საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით, პენიტენციურ დაწესებულებებში ღონისძიებები გრძელდება.
ამა წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები ქალთა N 5 დაწესებულებაში იმყოფებოდნენ და მსჯავრდადებულებს ტკბილეული, ჰიგიენის საშუალებები, წიგნები და კელაპტრები მიუტანეს და დღესასწაული მიულოცეს.