- 2023/10/10
ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან, სამწუხაროდ, სისტემატური ხასიათი მიიღო მნიშვნელოვანი საეკლესიო დღესასწაულების ხელოვნურად გადაფარვის მცდელობამ. მაგალითად, ერთი წლის წინ, ასევე, ამა წლის ივლისში სვეტიცხოვლის ტაძრის ტერიტორიიდან "TV პირველის" ჟურნალისტებმა მთელი რეპორტაჟი დაუთმეს გამოგონილ თემას - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსალოდნელ გადადგომასა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების საკითხს. მიზანი, მაყურებლის ყურადღების გადატანა იყო დღესასწაულის ამაღლებული შინაარსიდან მოსალოდნელ სკანდალზე. ფაქტობრივად, ხელოვნურად შეიქმნა დაძაბულობა.
როგორც ამ შემთხვევებმა აჩვენა, დღესასწაულის წინა დღეს, რომელიმე მედია საშუალებით, საგანგებოდ ვრცელდება მსგავსი შინაარსის რაიმე სკანდალური და უსაფუძვლო განცხადება, რათა დღესასწაულის დღეს ჟურნალისტს მიეცეს საშუალება, ამ საკითხზე დასვას შეკითხვები.
გარდა ამისა, ზოგიერთმა ტელევიზიამ სწორედ სვეტიცხოველის ეზოში, უარი განაცხადა შინაგანაწესის დაცვაზე, დაარღვია ჟურნალისტებისთვის გამოყოფილი სივრცე და ამითაც შექმნა გარკვეული უხერხულობა ტაძრის ტერიტორიაზე.
გამოცდილება აჩვენებს, რომ არაკორექტულ შეკითხვაზე სასულიერო პირის ნებისმიერი კომენტარი, მაყურებლისთვის მოგონილ თემაში მონაწილეობაში შესვლას ნიშნავს. ვთხოვთ ჟურნალისტებს, დღესასწაულის გასაშუქებლად ვინც მიიღებს აკრედიტაციას, დასწრების უფლებას ნუ გამოიყენებთ დღესასწაულის გასაფერმკრთალებლად.
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/08/28
- 2022/11/04
- 2022/11/10
- 2022/12/31
- 2023/02/01
- 2023/03/30
- 2023/07/16
- 2023/10/10
- 2023/11/02
- 2024/02/03
- 2024/02/22
- 2024/04/11
- 2024/04/23
- 2024/04/26
- 2024/05/11
- 2024/05/13
- 2024/05/15
- 2024/05/15
- 2024/07/16
- 2024/08/16