წინა დღე შემდეგი დღე
ძველი სტილით: 19 აპრილი 2024

ვნების შვიდეული. დიდი ხუთშაბათი

ახალი სტილით: 02 მაისი 2024
წმ. ბასილი დიდის წირვა
საიდუმლო სერობის ხსენება. ღირსისა იოანესი, პალესტინის ძველი ლავრის ხუცესისა (VIII); მოწამეთა: თეონასი, ქრისტეფორესი და ანტონინესი (303); მღვდელმოწამისა პაფნუტისა, იერუსალიმელი ეპისკოპოსისა (III); წმ. გიორგი აღმსარებელისა, ანტიოქიის ეპისკოპოსისა (813-820); წმ. ტრიფონისა, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (933); ღირსისა ნიკიფორე იღუმენისა.


ცისკ. - ლკ. 108 დას. (შუათგან), XXII, 1-39. ლიტ. - 1 კორ. 149 დას. XI, 23-32. შედგენილი სახარება: მთ. 107 დას. XXVI, 1-20. ინ. 44 დას. XIII, 3-17. მთ. 108 დას. (შუათგან), XXVI, 21-39. ლკ. 109 დას. XXII, 43-45. მთ. 108 დას. XXVI, 40 - XXVII, 2. ფეხთბანვისა - ინ. 44 დას. XIII, 1-11. ფეხთბანვის შემდეგ - ინ. 45 დას. XIII, 12-17.


ტიპიკონური მითითებები

● დიდ ხუთშაბათს მზადდება წმიდა ძღვენი სნეულთა საზიარებლად მთელი წლისათვის. ● ფერხთბანვის წესი სრულდება მხოლოდ მღვდელმთავრის მსახურებაზე.