გარდაიცვალა თესალონიკის ყოფილი მიტროპოლიტი ანთიმოზი


წესის აგების მსახურება შესრულდება შაბათს, 12 საათზე თესალონიკის აია-სოფიას სამიტროპოლიტო ტაძარში, რომელიც ერთობლივი სამღვდელთმთავრო ლიტურგიის დასრულების შემდეგ გაიმართება.
 
ერისკაცობაში დიონისე რუსა 1934 წელს დაიბადა საბერძნეთში, ქალაქ პირგოსის მახლობლად. 1957 წელს დაამთავრა ათენის კაპოდისტრიასის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიური ინსტიტუტი, ხოლო 1963 წელს - ამავე სასწავლებლის თეოლოგიური ინსტიტუტი.
 
დიაკვნად ხელი დაესხა 1964 წელს თირას მიტროპოლიტ გაბრიელის მიერ, ხუცესად კი 1965 წელს, იმავე მიტროპოლიტის მიერ. 1965-1972 წლებში იყო ყოველკვირეული გამოცემის, "უფლის ხმის" რედაქტორი.
 
1974 წლის 14 ივლისს ათენის ბასილი დიდის სახელობის ტაძარში ხელი დაესხა ალექსანდრუპოლის მიტროპოლიტად. 2004 წლის 26 აპრილს გამორჩეულ იქნა თესალონიკის მიტროპოლიტად. 2023 წლის 7 ივლისს საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდს მიმართა გადადგომის თხოვნით, რომელიც იმავე წლის 25 აგვისტოს დაკმაყოფილებულ იქნა.
 
წყარო: https://orthodoxia.info/news/ektakto-ekoimithi-o-proin-thessaloniki/

მსგავსი განცხადებები: