ალექსანდრიის პატრიარქის ვიზიტი ზიმბაბვესა და ანგოლის სამიტროპოლიტოში


ამა წლის 22 ნოემბერს ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქი თეოდორე მრავალდღიანი ვიზიტით ზიმბაბვესა და ანგოლის სამიტროპოლიტოს ეწვია. ვიზიტის პირველ დღეს ადგილობრივი მართლმადიდებლები თავიანთ მღვდელმთავარს ყვავილებით დახვდნენ, მოგვიანებით კი მას ზიმბაბვეში საბერძნეთის ელჩი ვახშმით გაუმასპინძლდა.
 
23 ნოემბერს ალექსანდრიის პატრიარქი წმინდა სერაფიმე საროველის სახელობის სამისიონერო ცენტრს ეწვია, აკურთხა და შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა.
 
25 ნოემბერს წმინდა ეკატერინეს ხსენების დღეს საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ უნეტარესი პატრიარქი ზიმბაბვეს ბერძნულ აკადემიას ესტუმრა, სადაც ათასზე მეტი მოსწავლე სწავლობს.
 
ვიზიტის დასასრულს პატრიარქმა მადლობა შესწირა ღმერთს, რომ კიდევ ერთხელ გახადა ღირსი ზიმბაბველთა მშვენიერ ქვეყანაში ჩასვლისა, მშვიდობა უსურვა ზიმბაბვესა და ანგოლის ხალხებს, და მოუწოდა დედამიწის ყოველი ხალხის მეთაურს, რომ მიბაძონ ეგვიპტის მაგალითს, რომელიც მშვიდობიან გარემოს ქმნის ქრისტიანებისა და მუსულმანების თანაცხოვრებისათვის.

მსგავსი განცხადებები: