ვულოცავთ კათოლიკოს-პატრიარქს დაბადებიდან 92-ე წელს


დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ს დაბადებიდან 92-ე წელს.
 
გულითადად ვუსურვებთ ჩვენს უწმინდესს უფლის შეწევნას, ჯანის სიმრთელესა და მრავალჟამიერ სიცოცხლეს.
 
მადლობა უფალს ესოდენ გამორჩეული და მადლმოსილი პატრიარქისთვის; ვმადლობთ უწმინდესს მისი მრავალმხრივი და მდიდარი ღვაწლისთვის, სიყვარულისა და მზრუნველობისათვის, ქართველი ერის ჭეშმარიტად სულიერი მწყემსმთავრობისთვის.
 
მრავალჟამიერ თქვენი სიცოცხლე, ჩვენო პატრიარქო!

მსგავსი განცხადებები: