- 2025/03/28
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით თბილისის საჯარო სკოლებში დაფუძნებული ღირებულებითი განათლების კლუბების მიერ სხვადასხვა პროექტი ხორციელდება. ერთ-ერთი მათგანი ითვალისწინებს გარემოს სიჯანსაღეზე, მის გამწვანებაზე ზრუნვას.
ამჯერადაც, ამა წლის 27 მარტს თბილისის 169-ე საჯარო სკოლის ღირებულებითი განათლების კლუბის ხელმძღვანელმა, სამგორის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძრის მღვდელმა ილია ბუკიამ და ამავე სკოლის მოსწავლეებმა სასწავლებლის ტერიტორიაზე მარადმწვანე მცენარეები დარგეს.
დასაფასებელია ღირებულებითი განათლების კლუბის წევრ მოსწავლეთა აქტივობა გარემოზე ზრუნვის საქმეში, ვინაიდან, თითოეული ნერგი, რომელსაც ვრგავთ სიყვარულითა და მზრუნველობით, ნაყოფად სიკეთეს გამოიღებს.
მსგავსი განცხადებები:
- 2022/09/02
- 2022/09/02
- 2023/08/19
- 2024/01/15
- 2025/02/23