ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასის დაკრძალვა


ხუთშაბათს, 30 იანვარს ტირანის ქრისტეს აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარში ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასის წესის აგების მსახურება გაიმართა.
 
მსახურებას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე უძღვებოდა. მასთან ერთად იყვნენ ალექსანდრიის პატრიარქი თეოდორე, იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე, ბულგარეთის პატრიარქი დანიელი, კვიპროსის მთავარეპისკოპოსი გიორგი, ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი იერონიმე, ალბანეთის ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები და ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა წარმომადგენლები.
 
წესის აგების მსახურებას აგრეთვე ესწრებოდნენ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი, ალბანეთის პრეზიდენტი ბაირამ ბეგაი და ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა. ასეულობით მორწმუნე კი ალბანეთიდან, საბერძნეთიდან თუ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილიდან იყო მისული ნეტარხსენებული მთავარეპისკოპოს ანასტასისთვის პატივის მისაგებად.
 
წესის აგების შემდეგ, მთავარეპისკოპოსი ანასტასი მისი ანდერძის თანახმად, საკათედრო ტაძრის საკურთხეველში მოწყობილ სპეციალურ სამარხში დაკრძალეს.
 
წყარო: https://www.romfea.gr/epikairotita-xronika/67701-to-ystato-xaire-ston-arxiepiskopo-alvanias-anastasio-live

მსგავსი განცხადებები: