პატრიარქის აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავთან დაკავშირებით საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში ღონისძიება გაიმართა


ამა წლის 25 დეკემბერს პატრიარქის აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავთან დაკავშირებით, საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში ღონისძიება გაიმართა. კონცერტში სამრევლო სკოლები მონაწილეობდნენ. დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგნენ პატრიარქის ნათლულთა გუნდის წევრები, რომელთაც "მრავალჟამიერი" შეასრულეს.
 
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) რომელმაც შეკრებილებს პატრიარქის აღსაყდრების დღე მიულოცა და მისი უწმინდესობის ღვაწლზე ისაუბრა.
 
ღონისძიებას აგრეთვე წმინდა სინოდის წევრები, სხვა სასულიერო პირები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში სამრევლო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენაც მოეწყო, რომელიც მიტროპოლიტმა შიომ წმინდა სინოდის წევრებთან ერთად დაათვალიერა.
 
საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში შეკრებილები საქართველოს ეკლესიის მეთაურს აღსაყდრების დღეს ულოცავდნენ და მის ღვაწლზე საუბრობდნენ.
 
ფოტო: ნინო სოზაშვილი

მსგავსი განცხადებები: