- 2025/03/02
გაიხსნა ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასის ანდერძი და მისი შინაარსის თანახმად, მთელი მისი ფინანსური ანაბრები ალბანეთის მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა.
თავად იგი გამოთქვამს სურვილს, რომ ამ ქონების ნახევარი ტირანის ქრისტეს აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძრის სამუშაოების დასრულებას მოხმარდეს, ხოლო მეორე ნახევარი კვლავ შენახული დარჩეს და საჭიროების შემთხვევაში სათანადოდ იქნას გამოყენებული, ამ ანაბრიდან შემოსული სარგებელი კი კლირიკოსების ხელფასებისა და ალბანელი ახალგაზრდების განვითარების პროგრამებისთვის იქნას გამოყენებული.
თავის ანდერძში ნეტარხსენებული მთავარეპისკოპოსი მადლიერებას გამოხატავს ალბანეთის ეკლესიის მიმართ, სიყვარულისა და თანადგომისათვის და დასძენს, რომ ყველას აპატიებს, ვისაც იგი გაუმწარებია და თავადაც პატიებას ითხოვს მათგან, ვინც გაამწარა.
აღსანიშნავია, რომ ანდერძი ტირანის საკათედრო ტაძარში საჯაროდ იქნა წაკითხული და პირდაპირი ეთერითაც გადაიცემოდა.
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2023/08/08
- 2023/10/18
- 2023/10/28
- 2023/11/13
- 2023/12/01
- 2023/12/19
- 2024/04/19
- 2024/11/27
- 2024/12/24
- 2024/12/24
- 2025/03/12