რუმინეთში საქართველოს ელჩმა წმინდა ანთიმოზ ივერიელის მონასტერს ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს ხატი გადასცა


27 იანვარს საქართველოს ელჩი რუმინეთში, ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილი, ბუქარესტში მდებარე წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მამათა მონასტერს ესტუმრა. მას მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი კირილე და ძმობის წევრები შეხვდნენ. მამებმა ხატის წინ მრჩობლი კვერექსი და წმინდანის ტროპარი იგალობეს.
 
"ჩემთვის დიდი პატივია ვიყო აქ და მოვისმინო წმინდა ნინოსადმი თქვენ მიერ აღვლენილი ლოცვები. მსურდა წმინდა ანთიმოზის მონასტრისთვის გადამეცა საქართველოს პატარა ნაწილი, სადაც დღეს წმინდანის ხსენებას ზეიმობენ. ძალიან გამიხარდა, როდესაც გავიგე რომ რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიაც იხსენიებს წმინდა ნინოს", - თქვა თამარ ბერუჩაშვილმა.
 
"მსურს მონასტრის ძმობის სახელით მადლობა გადაგიხადოთ საჩუქრისთვის, რომელიც ძალიან დიდ აზრს ატარებს, რადგან როგორც წმინდანის ტროპარშია ნათქვამი, ის იყო წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქადაგების გამგრძელებელი. სწორედ ამ საღვთისმსახურო ტექსტში ვხედავთ, როგორ გვაერთიანებს მოციქული ანდრია, რადგან მან პირველ საუკუნეში იქადაგა მთელი შავი ზღვის გარშემო მიწებზე, მათ შორის საქართველოში და დღევანდელი რუმინეთის ტერიტორიაზე", - განაცხადა არქიმანდრიტმა კირილემ.
 
წყარო: https://basilica.ro/ambasadoarea-georgiei-la-bucuresti-a-daruit-manastirii-antim-o-icoana-a-sfintei-nina-luminatoarea-georgiei/?fbclid=IwY2xjawIEm2hleHRuA2FlbQIxMQABHVjav9a6yJU7Zvg2NFkPo5doHgs_C0rxHcEQlSLTb_ViThAB51wIC4TYtg_aem_zgLt1ULyufOSYyubRlkixw

მსგავსი განცხადებები: