძალითა საღმრთჲთა გარეშეზღუდვილმან და მწარენი ტანჯვანი დაითმინენ, დიდებულო, უძლეველითა მოთმინებითა და სიმტკიცითა გონებისაჲთა, წადიერად ღაღადებდი, ძალსა შენსა დიდებაჲ კაცთმოყუარე.

ჭეშმარიტად სანატრელ არს ერი, რომელმანცა გიცის და აგიარებს დედად ღმრთისად, ჭეშმარიტად უბიწოო, და მეოხებითა შენითა შეზღუდვილი დაცვულ არს, რამეთუ შემდგომად ღმრთისა სასოებაჲ ცხორებისა თჳსისაჲ შენდამი დაუც, ქალწულო, და ცხონდების, და გზათა წარემართების.

გალობა 5

ძლისპირი: ნუსადა განმიშორებ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაჲ ჩემი, გევედრები.

სიბრძნისა მის საღმრთოჲსა ტრფიალ იქმენ, სამ-გზის სანატრელო პანტელეიმონ, და იგი შეიყუარე და იგი მოიგე თანამკჳდრად შენდა, ამისთჳს სამართლად პატივცემულ იქმენ მის მიერ და გჳრგჳნნი მაღალთანი დაიდგენ.

ჴორცთა იგი სიკეთე შუენიერებითა სულისაჲთა შეამკვე და კუალად სულისა ბრწყინვალებაჲ სათნოებათა დიდთა და ღუაწლთა ნათლითა ელვარედ განაშუენე, დიდებულო და იქმენ ტაძარ სულისა წმიდისა.

მადლითა და სასწაულთა ელვარებითა დაშრიტენ თუალნი უღმრთოთანი და მძლავრთა ზახებაჲ დაამჴუ სიმჴნითა და კერპთა საცთური დაარღვიე მოღუაწებითა შენითა და მორწმუნეთა გულნი განანათლენ.

[უდ]ებობისა ბადითა და საკრველითა მედგრობისა ჩუენისათა ქუესკნელთა ცოდვისათა შთავიზიდვი ყოვლად საწყალობელი, არამედ, ვითარცა მჴსნელისა ყოველთაჲსა მშობელი, სინანულად ცხორებისა მიმიძეღუ.

გალობა 6

ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და აუვარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთა მიიწია. და იონაჲსებრ ვღაღადებ: აღმომიყვანე მე, ღმერთო ჩემო.

მხიარულ იქმნა უფალი მისთჳს სიყუარულისა, რომელი გაქუნდა მისსა მიმართ და სასოებაჲ და სარწმუნოებაჲ უსაზღვროჲ და ცათა შინა ქუეყანასა ზედა გადიდა შენ ზეშთა სიტყჳსა ნიშთა მიერ და სასწაულთა, პანტელეიმონ.

ღმრთივშუენიერითა სიბრძნითა აღვსებულმან უღმრთოებისა იგი ბნელი და წყუდიადი საცთურისა განდევნე სიტყჳთა შენითა, ეწყვებოდე რაჲ უშჯულოთა მათ და ცილობაჲ მათი უწესოჲ საქმეთა წამებითა დაჰჴსენ, პანტელეიმონ.

თესლი სიტყჳსაჲ შეიწყნარა სულმან წმიდამან, ვითარცა რაჲ ნაყოფიერმან, და ნაყოფი მზრდელი სულთაჲ აღმოაცენა, ბრძენო, შემაშფოთებელი ღუარძლთა ბოროტთაჲ და ასეული უკუდავებისა თავწარსხმული სათნოებათაჲ მოართუ ქრისტესა.

სიტყუაჲ უფლისაჲ განკაცნა რაჲ და იშვა ხორცითა ქალწულისაგან, იქმნა ყოველივე ახალ, და მიწისაგანნი ღმერთ იქმნნეს ჭეშმარიტად და წყევაჲ კურთხევად შეცვალა და მაცდური გუელი მოიკლა და სიკუდილისა მძლავრებაჲ უჩინო იქმნა.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი და იკოსი აღდგომისა (ხმა I).

გალობა 7

ძლისპირი: რომელთა ქალდეველთა აგზებული საჴმილი ძალითურთ შემწუველი დაშრიტეს ხილვითა ანგელოზებრივითა, რომელი გარდამოჴდა, მისა მიმართ ყრმანი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ და დიდებულ, უფალო, ღმერთო მამათაო ჩუენთაო.

ძალითა სულისაჲთა აღჭურვილი ეწყვე სიმჴნით მტერთა წინააღმდგომთა, ნეტარო პანტელეიმონ და სამძალი ძლევისაჲ შეიმოსე და განათლებული ღაღადებდი და იტყოდი: კურთხეულ ხარ და დიდებულ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

მადლსა კურნებათასა და დაუწყუედელსა უფსკრულსა სასწაულთასა, მჴნეო, საფლავი შენი აღმოაცენებს და რომელნი აღმოივსებენ, კურნებასა სულთასა და ჴორცთასა მიიღებენ და აკურთხევენ ღმერთსა, მადიდებელსა შენსა, პანტელეიმონ: კურთხეულ ხარ და დიდებულ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

წამებისა შენისა გზაჲ სიხარულით წარვლო, მოწამემან შენმან, უფალო, და განვრცნა ალაგთა შინა მცნებათა და მადლთა ბნელთასა, ხოლო შენ, სახიერო, საკჳრველ ჰყავ ნიშთა მიერ და ადიდე იგი ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ყოვლად მაღალო: კურთხეულ ხარ და დიდებულ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

ყოველნივე წინაჲსწარი თქმულნი შენთჳს და [სწავლებანი] ესერა სრულ იქმნნეს, ქალწულო, რამეთუ ქადაგებული მათი ჴორცითა გჳშევ ორითა ბუნებითა და საქმითა, ვითარცა არს ღმერთი და კაცი სრული, ამისთჳს ღმრთისმშობლად აღგიარებთ შენ.

გალობა 8

ძლისპირი: შჳდ-წილ აღაგზნა საჴუმილი მძლავრმან ქალდეველთამან ყრმათათჳს გულისწყრომითა და რისხვითა და ძალითა მაღლისაჲთა იხილნა უვნებელად დაცვულნი ცეცხლისაგან განურყუნელად და დამბადებელისა მიმართ და მჴსნელისა ღაღად-ყო: აკურთხევდით ყრმანი, და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

ცეცხლითა რაჲ იწუვებოდე და მახჳლითა დაიჭრებოდე და ურმისთუალსა ზედა განრთხმულ იყავ, მოწამეო, და მჴეცთადა მიცემულ და წყალთა შინა ზღჳსათა შთაგდებულ და პირად-პირადითა სატანჯველითა ტანჯულ, არა განილიე შენ, ხოლო უკუანაჲსკნელ, თავისა შენისა, ღირსო, წარკუეთითა წარმოუდეგ ქრისტესა.

კრებაჲ შენი შუენიერი ბრწყინავს უბრწყინვალეს მზისთუალისა და ნათელითა მადლთაჲთა და ნიშთა ბრწყინვალებითა იხარებს ცისკიდეთა და ჰნათობს სულთა მორწმუნეთასა, რამეთუ ყოველთავე სწყალობ და აცხოვნებ სიტკბოებისა შენისა სიმდიდრითა, ღმრთისა მძლეო, სენთა განჰკურნებ და სულთა არაწმიდათა იოტებ.

მკურნალი ხარ საკჳრველი მომატყუებელი უკუდავებისა, ჴორციელსა სიმახჳლესა თანა, მოიგე სულიერი მოღვაწებაჲ და კურნებაჲ სულთაჲ და მრჩობლ ჰკურნებ ჴორცთა და სულსა სიბრმესა და ორკერძოვე მისცემ ბრწყინვალებასა, დიდებულო, ქრისტეს მჴსნელისა წოდებითა და ძლიერებითა.

ღმერთი ყოვლისა მპყრობელი, ღმრთისაგან უცვალებელად კაც-იქმნა უქცეველად შენგან, ღმრთისა დედაო, ყოვლად უხრწნელო სძალო და განაახლა განხრწნილი ადამ და აღიყვანა პირველსავე მას დიდებასა. ამისთჳს შენ, ვითარცა მიზეზსა ცხორებისასა, ქებით გადიდებთ და სარწმუნოებით თაყუანის-გცემთ.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

გალობა 9

ძლისპირი: განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი განკჳრვებულ იქმნნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა საშოჲ შენი უმაღლეს ცათა საყდართა გამოაჩინა. ამისთჳს, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებდენ შენ.

რიტორთა ზღაპრობაჲ სიბრძნით ამხილე და ცუდთა ღმერთთა უძლურებაჲ დაამჴუ და ასკლიპიოს და პალინიოჲს ჴელოვნებაჲ ცუდ-ჰყავ და დაარღჳე მძლავრთა ზახებაჲ და აღამაღლე რქაჲ ეკლესიისაჲ, ღირსო პანტელეიმონ, მოწამეო ქრისტესო და ერი მორწმუნეთა ადიდე.

კურნებისა წყაროთა და უფსკრულთა ცხორებისათა, აღმოაცენებ, ღირსო, საღმრთოჲთ სამარხოჲთ შენით და მოჰრწყავ მორწმუნეთა და ჰკურნებ სენსა ყოველთასა და მისცემ ცოდვათა მოტევებასა და განსაცდელთა ჴსნასა და მხიარულ ჰყოფ სულსა შემსხმელთა შენთასა, პანტელეიმონ.

მოაკუდინე იქედნე წამლიანი ლოცვითა და ლომთა პირნი დაუყვენ და ცეცხლი და წყალი განჰვლე წადიერად, უძლეველო მოწამეო, ხოლო მახჳლითა რაჲ სრულ იქმენ, წარმოუდეგ ქრისტესა და ჰსუფევ საუკუნოდ, კრებულსა თანა უჴორცოთასა.

აღმაღლდა რქაჲ დაცემულისა ადამისი შენგან შობითა ღმრთისა სიტყჳსაჲთა, რომელმან არა უღირს-იჩინა სიმდაბლე ჩუენი და პირველი აზნაურებაჲ მოგუცა მიწადმდე დამდაბლებულთა, ამისთჳს შენ, ვითარცა ცხორებისა ჩუენისა მიზეზსა, გნატრით ღმრთისა დედაო.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა).

_ „წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი...“ - თავისი მუხლებით.

_ განმანათლებელი აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (X).

„დიდება“ _ „განმანათლებელი“ დიდმოწამისა: „რომელი ღუაწლთა მიერ...“ 2- გზის.

შენიშვნა: შეგვიძლია განმანათლებლის ნაცვლად ეს მუხლი წავიკითხოთ:

„გამობრწყინდა ერნო დღეს, ყოვლად დიდებული ქრისტეს მოწამისა საჴსენებელი და მოუწოდს მორწმუნეთა კრებულსა საიდუმლოდ სერობად, და ბრწყინვალესა კრებასა შეჰმზადებს და ისტუმრებს. ღუაწლითა თჳსითა გამობრწყინდა მკურნალი დიდი უქრთამოჲ, და სალმობათა და სენსა ყოველთასა მდიდრად განჰკურნებს ახოვანი და საღმრთოჲ მოღუაწე პანტელეიმონ. მოვედით და მოვისწრაფოთ და უგალობდეთ ღუაწლთა მისთა უძლეველთა, რამეთუ იღუწის ჩუენთჳს მჴურვალედ ღმრთისა მიმართ და ევედრების, რაჲთა მოანიჭოს სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ“.

„აწ და“ - ღმრთისმშობლისა (ათერთმეტთაგანი) (X).

_ „ყოველი სული“ - იგალობება.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად:

- აღდგომისა - 4 მუხლი (ხმა I).

- დიდმოწამისა _ 4 მუხლი;

შენიშვნა: შეგვიძლია საზიარო თვენში მოცემული მუხლების ნაცვლად გამოვიყენოთ ქვემოთ მოცემული მუხლები:

„მარტჳლთა შორის გამოსჩნდი მკურნალად საკჳრველად, პანტელეიმონ ბრძენო, ლოცვითა გუელი მოჰკალ და ყრმაჲ აღადგინე, ყოველთავე უჩუენე ძალი ქრისტესი, რომელი მოგემადლა ღმრთისა მიერ, მას ევედრე ცხორებად ჩუენდა.

ყოვლად საძლეველი იგი საჭურველი აღიღე, რომელსა ზედა ქრისტე ნეფსით დამსჭვალულ იქმნა და მით დაამჴუ ძალი უსჯულოჲ, პანტელეიმონ ქებულო, რომლისათჳსცა ევედრე მაცხოვარსა მგალობელთა შენთათჳს, ღირსო.

მოძღუარისა მიერ მორწმუნისა, სწავლაჲ შეიწყნარე და მამაჲ იგი ურწმუნოჲ მორწმუნე-ჰყავ შენ, ღირსო, რაჟამს მოგეცა შენ ღმრთისა მიერ ძალი იგი კურნებათაჲ, მოგჳჴსენენ მგალობელნი შენნი, პანტელეიმონ დიდებულო.

წადიერად განუკუთნე თავი შენი ღმერთსა, პანტელეიმონ ღირსო, და პირველ სრულებისა ძალითა მისითა აღადგინე მკუდარი, ყოვლად დიდებულო, მეცა მომკუდარი სულითა ცოდვათაგან, ცხოველ მყავ ოხითა შენითა.

ჩასართავები: „ერთა შენსა ზედა ძმაცუვიდეს ზაკუვით და განიზრახეს წმიდათა შენთათვის“;

„შეისმინე ღმერთო ხმისა ჩემისა, გევედრებოდი რაი მე შენდამი“.

„დიდება“ - გერი (ათერთმეტთაგანი) (X).

„აწ და“ - „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“

_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

- ტროპარი კენტი ხმისა.

 

ჟამებზე:

_ ტროპრები: აღდგომისა (ხმა I) და დიდმოწამისა.

_ კონდაკი: აღდგომისა და დიდმოწამისა მონაცვლეობით.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 10 მუხლად:

- მიმდინარე ხმისა - 6 მუხლი (პარაკლიტონიდან).

- დიდმოწამის კანონის III გალობიდან - 4 მუხლი,  „დიდება“ „აწ და“ - თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:

ტროპარები: - აღდგომისა;

- დიდმოწამისა;

კონდაკები: „დიდება“ - დიდმოწამისა;

„აწ და“ - აღდგომისა.

ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - აღდგომისა;

- ტაძრისა;

- დიდმოწამისა;

კონდაკები: _ აღდგომისა;

„დიდება“ - დიდმოწამისა;

„აწ და“ - ტაძრისა.

გ) თუ ტაძარი რომელიმე სახელობისაა:

ტროპარები: - აღდგომისა;

- ტაძრის წმიდისა;

- დიდმოწამისა;

კონდაკები: _ აღდგომისა;

- ტაძრის წმიდისა

„დიდება“ - დიდმოწამისა;

„აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“.

წარდგომა და ალილუია – აღდგომისა (ხმისა) და დიდმოწამისა.

სამოციქულო და სახარება – დღისა (რიგისა) და დიდმოწამისა.

განიცადე _ კვირისა და დიდმოწამისა.

წარდგომა (ხმა I): „იყავნ უფალო წყალობა შენი ჩუენ ზედა, ვითარცა ჩუენ შენ გესავთ“.

მუხლი: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და წრფელთა ჰშუენის ქება“.

წარდგომა (ხმა IV): „საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაილისა“.

ალილუია (ხმა I): „ღმერთო, რომელი ეძიებ შურსა ჩემსა და დაამორჩილენ ერნი ჩემ ქუეშე“.

მუხლი: „განადიდე ცხოვრება მეუფისა და ყოფად წყალობა ცხებულისა მისისა თანა დავითისთანა და ნათესავისა მისისათანა უკუნისამდე“.

ალილუია (ხმა IV): „მართალი ვითარცა ფინიკი აღყუავნეს, და ვითარცა ნაძვი ლიბანისაი, განმრავლდეს“.

განიცადე: „აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა“

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.