დღეს, 16 მარტს ალბანეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა ახალი მთავარეპისკოპოსი გამოირჩია


საღვთო ლიტურგიის დამთავრების შემდეგ წმინდა სინოდის წევრები შეიკრიბნენ და ახალი მთავარეპისკოპოსის არჩევის პროცედურა დაიწყეს. ალბანეთის ეკლესიის ახალ მეთაურად კორიცას მიტროპოლიტი, მოსაყდრე იოანე იქნა გამორჩეული.
 
აღსანიშნავია, რომ ახალი მთავარეპისკოპოსის არჩევნების პროცედურის მიმდინარეობისას ტაძრის შიდა და გარე სივრცე მორწმუნეებით იყო გავსებული, რომლებიც ახალი მთავარეპისკოპოსის არჩევის ცნობას "ღირსიას" გალობითა და ღვთისადმი დიდებისმეტყველებით შეხვდნენ.
 
წყარო: https://www.romfea.gr/epikairotita-xronika/68454-neos-arxiepiskopos-alvanias-o-korytsas-ioannis

მსგავსი განცხადებები: