გარდაიცვალა მონაზონი ფოტინე (მამულაშვილი)


ამა წლის 20 იანვარს გარდაიცვალა ცაგერის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წევრი, მონაზონი ფოტინე (მამულაშვილი).
 
მონაზონი ფოტინე დაიკრძალება ხუთშაბათს, 23 იანვარს, 14:00 საათზე ცაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში.
 
მწუხარებას გამოვთქვამთ მონაზონ ფოტინეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ ცაგერისა და ლენტეხის, აგრეთვე ჭყონდიდის ეპარქიას, მონასტრის წევრებსა და განსვენებულის ოჯახს.
 
უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.
 
გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული მონაზონი ფოტინე.

მსგავსი განცხადებები: