თბილისის 159-ე სკოლის ღირებულებითი განათლების კლუბის წევრები მოხუცთა პანსიონატს ეწვივნენ


საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით თბილისის საჯარო სკოლებში დაფუძნებული ღირებულებითი განათლების კლუბების მიერ სხვადასხვა პროექტი ხორციელდება. ერთ-ერთი მათგანი ითვალისწინებს სოციალურ აქტივობას, რომლის ფარგლებშიც კლუბის წევრები სტუმრობენ მოხუცთა თავშესაფრებს.
 
ამჯერადაც, ამა წლის 10 მარტს თბილისის 159-ე საჯარო სკოლის ღირებულებითი განათლების კლუბის ხელმძღვანელი, მღვდელი დავით მექვაბიშვილი და ამავე სკოლის მოსწავლეები სოფელ გლდანში ხანდაზმულთა პანსიონატ „ბარბარეს“ ეწვივნენ, ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცეს და საგანგებოდ მათთვის მომზადებული მუსიკალური ნომრები წარუდგინეს.
 
დასაფასებელია ღირებულებითი განათლების კლუბის წევრ მოსწავლეთა სურვილი და აქტივობა თავიანთი მცირე შემოქმედებით გაეხარებინათ მოხუცების გულები, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ.
 
ფოტო: ნინო სოზაშვილი

მსგავსი განცხადებები: