* ლიტურგიის შემდეგ შესრულდება პანაშვიდი. მიცვალებულთა ხსენების ეს დღე რუსეთის ეკლესიის მიერაა დაწესებული და რუსეთში მას ეწოდება ,„კრადონიცა“, რაც ნიშნავს „სასიხარულოს“, ანუ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებულ მოხსენიებას, სხვა ეკლესიებში (საბერძნეთი, კონსტანტინეპოლი, ანტიოქია, ალექსანდრია და სხვა) ამ დღეს მიცვალებულთა ხსენება არ ხდება. ძველ ქართულ ლიტურგიკულ წყაროებში და საღმრთო წიგნებში ეს მოსახსენებელი არსადაა შეტანილი. იგი არც ბერძნულ და არც თვით რუსულ საღმრთისმსახურო წიგნებში არ წერია. იგი ახალი დროის ზეპირი ტრადიციაა, და რუსეთის ეკლესიიდანა იყო ჩვენში შემოტანილი XIX-XX სს-ში.