წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის აღსასრულიდან 900 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში


2025 წლის 10 თებერვალს გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის აღსასრულიდან 900 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები და გელათის სასულიერო აკადემიის პროფესორები. სამეცნიერო კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) და გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, დეკანოზმა ირაკლი ახალაძემ.
 
კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ:
 
ქუთაისის ცენტრალური არქივის დირექტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი მერაბ კეზევაძე - რამდენიმე ფაქტი გელათის მონასტერში დაცული დავით აღმაშენებლის ,,ცხოვრების", ჯვრისა და ბეჭდის ისტორიიდან.
 
გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ავთანდილ ნიკოლეიშვილი - კონსტანტინე გამსახურდიას რომანი „დავით აღმაშენებელი“ - საბჭოთა იდეოლოგიის კონტექსტში.
 
გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორი, დეკანოზი მიქაელ კვანტალიანი - წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი და საბაწმინდური ტიპიკონი.
 
ისტორიის კათედრის გამგე, ისტორიის დოქტორი, პროფესორი ლევან ტყეშელაშვილი - წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი - ღვთისმოშიში მონარქი.
 
ისტორიის დოქტორი, პროფესორი ირაკლი ლორთქიფანიძე - რუის-ურბნისის საეკლესიო კრება.

მსგავსი განცხადებები: