წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წელთან დაკავშირებით


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წელთან დაკავშირებით, ეკლესია-მონასტრებში აღევლინება ღვთისმსახურება და ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება
 
მათ შორის:
 
7 თებერვალს, პარასკევს
 
14:00 სთ. - თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სამეცნიერო კონფერენცია: „დავით აღმაშენებლის ცხოვრება და მოღვაწეობა“;
 
16:00 სთ. - ლოცვა გელათის საკათედრო ტაძარში;
 
17:00 სთ. - ლოცვა სამების საკათედრო ტაძარში.
 
8 თებერვალს, შაბათს
 
09:00 სთ. - დავითობის წირვა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში;
 
10:00 სთ. - დავითობის წირვა თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში;
 
10:00-13.30 სთ. - მცხეთასა და თბილისში დავით აღმაშენებლის სახელობის ხეივნისა და ქუჩების კურთხევა, მოსახლეობის დალოცვა;
 
12:00 სთ. - მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიაში, სამღვდელოების პარაკლისი დიდგორის ველზე მდებარე მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიაში; პარაკლისის შემდეგ ლოცვითი მსვლელობა მრევლთან ერთად მეფე დავითის მონუმენტამდე;
 
13:00 სთ. - თბილისის შემოსასვლელში მეფე დავით აღმაშენებლის ძეგლის სამეფო გვირგინით შემკობა;
 
13:30 სთ. ლოცვითი მსვლელობა დავით აღმაშენებლის გამზირიდან (24 საჯარო სკოლის ტერიტორია) სამების საკათედრო ტაძრამდე და სამშვიდობო პარაკლისი.
 
წმინდა მეფე დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი წლის მანძილზე გაიმართება.

მსგავსი განცხადებები: