- 2025/03/13
ანტიოქიის ეკლესიის პატრიარქმა, სირიის მართლმადიდებელი ეკლესიის და ანტიოქიის გრეკო-კათოლიკური ეკლესიის მეთაურებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს სირიაში "ძალადობრივი აქტების სერიოზული ესკალაციის" თაობაზე.
გზავნილში პატრიარქი იოანე X, ეგნატე-ეფრემ II და იოსებ აბსი წერენ, რომ თავდასხმა ხდება უდანაშაულო ადამიანებზე, მათ შორის ქალებზე და ბავშვებზე.
"ქრისტიანული ეკლესიები მკაცრად გმობენ სამოქალაქო მშვიდობის ნებისმიერ დარღვევას, უდანაშაულო მოქალაქეების მასობრივ მკვლელობას და ხაზს უსვამენ ამ საშინელი აქტების დასრულების აუცილებლობას, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ყველა ადამიანურ და მორალურ ფასეულობებს".
ქრისტიანი ლიდერები ასევე მოუწოდებენ დააჩქარონ ხელსაყრელი პირობების შექმნა სირიელ ხალხში ნაციონალური თანხმობის მისაღწევად.
"ეკლესიები სირიის შიგნით ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებენ აიღონ პასუხისმგებლობა ძალადობის შესაწყვეტად და მშვიდობიანი გამოსავლის მოსაძებნად, რომლებიც შეინარჩუნებენ ადამიანურ ღირებულებებს და ერის ერთობას. ვლოცულობთ, რათა უფალმა დაიფაროს სირია და მისი ხალხი, რომ მთელ ქვეყანაში დაისადგუროს მშვიდობამ".
იოანე X, ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი
ეგნატე-ეფრემ II, სირიის მართლმადიდებელი ეკლესიის და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი
იოსებ აბსი, ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის მელქიტთა გრეკო-კათოლიკური ეკლესიის პატრიარქი
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2023/08/08
- 2023/10/18
- 2023/10/28
- 2023/11/13
- 2023/12/01
- 2023/12/19
- 2024/04/19
- 2024/11/27
- 2024/12/24
- 2024/12/24
- 2025/03/12