აღნიშნული გადაწყვეტილება 27 დეკემბერს რუსეთის საპატრიარქოს წმინდა სინოდმა მიიღო:
"დავადგინეთ: გათავისუფლდეს მაღალყოვლადსამღვდელო, მიტროპოლიტი ილარიონი, ბუდაპეშტ-უნგრეთის ეპარქიის მმართველობიდან".
ბუდაპეშტ-უნგრეთის ეპარქიის დროებით მმართველად რიაზანისა და მიხაილოვის მიტროპოლიტი მარკოზი დაადგინეს.
მიტროპოლიტ ილარიონს მსახურების ადგილად განუწესეს კარლოვი-ვარის (ჩეხეთი) თავთა მოციქულთა პეტრე და პავლეს სახელობის ტაძარი.
მიტროპოლიტი ილარიონი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ცნობილი სასულიერო პირია. 2009-2022 წლებში ხელმძღვანელობდა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა სამსახურს. იყო ბიბლეისტიკისა და ღვთისმეტყველების სინოდალური განყოფილების ხელმძღვანელი.























