აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა


ამა წლის 29 დეკემბერს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე) ალავერდის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში ეპარქიის ოთხი სასულიერო პირი დააჯილდოვა.
 
ოქროს ჯვრის ტარების უფლებითა და დეკანოზის ხარისხით დაჯილდოვდნენ:
 
თელავის ღვთაების ტაძრის მღვდელი გენადი გოგილაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი ლაზარიაშვილი და ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი კონსტანტინე პაპალაშვილი.
 
ოქროს ჯვრის ტარების უფლებითა და იღუმენის ხარისხით დაჯილდოვდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონი იოსები (ღვინიანიძე).

მსგავსი განცხადებები: