სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ალბანეთის ეკლესიის მეთაურის, უნეტარესი ანასტასიოსის გარდაცვალების გამო


კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილს მართლმადიდებელი ეკლესიის ჭეშმარიტად გამორჩეული პირველიერარქის, მრავალმხრივი განათლების მქონე, ქრისტეს დაუღალავი მსახურის, ალბანეთის ეკლესიის განმაახლებლის, აღიარებული თეოლოგისა და მშვიდობისმყოფელის; სოციალური, საგანმანათლებლო, საგამომცემლო, ახალგაზრდული და სხვა ცენტრების დამაარსებლის, ეკლესია-მონასტერთა მაშენებლის, ეკლესიათაშორისი ურთიერთობების აქტიური მონაწილის, მრავალი უმაღლესი სასწავლებლის საპატიო დოქტორისა და საერთაშორისო ჯილდოთა მფლობელის, უნეტარესი ანასტასიოსის გარდაცვალების გამო. ეს არასრული ჩამონათვალია იმ დამსახურებებისა, რაც მან აღასრულა უფლის სადიდებლად.
 
ვუსამძიმრებთ ალბანეთის ეკლესიის წმინდა სინოდს, სამღვდელო და სამონოზვნო დასს, მთელ ალბანელ ხალხს და ყველას, ვისთვისაც ძვირფასია უნეტარესი ანასტასიოსის ხსოვნა.
 
აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანე მართალთა დაუმკვიდროს მას, ხოლო მის სამწყსოს მომადლოს მშვიდობა და ლოცვის ძალა.
 
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის
 
29.01.2025
 
On the Passing of His Beatitude Anastasios, Head of the Church of Albania
 
We, once again, express our deep sorrow in connection with the passing of the truly distinguished foremost hierarch of the Orthodox Church, an erudite and tireless servant of Christ, a renewer of the Church of Albania, a recognized theologian and a great peacemaker, the founder of social, educational, publishing, youth, and other centers, a builder of churches and monasteries, an active participant in inter-church relations, holder of the honorary doctorate degrees awarded by many higher educational institutions and a recipient of international awards. This is an incomplete list of his achievements which he accomplished for the glorification of the Lord.
 
We extend our condolences to the Holy Synod of the Church of Albania, the clergy and monastics, the entire Albanian people and all those for whom the memory of His Beatitude Anastasios is dear.
 
We offer prayers for his immortal soul, that the Lord might grant him the abode of the righteous, and grant his flock peace and strength for prayer.
 
Illia II, Catholicos Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta and Tbilisi and Meropolitan of Bitchvinta and Tskhum-Apkhazeti
 
29.01.2025

მსგავსი განცხადებები: