- 2025/02/16
ამა წლის 16 თებერვალს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა:
ბათუმის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თევდორე ახალაძე დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;
ხელვაჩაურის ჯვართამაღლების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მაქსიმე (ბეჭვაია) დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;
სარფის ლაზი მოწამეების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემიღუმენი ეგნატე (კეკელიძე) დაჯილდოვდა არქიმანდრიტის ხარისხითა და მიტრის ტარების უფლებით;
სარფის წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ მამულაძე დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის წმინდა სამთა მღვდელმთავართა სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ სულამანიძე დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;
ბათუმის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი თევდორე თავდგირიძე დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;
ქობულეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დანიელ სოლომონიძე დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;
ქობულეთის წმინდა კირიონ კათალიკოსის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გაბრიელ ჟღენტი დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;
ბათუმის წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ილია ხინიკაძე დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;
ბათუმის მირქმის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი პავლე თოთლაძე დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ეფრემ ალელიშვილი დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით;
ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი შაინიძე დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით;
ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი დავით მურცხვალაძე დაჯილდოვდა დეკანოზის ხარისხითა და გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;
ხელვაჩაურის აჭარელ მოწამეთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი ილია ვარშანიძე დაჯილდოვდა დეკანოზის ხარისხით.
მსგავსი განცხადებები:
- 2023/01/16
- 2023/01/17
- 2023/05/14
- 2023/06/26
- 2023/10/09
- 2023/10/12
- 2023/10/19
- 2023/12/13
- 2024/01/15
- 2024/01/18
- 2024/01/19
- 2024/01/23
- 2024/01/24
- 2024/05/07
- 2024/05/07
- 2024/05/09
- 2024/05/15
- 2024/05/16
- 2024/05/28
- 2024/07/28
- 2024/08/28
- 2024/09/03
- 2024/12/02