კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა ალბანეთის ახლად აღსაყდრებულ მთავარეპისკოპოსს


მის უნეტარესობას იოანეს
მიტროპოლიტს ტირანისა და
მთავარეპისკოპოსს სრულიად ალბანეთისა
 
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირად ჩემი სახელით კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ ალბანეთის ეკლესიის პირველიერარქად დადგინებას.
 
როგორც საყოველთაოდ ცნობილია, ალბანეთში ქრისტიანობა I საუკუნეებიდან გავრცელდა, ხოლო პირველი ფართო ქრისტიანული გაერთიანებები III საუკუნიდან გაჩნდა. ამ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე ალბანეთის ეკლესია მოწამებრივ ღვაწლშია და ახლაც, როდესაც უნეტარესი ანასტასიოსის შემდეგ თქვენ ხდებით საჭეთმპყრობელი ამ ტახტის, გასაკეთებელი კვლავაც ბევრია; მაგრამ უფალი, რომელმაც ინება თქვენი აღსაყდრება, შეგეწევათ ჯვრის მტვირთველობაში და მოგცემთ ძალას შემდგომი წარმატებული ნაბიჯების გადადგმისა.
 
ჩვენ დიდ პატივს ვცემთ თქვენს ეკლესიას, მთელ ალბანელ ხალხს და სიყვარულით გილოცავთ ინტრონიზაციის დღეს.
 
ღმერთმა შეგაძლებინოთ, თქვენი მმრთველობა ჩვენს რთულ დროში იყოს სიმშვიდით, სიყვარულითა და სიბრძნით გამორჩეული.
 
ღმერთმა დალოცოს ალბანეთი და ინებოს ალბანეთის წმინდა ეკლესიის შემდგომი წინსვლა და აღორძინება.
 
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი
 
28.03.2025

მსგავსი განცხადებები: