ლექცია კასტორიის სამიტროპოლიტოში, პირველი მსოფლიო კრების შესახებ


კასტორიის სამიტროპოლიტო პირველი მსოფლიო კრების მოწვევიდან 1700 წლის შესრულებასთან დაკავშირებით წელს გასამართი საიუბილეო ღონისძიებებისადმი მიძღვნილ 9 ლექციას ატარებს, რომელთაც საეკლესიო ყრილობის (კლიროსი და მრევლი) ფორმა აქვთ.
 
ამ ყრილობებზე გამოკვლეული იქნება წმინდა მამებისა და მსოფლიო კრებების საქმიანობა, თეოლოგია, მოძღვრება და დოგმატები.
 
პირველი ლექცია ჩატარდა პარასკევს, 10 იანვარს, კასტორიის სამიტროპოლიტო ტაძარში და მისი მომხსენებელი იყო თესალონიკის აროსტოტელეს უნივერსიტეტის სოციალური თეოლოგიისა და ქრისტიანული კულტურის ფაკულტეტის პედაგოგი, გეორგიოს სისკოსი. მან პირველი მსოფლიო კრების შესახებ ისაუბრა და თემა სამ ნაწილად გაყო. პირველ ნაწილში წარმოადგინა პირველი სამი საუკუნის ნათლობის სიმბოლოები და მათი ანალიზი გააკეთა. მეორე ნაწილში ისაუბრა ნიკეის კრებამდელი ერესების იუდაური და ელინისტური წინაპირობების შესახებ, ხოლო მესამე ნაწილში გააკეთა ნიკეის სარწმუნოების სიმბოლოს ტექსტობრივი ანალიზი.
 
ლექციის მიმდინარეობისას წამოიჭრა შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები:
 
გარდამოცემის, როგორც ღვთის განკაცებული ლოგოსის მართებული აღმსარებლობისა და სარწმუნოების მნიშვნელობა; მწვალებლობათა წმინდა წერილის განმარტებაზე დაფუძნებული მეთოდი; ტერმინ "არსების", "ბუნების", "მყოფობის", "ჰიპოსტასისა" და "მოქმედების" პირვანდელი მნიშვნელობის საკითხი; ადგილობრივი და მსოფლიო კრებების საქმეებში სარწმუნოების აღმსარებლობათა საკითხი; ანათემების საეკლესიო ფუნქციის საკითხი.
 
21 თებერვალს შემდეგი ლექცია გაიმართება მეორე მსოფლიო კრების თემაზე და მას თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ინსტიტუტის პროფესორი კონსტანტინა ხრისტუ გაუძღვება.
 
წყარო: https://www.romfea.gr/ieres-mitropoleis/67338-dialeksi-gia-tin-a-oikoumeniki-synodo-stin-i-m-kastorias-foto

მსგავსი განცხადებები: